პროდუქტის მარკეტინგი - მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სფერო
მარკეტინგის როლი ბიზნესის წარმატებაში რომ განუსაზღვრელია, ამაში ყველა ვთანხმდებით. მაინც შეგახსენებ, მარკეტინგი გულისხმობს ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც კომპანია ეწევა მომხმარებლებისთვის პროდუქტების ან სერვისების პოპულარიზაციისა, თუ გაყიდვის მიზნით. მისი მეშვეობით კომპანია იზიდავს კლიენტებს და ინარჩუნებს მათთან ურთიერთობას. შესაბამისად, ამ პროფესიის წარმომადგენლებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.
მარკეტინგი უსაზღვროდ დიდი სფეროა, დღეს მარკეტინგის მიმართულებით არსებულ ერთ სფეროზე შევჩერდებით - პროდუქტის მარკეტინგი.
პროდუქტის მარკეტინგი უფრო და უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს კომპანიებში და აერთიანებს მნიშვნელოვან ციკლს პროდუქტის იდეიდან მის საბოლოო გაშვებამდე. როგორც ვიცით, პროდუქტი კომპანიისთვის ის უნიკალური ღირებულებაა, რომელიც მას კონკურენტებისგან განასხვავებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს უდიდეს კომპანიებში, როგორიცაა: Google, Microsoft, Apple, Amazon, Meta – პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოზიციაა, ადგილობრივ ბაზარზეც სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ამ პროფესიის წარმომადგენლებზე.
პროდუქტის მარკეტინგის შესწავლა ჩვენთან, სმარტ აკადემიაში შეგიძლია. მოდი, ცოტას კურსის შესახებაც მოგიყვები. აქვე გეტყვი, ეს კურსი იქნება გზამკვლევი, როგორც სტარტაპერების, ასევე კომპანიაში მომუშავე მარკეტერებისთვის.
პროდუქტის მარკეტინგის კურსის მიზანია, შეძლო პროდუქტის შექმნის პროცესში ჩართვა, იდეიდან განხორციელებამდე, სხვა სტრატეგიულ დეპარტამენტებთან ერთად. ეს კურსი საშუალებას მოგცემს, დაინახო პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი, შექმნა საერთო მარკეტინგული გეგმა – კალენდარი, სადაც შემუშავებული იქნება სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკა პროდუქტის ბაზარზე გასატანად და მისი სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად. კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავრწმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.
კურსი მაქსიმალურად ორიენტირებულია პრაქტიკულ სამუშაოზე, კურსის ბოლოს გექნება პროდუქტის იდეა, პროტოტიპიდან გაყიდვის ეტაპამდე.
რას ისწავლი პროდუქტის მარკეტინგის კურსზე?
ბაზრის მიმოხილვას
სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას
მონაცემთა ანალიზს – რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
ეფექტურ კომუნიკაციას
ტექნოლოგიებთან ადაპტაციას
პრობლემის გადაჭრას
ჯვარედინ ფუნქციურ თანამშრომლობას: ბიზნესს + მარკეტინგი
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
უნდა ფლობდე ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლო ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
ვინ გასწავლის?
პროდუქტის მარკეტინგის კურსს გაუძღვება სალი დადიანი, თიბისის ციფრული ბანკინგის მარკეტინგის მიმართულების ლიდი. ის თავის ცოდნასა და მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებს.
მას აქვს პროდუქტის მარკეტინგში 10 წელზე მეტი გამოცდილება;
მისი გამოცდილება პროდუქტის მარკეტერების ლიდის პოზიციაზე, მოიცავს ციფრული პროდუქტების ყველა სეგმენტის (მას რითეილი, კონცეპტი, ბიზნეს კლიენტები) ციფრული პროდუქტების ზრდის სტიმულირებასა და 360 გრადუსიანი მასშტაბის მქონე კამპანიების მართვას;
უმუშავია ციფრული პროდუქტების მიმართულებით სტაჟიორების და პროდუქტის მენეჯერების მენტორის პოზიციაზე;
სალი არის 40-ზე მეტი დამოუკიდებელი (ფრილანს) პროექტის ხელმძღვანელი ბრენდინგის, სტრატეგიის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
არის TBC Game-ის, პირველი ციფრული საბანკო თამაშის შექმნის იდეის ავტორი;
TOUCH Platform-ის მოწვეული სპიკერი;
საქართველოში სამაგიდო თამაშების პირველი კლუბის, “Tsibakha Game Club”-ის, თანადამფუძნებელი;
ექაუნთის მენეჯერის პოზიციაზე უმუშავია საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოში “Saatchi & Saatchi Tbilisi” ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Nestle, Bosch, Leibniz, Lowenbrau და სხვა;
ის არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA).
შემოგვიერთდი და ისწავლე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია სმარტ აკადემიაში.
დარეგისტრირდი პროდუქტის მარკეტინგის კურსზე აქ.