რა უნარები უნდა ჰქონდეს HR მენეჯერს?
ბლოგში გაგიზიარებ, თუ რა უნარები უნდა ჰქონდეს HR მენეჯერს
1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი
HR მენეჯერს უნდა შეეძლოს ინფორმაციის სწორად გადაცემა, აქტიურად მოსმენა და შიდა სამსახურებრივი კონფლიქტების მოგვარება.
ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავებისთვის, ანგარიშებისა და დოკუმენტაციის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ძლიერი წერილობითი კომუნიკაციის უნარიც.
2. ინტერპერსონალური და ლიდერული უნარი
HR მენეჯერი თანამშრომლობს ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილებასთან. მას უნდა ჰქონდეს ლიდერული თვისებები და გუნდის წევრებს და შთააგონებდეს, აძლევდეს მოტივაციას და აწვდიდეს კონსტრუქციულ უკუკავშირს.
3. გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი
HR მენეჯერი რეგულარულად აწყდება საკითხებს, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.
მან უნდა შეძლოს სიტუაციების გაანალიზება, ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება.
4. ორგანიზებულობა და მრავალფუნქციურობა
HR მენეჯერი უნდა გამოირჩეოდეს ერთდროულად მრავალი ამოცანისა და პროექტის მართვის უნარით, უნდა შეეძლოს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
5. ეთიკურობა და კონფიდენციალურობა
HR მენეჯერს აქვს წვდომა თანამშრომლის პერსონალურ მონაცემებზე, მათი პერფორმანსის შეფასებასა და დისციპლინურ ქმედებებზე.
აუცილებელია, მსგავს ინფორმაციაზე წვდომისას HR მენეჯერმა მკაცრად დაიცვას კონფიდენციალურობა და ეთიკური სტანდარტები.
კარიერული კონსულტაციისთვის მოგვწერე