0
მენიუ
banner banner

8 შეცდომა, რომელსაც დამწყები გრაფიკული დიზაინერები უშვებენ

8 შეცდომა, რომელსაც დამწყები გრაფიკული დიზაინერები უშვებენ

გრაფიკული დიზაინერის კარიერული წარმატება დამოკიდებულია დიზაინის ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა შრიფტი და ფერი. როდესაც ეს მნიშვნელოვანი ელემენტები არასწორად გამოიყენება, მთავარი სათქმელი იკარგება ან ძნელად გასაგები ხდება აუდიტორიისთვის. არაეფექტური დიზაინი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კლიენტის კმაყოფილებაზე, არამედ უარყოფითად მოქმედებს დიზაინერის პროფესიულ რეპუტაციაზეც.

გიზიარებთ გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც დამწყები გრაფიკული დიზაინერები უშვებენ ამ სფეროში პირველი ნაბიჯების დროს.


ბევრი შრიფტის გამოყენება

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც დამწყები გრაფიკული დიზაინერები უშვებენ, არის ძალიან ბევრი შრიფტის გამოყენება ერთ პროექტზე მუშაობისას. პროექტებში ტექსტი მარტივად წასაკითხი და ბუნებრივად თანმიმდევრული უნდა იყოს. საშუალოდ, დიზაინერებმა თითოეულ გვერდზე არაუმეტესორი ან სამი შრიფტი უნდა გამოიყენონ. ტექსტების გამოყენებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია დაშორებები, რაც არსებითად ეხება სიმბოლოებს შორის ინტერვალს. ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს მყოფი სიმბოლოები შეიძლება ძნელად იკითხებოდეს, ხოლო შორს დაშორებული შეიძლება დამოუკიდებლად გამოიყურებოდეს ტექსტის სხვა ასოებისგან. დაშორებების გასწორება ხელს შეუწყობს სწორ კომუნიკაციას.


სიმბოლოების სიმრავლე

ზოგიერთი გრაფიკული დიზაინერი გადაჭარბებულად იყენებს სიმბოლოებს პროექტების გასაუმჯობესებლად და გასამრავალფეროვნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელემენტები ზოგჯერ სასარგებლოა, მათი ჭარბი გამოყენება პრობლემის გამომწვევიც შეიძლება გახდეს. საშუალოდ, დიზაინერმა არაუმეტეს სამი პატარა სიმბოლო უნდა გამოიყენოს თითოეულ ვიზუალზე.


ტენდენციებზე მორგება

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა, როცა დამწყები გრაფიკული დიზაინერები არსებულ ტენდენციებს ეყრდნობიან და არა კლიენტის მიერ მოსალოდნელი სამიზნე აუდიტორიისთვის დადგენილ პრეფერენციებსა და მითითებებს. დიზაინერმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს კლიენტის მიერ მოწოდებულ ბრიფზე, რათა აუდიტორიისთვის შესაბამისი კომუნიკაცია დაამყაროს.


არასწორი ფერის შერჩევა

არასწორი ფერების შერჩევა და გამოყენება, რომლებიც არ ქმნიან ბალანსს ვიზუალში, საბოლოოდ დიზაინის არაეფექტურობას გამოიწვევს. კლიენტთან ან კომპანიასთან მუშაობისას, დიზაინერმა ყოველთვის უნდა მიმართოს ბრენდბუქს ან პირდაპირ დააზუსტოს კლიენტთან რა ფერის სქემა უნდა გამოიყენოს. თუ ინსტრუქციები უფრო ღიაა, დიზაინერმა მხოლოდრამდენიმე ფერი უნდა შეარჩიოს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.


არ მიჰყვება ბრიფს

ყველა გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბრენდბუქი ან მოკლე ბრიფი კლიენტისგან, არის წესებისა და მოთხოვნების ნაკრები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბრენდისთვის კონტენტის შექმნისას. ბრიფის არ წაკითხვამ შეიძლება გამოიწვიოს შეუსაბამობები, რაც საბოლოო ჯამში ბრენდის იმიჯზე და მთავარ სათქმელზე იქონიებს გავლენას.


ბევრი ფილტრის გამოყენება

ნამუშევრებზე ბევრი ფილტრის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს კამპანიის მთავარ მესიჯსა და გზავნილს. დამწყები დიზაინერები ხშირად იყენებენ Photoshop ფილტრებს შეუსაბამობების ან დაბალი ხარისხის დასამალად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაძლოა აუარესებდეს შედეგს. უნიკალურობისა და ავთენტურობის შენარჩუნების საუკეთესო გზა, მაღალი ხარისხის სურათების გამოყენება და მძიმე ფილტრებისგან თავის არიდებაა.


ესკიზის ფაზის გამოტოვება

იდეების მონახაზის გარეშე, პირდაპირ ციფრულ დიზაინზე გადასვლამ, შესაძლოა შეზღუდოს კრეატიულობა და გამოიწვიოს დროის დაკარგვა. ესკიზი საშუალებას გაძლევთ სწრაფად და თავისუფლად შეიტანოთ ცვლილებები მონახაზში, საბოლოო დიზაინის შესრულებამდე.


უკუკავშირის უგულებელყოფა

დამწყები დიზაინერის ზრდისთვის მნიშვნელოვანია, როგორც გამოცდილი გრაფიკული დიზაინერების, ასევე, კლიენტებისა თუ მენტორებისგან მიღებული უკუკავშირის მოსმენა. დამწყებისთვის უკუკავშირის მიღება და მისი სწორად გამოყენება მნიშვნელოვანი კომპონენტია ტექნიკური უნარების გასაუმჯობესებლად.


ამ საერთო შეცდომების გაცნობიერებით, დამწყებ გრაფიკულ დიზაინერებს შეუძლიათ გააგრძელონ თავიანთი უნარების გაუმჯობესება და დროთა განმავლობაში თავიდან აირიდონ მსგავსი ტექნიკური ხარვეზები. 
შეცდომების დაშვება სწავლის პროცესის ბუნებრივი ნაწილია, ასე რომ, ნუ დაყრით ფარ-ხმალს, ისწავლეთ შეცდომებზე და განაგრძეთ სვლა.


გაიგე მეტი სმარტ აკადემიის დიზაინის კურსების შესახებ:

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები