0
მენიუ
banner banner

"სმარტ აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა საქართველოში, ყოველთვის გამოცდილი ლექტორებითა და კურსების მრავალფეროვანი არჩევანით"

"სმარტ აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა საქართველოში, ყოველთვის გამოცდილი ლექტორებითა და კურსების მრავალფეროვანი არჩევანით"

ბექა ჩაჩანიძემ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - მონაცემთა ანალიტიკა & BI დეველოპმენტი. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. 

როგორ გაიგე კურსის შესახებ?

კურსის შესახებ Facebook-ის საშუალებით შევიტყვე და დავიწყე დეტალური ინფორმაციის მოძიება, თუ რა იყო მონაცემთა ანალიტიკა და რას მოიცავდა ის. ძალიან მალე გავაანალიზე, რომ ის ჩემს მაშინდელ პროფესიასთან თანაკვეთაში იყო და გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა ეს საქმე. ამაში ნამდვილად დამეხმარა სმარტ აკადემიის კურსი, რომელმაც მომცა მეტი, ვიდრე საწყისებია ამ სფეროში. 

რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

კურსი საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ გარდა უშუალოდ კოდის წერისა და რეპორტების გაკეთებისა, ჩვენ ვეცნობოდით და ვსწავლობდით ასევე ბიზნეს ანალიზს, როგორ შეგვეძლო უკვე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ახალი მიმართულებები აღმოგვეჩინა. ეს კი,  ჩემთვის ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა. სრულად დავეუფლე SQL ს და Microsoft Power BI ის ძირითად ნაწილს. 

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ

ლექტორი იყო კვალიფიციური და კომუნიკაბელური. ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. ასევე არასალექციო დროსაც ყოველთვის ხაზზე იყო და პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მინდა აღვნიშნო, რომ კურსი არასდროს ყოფილა მოსაწყენი, რადგან ყველაფერს, რასაც ვსწავლობდით, პარალელურად ვხედავდით, როგორ უნდა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში და რეალურ პროექტში.

რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო სმარტ აკადემიის გუნდი, რომელიც ყოველთვის მზად არის დასახმარებლად და მათთან კომუნიკაციაც მარტივად შეგიძლია. ასევე ლექტორები, რომლებიც ყოველთვის მაღაკვალიფიციურები არიან. ამჟამად, კიდევ ერთ კურსს გავდივარ სმარტ აკადემიაში და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ

ჩემი აზრით, სმარტ აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა საქართველოში, ყოველთვის გამოცდილი ლექტორებითა და კურსების მრავალფეროვანი არჩევანით.


თუ გსურს გახდე მონაცემთა ანალიტიკოსი ან BI დეველოპერი, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე:

მონაცემთა ანალიტიკა და BI დეველოპმენტი

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები