კურსის დასრულებიდან 1 თვეში აღებული ISTQB სერტიფიკატი - გაიცანი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსდამთავრებული
ანანო ჭეჟიამ სმარტ აკადემიაში პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსი გაიარა, ახლა კი შთაბეჭდილებას გვიზიარებს. მოგეხსენებათ, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია სმარტ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსია, რომლის საშუალებითაც არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი.
1. როდის და რატომ დაინტერესდი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის შესწავლით?
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის შესწავლით კურსის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დავინტერესდი, როდესაც სმარტ აკადემიის YouTube არხზე ვუყურე ღია ლექციას - “როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერი”. მანამდე არც კი მსმენოდა ამ პროფესიის შესახებ და სწორედ მაშინ დავინტერესდი და მივიღე ინფორმაცია პროფესიისა და კურსის შესახებ.
2. რამდენად გამართლდა შენი მოლოდინები კურსის მიმართ?
კურსის შესახებ ჩემი მოლოდინები სავსებით გამართლდა და გადააჭარბა კიდეც, რადგან არანაირი შეხება არ მქონია IT სფეროსთან და არც მცდელობა, შესაბამისად, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემი თავის ამ ამპლუაში დანახვა და განვითარება.
სწავლა 0-დან დავიწყე და, როგორც უკვე აღვნიშნე, რადგან არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონია ამ სფეროში, არ მოველოდი თუ ამდენად ღრმად დამაინტერესებდა და მომეწონებოდა ეს პროფესია.
კურსი დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით, როგორ მენუალ, ასევე ავტომატიზაციის ნაწილში. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ავტომატიზაციის საფუძვლების ნაწილი აღმოჩნდა.
3. მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
ფინალურ პროექტის მიზანი იყო, რაც შეიძლება ახლოს აღგვექვა რეალური სამუშაო გარემო და ის დავალებები, რომელთა შესრულებაც მოგვიწევდა სამომავლოდ. იგი მოიცავდა ამოცანის/მოთხოვნების ანალიზს, კითხვების დასმას, მასში არსებული ნებისმიერი ბუნდოვანი თუ ურთიერთსაწინააღმდეგო პუნქტების იდენტიფიცირებას, ტესტ ქეისების წარმოებას, ხარვეზების აღწერას, სხვადასხვა მატრიცით ტესტირების შედეგების რეპორტინგს, ასევე გარკვეული ტესტ ქეისების ავტომატიზაციას.
4. რა გამოცდილება მიიღე ამ ხნის მანძილზე და როგორ გამოიყენებ დაგროვებულ ცოდნას მომავალში?
ეს კურსი დამეხმარა ამ პროფესიის გაცნობასა და ინტერესის გაღვივებაში, მომცა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. ვაპირებ, გავაგრძელო განვითარება ამ მიმართულებით, უფრო გავიღრმაო ცოდნა და მივიღო მეტი პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო სივრცეში.
5. როგორც ვიცით, ISTQB სერტიფიკატი აიღე ახლახან, რამდენად დაგეხმარა კურსზე მიღებული ცოდნა აღნიშნული სერტიფიკატის აღებაში?
ISTQB-სთვის მზადებისას თითქმის ყველა ძირითადი საკითხი გავლილი გვქონდა კურსის ფარგლებში და შესაბამისად, ბევრად გამიმარტივდა და შემიმცირდა მომზადების დრო. კურსის ფარგლებში განვლილი მასალა ფარავდა როგორც ISTQB Foundation Level Exam-ს, ასევე ISTQB Agile Tester-ის დონესაც. გამოცდის სპეციფიკაციების უკეთ გაგებაში და მთლიანი მასალის შესწავლაში კი ოფიციალურ გვერდზე არსებული სილაბუსი და ტესტები დამეხმარა.
6. რით არის გამორჩეული პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინრის პროფესია?
ჩემი აზრით, ეს პროფესია გამორჩეულია იმ მნიშვნელოვანი როლით, რომელსაც ასრულებს დღევანდელ ციფრულ სამყაროში ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში. გამორჩეულია, ასევე, მასზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რადგან დღესდღეობით ციფრული სამყარო მუდმივად ვითარდება და უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ხარისხზე ზრუნვა.
7. რას იტყვი სმარტ აკადემიასა და კურსის კურსის ლექტორების შესახებ?
მადლიერი ვარ, რომ სმარტ აკადემიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მომეცა. უზომოდ მადლიერი ვარ ლექტორების - თაკოსი, რომელიც ცოდნასთან ერთად აქტიურად გვიზიარებდა თავის გამოცდილებას და მოტივაციით გვავსებდა, რამაც პირადად ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და ლიდასი - მისი დაუღალავი შრომისთვის, უკუკავშირებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
თუ შენც გსურს 0-დან დაეუფლო მოთხოვნად, პერსპექტიულ და თან მაღალანაზღაურებად პროფესიას, შემოიტანე განაცხადი პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსზე.