0
მენიუ
banner banner

,,სმარტ აკადემიაში "სმარტ" სასწავლო სისტემაა. მომწონს, რომ ყველა ინფორმაცია მარტივად, ხელმისაწვდომად და სტუდენტებზე მორგებულად არის აწყობილი'', - ია გურეშიძის შთაბეჭდილება

,,სმარტ აკადემიაში "სმარტ" სასწავლო სისტემაა. მომწონს, რომ ყველა ინფორმაცია მარტივად, ხელმისაწვდომად და სტუდენტებზე მორგებულად არის აწყობილი'', - ია გურეშიძის შთაბეჭდილება

ია გურეშიძემ სმარტ აკადემიაში UI/UX ქოფირაითინგის კურსი გაიარა და ახლა საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს

,,ჩემი მიზანი ახალი პროფესიის შეძენა იყო. მინდოდა, ციფრულ სამყაროსთან საერთო ენა გამომენახა და როცა თქვენი ლექციების ჩამონათვალს გადავხედე, მივხვდი, რომ ყველაზე ახლოს ჩემთან ქოფირაითინგი იყო. წერა ძალიან მიყვარს და ეს პროფესია ამ ორი სურვილის შესრულებისთვის მშვენიერი საშუალებაა.’’

კურსის შესახებ

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დამენახა ქოფირაითინგის პრინციპები - რით იყო გამორჩეული და განსაკუთრებული ეს პროფესია. ქეთი დიასამიძემ ეს არაჩვეულებრივად მოახერხა, ყველა ლექცია ძალიან საინტერესო იყო.

კურსის განმავლობაში ვისწავლე ინფორმაციის მოძიების, გადამუშავების მეთოდები, ვებგვერდის სტრუქტურის ხედვა და გაანალიზება, პრიორიტეტების განსაზღვრა. თუკი ჩემთვის ვებგვერდი აქამდე უბრალოდ ინფორმაციის მიღების საშუალება იყო, ახლა როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ისე აღვიქვამ.

ვისწავლე წერის დროს სიტყვების შერჩევა და გაფილტვრა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ვფიქრობ, კონკრეტული სიუჟეტისა, თუ ფაქტის სხვადასხვა ჭრილში დანახვა და დამუშავება შემიძლია.

ლექტორის შესახებ

ქეთი დიასამიძე არის ენერგიული, გონიერი, შემოქმედებითი ადამიანი. ქეთის თავისი საქმე რომ ძალიან უყვარს, ეს ყველა ლექციაზე იგრძნობოდა. შეუძლებელია, მისი ლექციების შემდეგ ქოფირაითინგის მიმართ გულგრილი დარჩე.

გამორჩეული ლექცია

გამიჭირდება, რომელიმე ლექცია გამოვარჩიო, რადგან ყველა მათგანი ინფორმაციული და საინტერესო იყო. ყველა პროფესიას, ხომ, თავისი საიდუმლო გზები აქვს და ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქეთი დიასამიძემ ყველა საიდუმლო კარში შეგვაჭყეტინა, აღმოჩენების გაკეთება კი ახლა უკვე ჩვენი მონდომებაა

კურსის გავლის შემდეგ

ლექციებზე დამუშავებულ (საგამოცდო და შუალედური) თემებზე ვებგვერდის აწყობა გადავწყვიტე,  რაც გამოცდილებასაც შემძენს და ჩემი პორტფოლიოსთვის ნამუშევარიც მექნება.

პროფესია - UI/UX ქოფირაითერი

პირველ რიგში, მომწონს ის, რომ ქოფირაითინგი შემოქმედებითი პროცესია. საინტერესოა ინფორმაციის მოძიება-დამუშავება, იქიდან შენს ხედვაზე გასვლა. მოკლედ, ძალიან  მომწონს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიაში "სმარტ" სასწავლო სისტემაა. მომწონს, რომ ყველა ინფორმაცია მარტივად, ხელმისაწვდომად, გასაგებად და სტუდენტებზე მორგებულად არის აწყობილი.

სმარტ აკადემიამ ჩემს რეალობაში დადებითი მუხტი უკვე შემოიტანა - ახალი პროფესია მასწავლა. სტიმული მომცა, გაბედულად გადავდგა პირველი ნაბიჯები და პროფესიულად განვვითარდე.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები