„მოუთმენლად ველოდები ჩემს ვებგვერდზე დავნერგო SEO friendly’ ReactJS-ი“ - ნიკა ნიშნიანიძის ამბები
„დღეს უკვე შემიძლია მარტივი და საშუალო დონის MERN stack ვებგვერდი დამოუკიდებლად ავაწყო“ - სიამაყით ამბობს 23 წლის ნიკა ნიშნიანიძე. ამ სფეროში მისი კარიერა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო:
„კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ხარისხიანი საბაზისო ცოდნის მიღება მინდოდა, რაც ჩემს განვითარებას ბევრად სწრაფს გახდიდა და ცოდნის გაღრმავებას დამოუკიდებლადაც მარტივად გავაგრძელებდი, ამიტომ დავიწყე სასწავლებლის ძებნა, სადაც FRONT END DEVELOPMENT-ს საფუძვლიანად შემასწავლიდნენ.“, - ამბობს ნიკა.
დამოუკიდებლად მეცადინეობას ახლაც აგრძელებს, თუმცა თვლის, რომ დამწყებისთვის მარტო მუშაობა ძალიან ნელი და არც ისე სახალისოა. ჯგუფურ მეცადინეობაში მეტ ხიბლს ხედავს _ ბევრად უფრო მეტ მოტივაციას უჩენს. სმარტ აკადემიაში სწავლის პერიოდს კი, კიდევ უფრო მეტი უპირატესობით იხსენებს:
„კურსის განმავლობაში ლექტორი მაქსიმალურად გასაგებად და დეტალურად ხსნიდა საკითხებს, ყოველთვის პასუხობდა ისეთ შეკითხვებსაც კი, რაც კურსის სილაბუსშიც არ იყო და უბრალოდ გვაინტერესებდა. ამით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ. ლექციებზე შეხება გვქონდა საკმაოდ რთულ პროექტთან, ეს გამოცდილება შემდეგ, მუშაობის პროცესში ძალიან დამეხმარა.“, - გვიყვება ის.
კურსზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში მალევე გამოიყენა და ახალი უნარებიც გამოსცადა. კურსის 90-ზე მეტი ქულით დახურვის შემდეგ, სტაჟირებაზე სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიაში, ციფრულ სააგენტო Smart Web-ში მიიწვიეს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, აიყვანეს და 1 წელზე მეტია უკვე აქ მუშაობს:
„სტაჟირებისა და ახალი გამოცდილების მიღების დროს, მეტწილად წარმატებით ვუმკლავდებოდი დაკისრებულ დავალებებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლების მეგობრული დამოკიდებულება და სწორი მითითებების მოცემა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დამწყების მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებაში…
Smart Web-ში მუშაობის დაწყებიდან 2-3 თვეში უკვე კარგად ვიცოდი JQuery-სა და SASS-ის გამოყენებაც. ასევე, ვცდილობდი საიტის უკანა მხარეს (Backend-ზე) მიმდინარე ოპერაციებში უკეთ გასარკვევად საბაზისო დონეზე NodeJs მესწავლა. იმდენად მომეწონა backend-ი, რომ სამომავლოდ Fullstack-ობას ვაპირებ. NodeJs-თან ერთად, ბაზებთან (Mongodb, Mysql) ურთიერთობაც ვისწავლე.“, - ამბობს ნიკა.
დამოუკიდებლად სწავლის პარალელურად, ნიკამ სმარტ აკადემიაში კიდევ ერთი კურსი - ReactJS გაიარა:
„მალევე, SmartAcademy-ში React js Front-End Development-ის კურსი გაეშვა და სიამოვნებით ჩავეწერე. დღეს უკვე შემიძლია მარტივი და საშუალო დონის MERN stack ვებგვერდი დამოუკიდებლად ავაწყო. ამჟამად, ვვარჯიშობ GraphQL-სა და NextJS-ში და ერთი სული მაქვს ჩემს სატესტო ვებსაიტზე მათი გამოყენებით დავნერგო ‘SEO friendly’ ReactJS website.“