0
მენიუ
banner banner

"საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ამ კურსის გავლა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი."

"საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ამ კურსის გავლა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი."

სალომე ლომიძემ სმარტ აკადემიაში HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსი გაიარა და ახლა შთაბეჭდილებას გვიზიარებს.



როგორ გაიგე კურსის შესახებ?

მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე HR მიმართულების სწავლა, დავიწყე კურსების ძიება. იქიდან გამომდინარე, რომ სმარტ აკადემიაზე დადებითი შეფასებები მქონდა მოსმენილი და კურსის სილაბუსმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა, გადავწყვიტე სმარტ აკადემიაში  კურსის გავლა. 


რატომ გადაწყვიტე პროფესიის შეცვლა? გაამართლა თუ არა მოლოდინები?

პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, თუმცა არასდროს მიმუშავია ამ მიმართულებით.ჯერ კიდევ პირველ კურსზე მაინტერესებდა HR სფერო, თუმცა, წლების განმავლობაში რატომღაც მიმავიწყდა. 2023 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის და გადავწყვიტე სიახლეების შემოტანა ცხოვრებაში. ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ამ კურსის გავლა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. 


რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?

ვფიქრობ, კურსი მოიცავს ძალიან საინტერესო და საჭირო საკითხებს. ერთ ლექციას ნამდვილად ვერ გამოვყოფ, თითქმის ყველა ლექცია თავისმხრივ საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო და მადლობა ლექტორებს ამისთვის. თუმცა აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და დასამახსოვრებელი როლური სიმულაციები იყო.


გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ 

ლიკაზე, სოფოზე და ლამრიკოზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ მიხარია, რომ მათი შემუშავებული კურსი გავიარე და გავიცანი თავის საქმის პროფესიონალი და უსაყვარლესი ადამიანები. აუცილებლად უნდა ვახსენო ეთუნა ჟვანია, მისი ლექციები იყო ინფორმაციით დატვირთული, თუმცა ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი. ეთუნას გამოჩენა ყოველთვის დადებით ემოციებთან იყო დაკავშირებული. სხვა ლექტორებსაც დიდ მადლობას გადავუხდი გაწეული შრომისთვის და საინტერესო ლექციებისთვის. 


რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?

ტექნიკურ საკითხებზე რომ ვისაუბროთ, სმარტ აკადემია არის ძალიან გამართული ამ მხრივ. მაქსიმალური კომფორტია მოწყობილი ადგილზე მისული სტუდენტებისთვისაც და ონლაინ დამსწრეებისთვისაც. მობილიზებული და დახმარებისთვის ყოველთვის მზად მყოფი სტაფი ჰყავს სმარტ აკადემიას.


კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას?

ამ ეტაპზე SMART Support-ში გავდივარ სტაჟირებას და ვფიქრობ, გამოცდილებასთან ერთად უფრო გავიღრმავებ მიღებულ ცოდნას.


გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ 

სმარტ აკადემიაში არის ყველაზე მეგობრული გარემო. ლექციაზე მისვლა, იმის მიუხედავად, რომ სამსახურის მერე დაღლილი მივდიოდი, ძალიან მიხაროდა და არასდროს მეზარებოდა. მაკო არის ყველაზე მეგობრული, თბილი და ყურადღებიანი ადამიანი. ასევე, აუცილებლად მინდა ვახსენო მთელი ჯგუფი, სტუდენტებისა, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ სასიამოვნო გარემოს შექმნას. მიხარია, რომ სმარტში მოვხვდი და შევიძინე საუკეთესო კოლეგები და რაც მთავარია კარგი ადამიანები. 


თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ დარეგისტრირდი განახლებულ კურსზე: 
HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები