0
მენიუ
banner banner

მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - კურსის შეფასება

მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი - კურსის შეფასება

მონაცემთა ანალიტიკისა & BI დეველოპმენტის კურსი დასრულდა!

კურსის განმავლობაში სტუდენტებმა შეისწავლეს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით. შეძენილი გამოცდილებით, თითოეულ მათგანს შეუძლია დაიწყოს კარიერა დამწყები მონაცემთა ანალიტიკოსის ან BI დეველოპერის პოზიციაზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების შეფასებები და გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე უკუკავშირი:

“კურსი შინაარსობრივად კარგად იყო გაწერილი, დროში ჩასატევად შესაბამისი და დასაქმებისთვის საკმარისი. ლექტორი გასაგები ენით ხსნიდა მასალებს, ამომწურავად პასუხობდა დასმულ კითხვებს და ყველანაირად გვეხმარებოდა ნებისმიერ საკითხში.”

“ონლაინ სწავლების ჩემი პირველი გამოცდილება იყო და საკმაოდ კმაყოფილი ვარ. გეგა არის ადამიანი, რომელიც უდავოდ ძალიან ძლიერი საქმის მცოდნეა, უშუალო და კარგი ადამიანია. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ჩემი შეფასებაა 10/10.”

“კურსი ტექნიკურად და შინაარსობრივად გამართული იყო. ვისურვებდი, რომ გეგას მსგავსი ლექტორები ბევრი გვყავდეს. თავისი საქმის პროფესიონალია და კარგი გადმოცემის უნარიც აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.”

“კურსს დამწყების პოზიციიდან შევაფასებ. კურსი არის საკმაოდ დატვირთული, მოიცავს ბევრ საინტერესო თემას. ლექტორი არის თავისი საქმის პროფესიონალი, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ადეკვატური რეაქციების მქონე პიროვნება. მიხარია, რომ მქონდა შეხება ასეთ პროფესიონალთან. მსგავსი კომპეტენციის ადამიანს ონლაინ კურსებზე არ შევხვედრივარ. მადლობა გეგა ჯღარკავას.”

“აღნიშნულმა კურსმა მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი მონაცემთა ანალიტიკის საფუძვლებს. იმდენად საინტერესო და მრავალმხრივი იყო კურსი, ვფიქრობ, ჩემი კარიერა სრულად დავუკავშირო აღნიშნულ მიმართულებას. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კურსით დაინტერესებისა იყო სწორედ ლექტორის კვალიფიკაცია და უნარი ჩაგრთოს პროცესში. მადლობა იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა პირველი ნაბიჯები გადამედგა ამ მიმართულებით.”

“კურსზე ყველა დეტალი და ასპექტი გათვალისწინებული იყო. გეგა ჯღარკავა თავისი საქმის პროფესიონალია. მარტივი და გასაგები ენით ხსნიდა ყველაფერს, ყველაზე რთულ მასალასაც საკმაოდ მარტივს და გასაგებს ხდიდა. საინტერესო რჩევებს გვაძლევდა პირადი გამოცდილებიდან, რაც აუცილებლად დამეხმარება მომავალში.”

“ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით, ყველანაირად ინფორმირებულები ვიყავით. კონკრეტული ლექციის თავიდან მოსმენა თუ გვინდოდა, შეგვეძლო უბრალოდ სილაბუსი გაგვეხსნა და მაგ თემის შესაბამისი ლექცია გვენახა, რაც ამარტივებდა სწავლის პროცესს.

ლექტორი ყოველთვის ცდილობდა კონკრეტული საკითხის შინაარსი ყველასთვის გასაგებად გადმოეცა და მაქსიმალურად ჩავრთულიყავით ლექციის პროცესში. რაც მთავარია ლექციები სავსე იყო ლექტორის პროფესიული მაგალითებით. ერთია, ახსნა ლექცია სილაბუსის მიხედვით და მეორე, შემოიტანო ისეთი საინტერესო მაგალითები და პრაქტიკული ამოცანები, რაც პრაქტიკაში ხდება და დიდად გამოიყენება კომპანიებში საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომაც, ყველა ლექცია იყო საინტერესო, რასაც, რა თქმა უნდა, ლექტორის დიდი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს.”

გვსურს გაწეული შრომისა და აქტიურობისთვის მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სტუდენტს, რომელიც ჩაერთო ჩვენს ახალ სასწავლო პროგრამაში. 

მონაცემთა ანალიტიკისა & BI დეველოპმენტის კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ, თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, მოასწარი რეგისტრაცია.

ხოლო, თუ  ADVANCED საფეხური გაინტერესებს, შემოგვიერთდი ახალ სასწავლო პროგრამაზე ADVANCED DATA ANALYTICS.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები