0
მენიუ
banner banner

ინტერვიუ ვიდეო მონტაჟის ლექტორთან - გიორგი ჟვანია

ინტერვიუ ვიდეო მონტაჟის ლექტორთან - გიორგი ჟვანია

 

ვიდეო კონტენტი ყველა ინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც პროფესიონალ მემონტაჟეებს უფრო მოთხოვნადს ხდის. ეს ცოდნა კარიერული განვითარების დიდ შესაძლებლობებს ხსნის, იქნება ეს მარკეტინგი, მედია თუ გართობის ინდუსტრია.

ამ ინტერვიუში გაგაცნობთ გიორგი ჟვანიას, რომელიც ამჟამად სმარტ აკადემიაში მუშაობს ვიდეოგრაფად და ვიდეოედითორად. სარეკლამო სააგენტო “მავერიკთან” პროექტული თანამშრომლობის ფარგლებში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: სამშენებლო კომპანიების ვიდეორგოლები, “თბილისი ბულვარი” და სხვა; Youtube არხისთვის - “ჰამაკი” გუნდთან ერთად იღებს ქართულ Youtube-ში ყველაზე მასშტაბურ პროექტს - Youtube League.

გიორგი სმარტ აკადემიაში წარუძღვება კურსს - ვიდეო მონტაჟი - Adobe Premiere Pro და გააზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. ამ ინტერვიუში კი სწორედ ვიდეოგრაფისა და ვიდეომემონტაჟის  პროფესიის შესახებ გვესაუბრება.

როდესაც პროფესიას ირჩევდი, რა იყო მთავარი მოტივაცია?

განვითარების დაუოკებელი სურვილი და ის, რომ ამ პროფესიაში შეგიძლია მრავალმხრივი იყო, დასაწყისშივე მიზიდავდა. შემდეგ, როდესაც უფრო დავუახლოვდი სფეროს აღმოვაჩინე, რომ სწორედ იმ საქმეს ვაკეთებდი რაც საინტერესოსთან ერთად შემოქმედებითიც იყო.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირის მოსმენა, მაშინ, როდესაც კმაყოფილი დამკვეთი ნამუშევარს მიწონებს. იმის გამო, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული როგორც გადაღების, ასევე დამონტაჟების პროცესში, გამუდმებით ვეცნობი სიახლეებს და ხედვაც მიფორმირდება, პროფესიულად ვიზრდები.

როდესაც ვუყურებ ჩემს ნამუშევრებს და შემდეგ პირველ ვიდეოს ვადარებ, ვხვდები, რომ თითოეული ახალი პროექტი წინას სჯობს. აღნიშნულით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი მუშაობა, ინტერესი და მოძიებაც კი, ძალიან მეხმარება დავიმატო ახალი პროექტები და გავიუმჯობესო გადაღებისა და დამონტაჟების უნარები.

რომელი უნარი დაგეხმარა, რომ კარგ პროფესიონალად ჩამოყალიბებულიყავი?

ხშირად აღნიშნავენ, რომ ვიდეომემონტაჟეს სჭირდება განსაკუთრებული თანდაყოლილი ხედვა, თუმცა მე ვთვლი, რომ ყველაფერი სწავლებადია. ამ სფეროში მთავარი სიახლის შეცნობის დაჟინებული სურვილი და პროფესიის შესწავლისთვის მზაობაა.

როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი დიდი მოტივაცია მქონდა. დამოუკიდებლად სულ ვცდილობდი, რომ ბევრი ინფორმაცია მომეძებნა. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვუღებდი ფოტოებსა და ვიდეოებს, ამით ვიუმჯობესებდი ხედვას. ყოველი ახალი გადაღებისას სიახლეს აღმოვაჩენდი ხოლმე და ეს უფრო მიმძაფრებდა მოტივაციას.

საიდან უნდა დავიწყოთ სფეროს შესწავლა?

უნდა დავიწყოთ კითხვებით, სფეროში გარკვეულ ადამიანებთან კომუნიკაციით, ბევრი უნდა ვეძიოთ და ვარკვიოთ რომელ ნაწილში გვჭირდება ცნობიერების ამაღლება და მერე  შედეგიც არ დააყოვნებს. უმნიშვნელოვანესია ვიდეოების გადაღება, მონტაჟი და ხედვის გაუმჯობესება. ბევრი რაღაც უნდა გადაიღოთ, არ უნდა დაგვეზაროს გადაღება და პროგრესი შეუქცევადი იქნება. სწავლასთან ერთად აუცილებელია ცნობისმოყვარეობა - დავაკვირდეთ და პრაქტიკაში აღმოვაჩინოთ ის უსაზღვრო შესაძლებლობები, რაც მიმართულებას ახლავს თან.

