''დეტალურად შევისწავლე Ads Manager-ის გამოყენება, მეტას პლატფორმების მნიშვნელობა და სწორი სამიზნე აუდიტორიის შერჩევა თითოეულისთვის.''
მარიამ გოგიაშვილმა სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა და ახლა შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
სმარტ აკადემიის სოციალურ ქსელებს აქტიურად ვადევნებდი თვალს და ჩემი ყურადღება სოციალური მედია მარკეტინგის კურსმა მიიქცია. ბევრი აღარ მიფიქრია და დიდი მონდომებით შემოვუერთდი ალექსანდრა კნიაზიანის კურსს.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსი დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით, რაც კიდევ უფრო ამარტივებდა სასწავლო პროცესს. განსაკუთრებით საინტერესო ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო. პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან დავალება კურსის განმავლობაში დაგროვებული მთელი ცოდნის გამოყენებას მოითხოვდა.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ
ალექსანდრა ყოველთვის ცდილობდა სიახლეების შემოტანას და მაქსიმალურად გვაწვდიდა ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. შეფასებისას ძალიან ობიექტური იყო და მასთან ერთად მუშაობა ძალიან კომფორტული აღმოჩნდა.კურსის გავლის შემდეგ, როგორ იყენებ მიღებულ ცოდნას?
ძალიან მახარებს, რომ მომეცა შანსი მიღებული ცოდნა უკვე პრაქტიკაში განმეხორციელებინა და ამ ეტაპზე სმარტ აკადემიის გუნდის წევრი ვარ.გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემიის თითოეული გუნდის წევრი ძალიან ყურადღებიანია და ყოველთვის ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას. მუდამ ზრუნავენ თავის კურსდამთავრებულებზე და აძლევენ შანსს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი უნარები.
თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე: