ვინ გასწავლის HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკას სმარტ აკადემიაში
ლიკა კოვზირიძე
ლიკა კოვზირიძე - ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.

ეთუნა ჟვანია
ეთუნა ჟვანია - ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის პროფესიონალი 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
ეთუნას კარიერა HR-ის მიმართულებით ბანკ Constanta-ში დაიწყო და TBC-ში გაგრძელდა, სადაც იკავებდა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას;
საბანკო სფეროში, HR მიმართულებით 7 წლიანი მუშაობის განმავლობაში, მან მიიღო როგორც კომპანიების გაერთიანების (Merging), ასევე სხვა ბევრი ბიზნეს პროცესის ცვლილების მართვის გამოცდილება;
მონაწილეობდა და დიდი გამოცდილება მიიღო მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანია MERCER-ისა და TBC-ის თანამშრომლობის პროცესში;
ასევე, ეთუნას ღირებული და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება უკავშირდება სადაზღვევო სექტორს, Viena Insurance Group-ის წევრ კომპანია ირაოს, სადაც ის HR მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა;
ამჟამად კი, ეთუნა დეველოპერული კომპანია არქის HR-ისა და მომსახურების ხარისხსის მიმართულების ხელმძღვანელია;
მისი მოწოდება ცოდნის გაზიარებაა და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყოველთვის მზად არის მიღებული ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების სმარტ აკადემიის სტუდენტებს გაუზიაროს.

სოფო კაჭარავა
ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი;
5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
იცნობს IT & Tech Recruitment-ის პრინციპებს;
მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან და იცნობს მათ სპეციფიკებს;
გარდა ძირითადი საქმიანობისა, მუშაობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაზე;
აქვს მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.

ლელა კეკუა
ლელა კეკუა - ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
მისი კარიერა ადამიანური რესურსების მიმართულებით კომპანია „Caucasus Online“-ში დაიწყო შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე;
მუშაობდა ასევე კომპანია „ICR“-ში, ტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;
მომსახურების სფეროში 8 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს;
„საქართველოს რკინიგზა“-ში მუშაობის პერიოდში კურირებდა პროფესიული განათლების პროექტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობით;
უმუშავია „აჭარა ჯგუფი“-ს ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტის პოზიციაზე;
ამ ეტაპზე ლელა წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია „IBA Group“-ს საქართველოს ოფისს;
ლელასთვის მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი განვითარება, ასევე სტუდენტებისთვის ახალი გამოცდილების გაზიარება, მათი პროფესიული ზრდისა და სირთულეების გადალახვის ხელშეწყობა.