ერთი გამორჩეული პროექტი რომელზეც გიმუშავია?

გაგიკვირდებათ და ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, სრულიად განსხვავებული მიმართულება ავირჩიე. არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი კლინიკის ვიდეორგოლს ვამზადებდი, გადაღება კი საოპერაციო ოთახში წარიმართა. ამ შეგრძნებამ აღმაფრთოვანა, თითქოს ბავშვობის ოცნება ავიხდინე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი პროფესია უამრავ მიმართულებას აერთიანებს. 

დღეს ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოცემულობის გადაღება მოგვიწევს და ეს ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა სიუჟეტების გადაღება და დამონტაჟება კი უფრო გვზრდის პროფესიულად.

რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც აპირებს ვიდეო მონტაჟის შესწავლას, თუმცა გადაწყვეტილებას ვერ იღებს?

წინაღობა ყველა პროფესიაში არის, თუმცა თუ საიდანღაც არ დავიწყეთ და დრო არაპროდუქტიულად გავატარეთ, წლების შემდეგ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ.

არ უნდა გადავდოთ მიზნამდე ნაბიჯების გადადგმა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია დიდია, შენ უნდა ეცადო, რომ შენი გამორჩეული სტილითა და ხედვით მნახველს თავი დაამახსოვრო.

არ უნდა შევუშინდეთ დაბრკოლებებს, რადგან ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს და თუ არ გამოვცდით საკუთარ თავს, ვერც ვერასდროს გავიგებთ როგორ შეიძლებოდა გამოგვსვლოდა უკეთესად.

რას ვისწავლით კურსზე?

კურსზე ისწავლით ვიდეო პროექტის შექმნას, ვიდეოების დასინქრონებას, ტიტრებთან და გრაფიკებთან მუშაობას. ასევე გაეცნობით ვიდეო ფორმატებს სხვადასხვა პლატფორმისთვის და შეძლებთ საბოლოო ვიდეოს ექსპორტს. შექმნით და გამოიყენებთ ვიზუალურ ეფექტებს და მარტივ ანიმაციებს. კურსზე განვიხილავთ რედაქტირების საფუძვლებს, ფერების კორექციას და დავამუშავებთ სხვადასხვა ტიპის ვიდეოს.

ვისთვის არის ეს კურსი?

მონტაჟის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ეფექტური ვიდეო კონტენტის შექმნა და კარიერული პერსპექტივების გაძლიერება:

  • სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის - ვისაც სურს ახალი და მოთხოვნადი უნარის შესწავლა, რაც კარიერულად წინსვლისა და მრავალფეროვან სფეროებში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
  • მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერებისთვის - ვიდეო კონტენტი მარკეტინგში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად იქცა, ამიტომ მონტაჟის პროფესიონალური ცოდნა ეხმარება მათ, შექმნან უფრო მიმზიდველი და ეფექტური კამპანიები.
  • ბლოგერებისთვის და კონტენტ-კრეატორებისთვის - ვისაც სურს შეიმუშაოს ვიზუალურად მაღალი ხარისხის კონტენტი აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად.
  • ბიზნესებისთვის და მეწარმეებისთვის - რომ დაამუშაონ თავიანთი პროდუქციის, სერვისის ან საიმიჯო ვიდეო მასალები, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს მათ კონკურენტულ ბაზარზე.
  • მომავალ ვიდეო პროდიუსერებისა და რეჟისორებისთვის - ვინც გეგმავს კარიერას კინოსა და მედიის ინდუსტრიაში და სურს პროფესიონალურ დონეზე აითვისოს ვიდეოს წარმოებისა და მონტაჟის ხელოვნება.
  • ფრილანსერებისთვის - ვისაც სურს დამოუკიდებლად, პროექტულად იმუშაოს და მონტაჟის ცოდნა დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციოს.

კურსი ხელს შეუწყობს, როგორც დამწყებებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც უკვე მუშაობს ვიდეო კონტენტთან, მაგრამ სურთ უფრო პროფესიონალური ტექნიკის შესწავლა.

თუ დაინტერესდი ამ პროფესიით, შემოგვიერთი ვიდეო მონტაჟის კურსზე

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები