ვინ არის Product Owner და რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია?
Product Owner Agile-ს ერთ-ერთი მეთოდოლოგიის, Scrum-ის საკვანძო როლია. PO წარმოადგენს Stakeholder-ისა და მომხმარებლის ინტერესებს გუნდთან. PO გუნდთან ინტერაქციით უზრუნველყოფს სწორი პროდუქტის შექმნას და პასუხისმგებელია გუნდის მიერ შექმნილი პროდუქტი იყოს მაქსიმალური ღირებულების მომტანი მომხმარებლისა და ორგანიზაციისთვის.
Product Owner-ად მუშაობა საკმაოდ საინტერესოა. მათ უწევთ ქროსფუნქციურ გუნდთან ერთად პროდუქტზე ორიენტირებულობა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი და ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Agile ფილოსოფიის დროს, PO საკმაოდ ავტონომიურია. რაც მთავარია, ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია და დასაქმების მხრივაც, მარტივია სწრაფად იპოვონ სასურველი სამსახური მოთხოვნიდან გამომდინარე. თანაც, შესაძლებელია სახლიდან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმუშაონ. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია სრულად დისტანციურად მუშაობაც.
ტექნოლოგიები ყოველდღიურად ინტეგრირდება ორგანიზაციებში, მათ შორის ტრადიციულ ბიზნესებშიც. ციფრული პროდუქტები ჩვენი და ნებისმიერი ორგანიზაციის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება ყველა სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ციფრული პროდუქტების განვითარების ყველაზე პოპულარული მეთოდოლოგია Scrum-ია. შესაბამისად, მოთხოვნა მზარდია ყველგან.
იქიდან გამომდინარე, რომ იზრდება ტექნოლოგიების გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე, მზარდია მათი შექმნის თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევებიც, ანუ Scrum-ით ციფრული პროდუქტების მენეჯმენტი. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა Product Owner-ის როლზე, რომელიც მომავლის ერთ-ერთი პროფესიაა და შესაძლებლობას იძლევა ტექნოლოგიურ კომპანიებში ან ნებისმიერ იმ ორგანიზაციაში, სადაც ციფრული პროდუქტი მნიშვნელოვანი დოზით არის წარმოდგენილი, PO მარტივად განვითარდეს ორგანიზაციაში Top მენეჯერად.
თუ გსურს დაეუფლო მოთხოვნად პროფესიას და გახდე Product Owner, შემოგვიერთდი კურსზე