რა უნდა გაითვალისწინო კარიერის არჩევისას: მნიშვნელოვანი ფაქტორები
ბლოგში გაგიზიარებ, თუ რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინო კარიერის არჩევისას
1. ინტერესები
ადამიანთა უმეტესობა კარიერას ინტერესების საფუძველზე ირჩევს. კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა კარიერის არჩევისას:
- გაქვს რაიმე ჰობი, რომლითაც გატაცებული ხარ?
- რისი კეთება გიყვარს?
მაგალითად, თუ გიყვარს ადამიანები, HR პროფესია იქნება შესანიშნავი ვარიანტი. რა თქმა უნდა, შენი ინტერესები ყოველთვის ვერ დაემთხვევა მომავალ კარიერას. თუმცა, ისინი მოგცემს იდეებს, თუ რა მიმართულებით უნდა წახვიდე.
2. უნარები და კვალიფიკაცია
უნარები და კვალიფიკაცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია მომავალი კარიერის არჩევისას. ყველა პოზიცია მოითხოვს გარკვეული უნარებისა და გამოცდილების ქონას.
მაგალითად, უნდა მოიპოვო გარკვეული ხარისხი, რათა გახდე ექიმი.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი მომავალი სწავლის დაწყებიდან უკვე განსაზღვრულია. ყოველთვის არის შანსი, რომ შეიცვალო მიმართულება. თუმცა, აუცილებელია, რეალისტურად იყო განწყობილი და კარგად აღიქვამდე, თუ რა შანსები გაქვს და რამდენი მუშაობა მოგიწევს მიზნის მისაღწევად.
3. პიროვნული უნარები
პიროვნულმა უნარებმა შეიძლება მოგცეს მიმართულება კარიერის არჩევისას. მაგალითად, თუ გიყვარს სოციალიზაცია და ახალი ადამიანების გაცნობა, სამსახური, რომელიც მოიცავს კლიენტთა მომსახურებას, შეიძლება იდეალური იყოს შენთვის.
4. ცხოვრების წესი
შენი ცხოვრების წესი დიდ გავლენას იქონიებს გადაწყვეტილების მიღებისას. მაგალითად, ადამიანებს, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ურჩევნიათ სამსახური მოქნილი გრაფიკით.
კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა:
- მარტო გირჩევნია მუშაობა თუ გუნდთან ერთად?
- დისტანციურად მოგწონს მუშაობა თუ ოფისიდან?
- გსურს სამსახური ხშირი მივლინებებით, თუ ისეთი, რომელიც არ საჭიროებს მოგზაურობას?
5. სამუშაო ბაზარი
სამსახურის არჩევისას აუცილებელია სამუშაო ბაზრისა და პერსპექტივების გათვალისწინება.
მაგალითად, იყო დრო, როცა უამრავმა ადამიანმა დაიწყო კომპიუტერების შესწავლა, რადგან, ამ მხრივ, კარიერული განვითარების დიდი შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დროთა განმავლობაში, კომპიუტერები უფრო დაიხვეწა და მისი მეშვეობით, ზოგიერთი სამსახური საერთოდ გაქრა და კიდევ მეტი გაქრება.
6. სტაბილური ანაზღაურება
კარიერის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინო შემოსავლის პოტენციალი. დარწმუნებული უნდა იყო, რომ შეძლებ საკუთარი თავის (ან შენი ოჯახის) უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ფული არ არის მთავარი ფაქტორი კარიერის არჩევისას, თუმცა ეს ის ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რადგან ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შენი ცხოვრების ხარისხზე.
გახსოვდეს, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, არასოდეს არის გვიანი პროფესიის შეცვლა და გადამზადება ახალი სამსახურისთვის, რომელიც მეტ პერსპექტივას გთავაზობს.
კარიერული კონსულტაციისთვის მოგვწერე