4 დღიანი სამუშაო კვირის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ბლოგში გაგიზიარებ, 4 დღიანი სამუშაო კვირის დადებით და უარყოფით მხარეებს
დადებითი მხარეები
ტალანტების მოზიდვის შესაძლებლობა
პანდემიის შემდეგ, ადამიანებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობა. მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზებით, კომპანიას შეუძლია მოიზიდოს უფრო მეტი ტალანტი და შეინარჩუნოს თანამშრომლები.
? კვლევამ აჩვენა, რომ იმ კომპანიების 68%-მა, რომელთა შეთავაზებაშიც 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი შედის, უფრო მეტი ტალანტი მიიზიდეს მათთან სამუშაოდ.
პროდუქტიულობის ზრდა
თანამშრომლები არიან უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები სამსახურში, რადგან ნაკლებ დროს ხარჯავენ სამსახურში და მეტ დროს ოჯახთან. ისლანდიაში 4 დღიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტიულობის დონე გაიზარდა თანამშრომლებში.
ხარჯების შემცირება
ერთი დღით ნაკლები სამუშაო გრაფიკის ქონამ შეიძლება შეამციროს კომპანიის ხარჯები. ელექტროენერგიის, წყლის და ოფისის მოვლაზე გამოყოფილი თანხების შემცირება, გამოიწვევს კომპანიის გადასახადების შემცირებასაც.
თანამშრომლების კეთილდღეობა
4 დღიანი სამუშაო გრაფიკი კარგად იმოქმედებს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დამატებითი დასვენების დღე მათ მისცემს განტვირთვის საშუალებას. შემცირდება თანამშრომლების მიერ ავადმყოფობის გამო შვებულების აღება, რომელიც სტრესითაა გამოწვეული.
უარყოფითი მხარეები
მოუქნელობა
4 დღიანი სამუშაო კვირა შეიძლება ვერ მოერგოს ყველა ინდუსტრიას. მაგალითად, სამედიცინო ან სატრანსპორტო ბიზნესს, რომელიც მოითხოვს კვირაში 7 დღე ან დღეში 24 საათი მუშაობას, შეიძლება 4 დღიანი კვირა არაპრაქტიკული და პერსონალის დეფიციტის გამომწვევი გახდეს მათთვის.
უკმაყოფილო მომხმარებლები
ბიზნესებს, რომელთაც 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ, შეიძლება ჰყავდეთ ბევრი უკმაყოფილო კლიენტი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ისინი შეიძლება მაინც იმედგაცრუებულნი დარჩნენ.
? ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 75%-ს არ აქვს 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი, რადგან ეშინიათ მომხმარებელთა დაკარგვის.
დამატებითი ხარჯები
თუ 4 დღის განმავლობაში თანამშრომლებმა ვერ მოასწრეს სამუშაოს შესრულება, შეიძლება კომპანიას მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება. ეს შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის გადახდაში.
კარიერული კონსულტაციისთვის მოგვწერე