თანამშრომლების მოტივაცია და მისი გავლენა პროდუქტიულობაზე
უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ სჭირდებათ კომპანიებს მოტივირებული თანამშრომლები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
1. თუ თანამშრომელი მოტივირებულია, ის უფრო მეტად არის ჩართული სამუშაო პროცესში, რაც აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის.
2. როდესაც თანამშრომელი მოტივირებულია, უფრო მეტია შანსი, რომ კომპანიაში დიდი ხნით დარჩება, რაც თავისთავად აისახება კომპანიის გადინების მაჩვენებლის შემცირებაზე.
3. რაც უფრო მოტივირებულია თანამშრომელი, მით უკეთესია მისი პერფორმანსიც და შესრულებული სამუშაოს ხარისხიც, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებასა და დადებით უკუკავშირში აისახება.
4. მოტივირებული თანამშრომლები უფრო მიმღებლებიც ხდებიან ცვლილებების მიმართ, მზად არიან ახალ პროექტებზე სამუშაოდ და სამსახურში პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაც უადვილდებათ.
ახლა კი მოდი განვიხილოთ რამდენიმე გზა, თუ როგორ უზრუნველყოფენ თანამშრომლებისთვის მოტივაციის შენარჩუნებას სტრატეგიული HR პროფესიონალები:
1. კარიერული წინსვლის შესაძლებლობები: ტრენინგები და სწავლის დაფინანსება
თანამშრომლებისთვის მოტივაციის შენარჩუნების ერთ-ერთი ეფექტური გზა მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა. როდესაც ისინი იგრძნობენ, რომ ვითარდებიან იმ მიმართულებით, რომელიც აინტერესებთ, სამუშაო პროცესშიც უფრო ჩართულები იქნებიან, რაც, საბოლოოდ, სარგებელს მოუტანს, როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს.
2. აღიარება
ვერბალურად, თუ ქმედებებით, თანამშრომლების მიღწევების აღიარება, საგრძნობლად ზრდის მათ მოტივაციას, რაც დადებითად მოქმედებს პროდუქტიულობაზე და ისინი უფრო მეტად გრძნობენ თავს კომპანიის ნაწილად.
3. წახალისება და ჯილდოები
კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომელთა ძალისხმევის აღიარება გამოხატონ მათთვის ჯილდოების გადაცემითა და წახალისებით. თანამშრომელთა წახალისების პროგრამები, როგორებიცაა საბონუსე სისტემა, სწავლის დაფინანსება, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რეფერალური პროგრამა და სხვა, საბოლოოდ, ხელს უწყობს კომპანიაში პოზიტიური გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლები თავს დაფასებულად იგრძნობენ.
თუ გსურს აღნიშნული საკითხები უფრო სიღრმისეულად შეისწავლო და შეძლო გუნდში შეფასების სისტემებისა და სამოტივაციო სქემების დანერგვა, შემოგვიერთდი პრაქტიკულ კურსზე.