0
მენიუ
banner banner

ინტერვიუ გრაფიკული დიზაინის ლექტორთან - გიორგი ვართუმაშვილი

ინტერვიუ გრაფიკული დიზაინის ლექტორთან - გიორგი ვართუმაშვილი

გიორგი ვართუმაშვილი არის გრაფიკოს დიზაინერი/ილუსტრატორი, რომელიც უკვე 6 წელია ამ სფეროში მუშაობს. მისი ნამუშევრები მოიცავს სხვადასხვა სტილის ილუსტრაციებს, მათ შორის NFT პროექტებს და შეფუთვის დიზაინებს. ახლა კი მზადაა თავისი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. ის სმარტ აკადემიაში წარუძღვება კურსს - გრაფიკული დიზაინი. ამ ბლოგში კი სწორედ გრაფიკული დიზაინის პროფესიის შესახებ გვესაუბრება


რატომ გახდი ილუსტრატორი და რა არის ის მთავარი, რაც მოტივაციას გაძლევს?

ჩემი ხატვის მიმართ სიყვარული იწყება ბავშვობიდან. მაშინ როცა მინდოდა განტვირთვა და სიამოვნების მიღება, ხატვა ჩემთვის საუკეთესო არჩევანი იყო. ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება ნახატების გაზიარება საყვარელი ადამიანებისთვის, მათი მოწონება ჩემთვის მოტივაცია იყო.

წლების განმავლობაში გავაგრძელე ხატვა და ჩემით დავხვეწე ხატვის უნარები. გრაფიკული დიზაინის შესწავლის პარალელურად მივხვდი რომ ციფრულად ხატვამ დამაინტერესა, და ზუსტად ის პროგრამები რასაც გრაფიკოს დიზაინერები ვიყენებთ, ასევე იდეალურად ერგება ციფრულ მხატვრობას. ზუსტად ასე მივხვდი რომ დიზაინერობის გარდა ილუსტრატორობა ჩემთვის საუკეთესო არჩევანი იყო.

რა გიყვარს ყველაზე მეტად ამ პროფესიაში?

ამ პროფესიაში ყველაზე მეტად მიყვარს ის ფაქტი, რომ შემიძლია შევათავსო ჩემთვის ძალიან ახლო და საყვარელი ხელობა, ჩემს ძირითად პროფესიასთან და ვიმუშაო მრავალფეროვან პროექტებზე.

მოგვიყევი ერთ გამორჩეულ პროექტზე

ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ძალიან მიყვარს არის პროექტი ”სვლა ” -სთვის დედის დღესთან დაკავშირებით შექმნილი ილუსტრაციები. პროექტზე ვიმუშავე გუნდში და ვფიქრობ ყველაზე საინტერესო იყო ზუსტად ეს გუნდური მუშაობა და იმის შესაძლებლობა რომ ძალიან კარგი იდეა რეალობად გარდამექმნა.

რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ გახდე გრაფიკული დიზაინერი და რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია?

ჩემი აზრით იმისთვის, რომ გახდე გრაფიკული დიზაინერი უნარებზე მნიშვნელოვანია სურვილი და მოტივაცია, რომ გავეცნოთ ახალ თემებს და მზად ვიყოთ სირთულეების გადასალახად, რადგან ვთლი რომ ნებისმიერი უნარი შეიძლება დაიხვეწოს სასურველ დონემდე.

გრაფიკული დიზაინი არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია, რადგან რამდენადაც არ უნდა დაიხვეწოს ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, ვერაფერი შეცვლის ადამიანის ხელით შექმნილ ნამუშევრებს, რომელიც ყოველთვის იქნება გამორჩეული თავისი უნიკალურობით და ავთენტურობით.

ვისთვის არის გრაფიკული დიზაინის კურსი?

გრაფიკული დიზაინის კურსი არის ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს ამ პროგრამის სწავლა და აქვს ინტერესი თუ როგორ იქმნება სხვადასხვა პროფესიონალური ნამუშევარი.


? დარეგისტრირდი კურსზე აქ


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები