"განსაკუთრებით მომეწონა, კომპეტენტური ლექტორებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა, რამაც დადებითად იმოქმედა ჩემს განვითარებაზე"
რუსუდან კვარაცხელიამ სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბოლო კურსზევე მივხვდი, რომ ჩემი ინტერესის სფერო ორგანიზაციული ფსიქოლოგია იყო. გადავწყვიტე, სტაჟირებით დამეწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, სასურველ კომპანიაში დასაქმება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ სფეროს შინაარსობრივი ცოდნა დასაქმებაში დამეხმარებოდა. სწორედ ამ პერიოდში გავიგე მეგობრისგან სმარტ აკადემიის კურსის შესახებ - “HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა”. ზოგადი კონსულტაციის გავლის შემდეგ კი ის, რითაც მოვიხიბლე, სილაბუსი და მოქნილი სასწავლო ფორმატი იყო.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსის დახმარებით, არა მხოლოდ დეტალური ინფორმაცია მივიღე ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ მე თვითონ გავხდი ძირითადი HR პროცესების მონაწილე. ჩემთვის საინტერესო იყო ყველა ის ლექცია, რომელშიც ვიღებდი პასუხს კითხვაზე - რეალურ სამუშაო გარემოში რა როგორ “უნდა” ხდებოდეს? ის, რომ ამ სფეროში წარმატებული ადამიანები გვიტარებდნენ ლექციას - გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა და გვაძლევდნენ რჩევებს, ზრდიდა ჩემს ჩართულობას.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ
ლექტორები კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ, მათგან მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარების სურვილი იგრძნობოდა. განსაკუთრებით მომეწონა, კომპეტენტური ლექტორებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა, რამაც დადებითად იმოქმედა ჩემს განვითარებაზე.
რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?
სმარტ აკადემიაში შესაძლებლობა მქონდა შემეფასებინა ჩემი უნარები, თუ რამდენად გავართმევდი თავს პრაქტიკული სახის დავალებებს. ვფიქრობ, კურსის ფორმატი იმიტომაცაა გამორჩეული, რომ დასკვნის გამოტანაში გეხმარება - მიუხედავად იმისა რომ სფეროს მიმართ ინტერესი გაქვს და მოგწონს, თავის გართმევას შეძლებ თუ ვერა?
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?
უკვე შერჩეული მაქვს ის კომპანია, რომელშიც მსურს განვვითარდე. ვაპირებ ცოდნის გამოყენებას სწორი აქცენტებითა და მიღებული რჩევებით. რაც მთავარია, ახლა ჩემს შესაძლებლობებში მეტად დარწმუნებული ვარ.
გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემია გამოირჩევა სასწავლო პროცესის ორგანიზებულობით. თეორიულ საკითხებთან ერთად, შესაძლებლობა გაქვს განავითარო პრაქტიკული უნარებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია HR სფეროში. კეთილგანწყობილი ლექტორები და მოქნილი სასწავლო ფორმატი, მასალის მშვიდად გააზრებაში გეხმარება.
თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე:
HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა