0
მენიუ
banner banner

რა არის იმპოსტერის სინდრომი და რატომ ემართებათ ის წარმატებულ ადამიანებს?

რა არის იმპოსტერის სინდრომი და რატომ ემართებათ ის წარმატებულ ადამიანებს?

იმპოსტერის სინდრომის მქონე ადამიანს მუდმივად აქვს განცდა, რომ რა წარმატებასაც მიაღწია, ეს შემთხვევითობის, ბედ-იღბლის დამსახურებაა, მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კი ამასთან კავშირი არ აქვს

ადამიანებს, რომლებიც იმპოსტერის სინდრომს განიცდიან, ეჭვი შეაქვთ თავიანთ კომპეტენტურობაში და შიშობენ, რომ არიან ,,თაღლითები’’, რომლებსაც მალე ,,გამოააშკარავებენ’’

ეს ადამიანები ზედმეტად ბევრს მუშაობენ, ხშირად არარეალურ მიზნებსაც ისახავენ და დასვენებისთვის არასაკმარის დროს გამოყოფენ. ამის მიზეზია მათი მოთხოვნილება, დაამტკიცონ, რომ თავიანთი საქმის სრულყოფილად და ღირსეულად შესრულება შეუძლიათ

იმპოსტერის სინდრომის განვითარების რამდენიმე მიზეზი არსებობს, როგორებიც არის: საკუთარი თავის მიმართ დაწესებული მაღალი სტანდარტები, ე.წ. პერფექციონიზმი, ადრეული ტრავმული გამოცდილება, სამსახურებრივი სტრესული სიტუაცია და სხვა გარემო ფაქტორები 

სტრესისა და შფოთვის დონის გაზრდილი მაჩვენებლის გარდა, რაც ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, ამ ფენომენის მქონე ადამიანებს კარიერული ნაბიჯების გადადგმაც უჭირთ და საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ

იმპოსტერის სინდრომის დაძლევა ძირითადი მიზეზების აღიარებითა და მათი აღმოფხვრით იწყება

  • მუდმივად აღნიშნე შენი მიღწევები და გჯეროდეს, რომ წარმატებას მხოლოდ შენი შრომით მიაღწიე

  • დაისახე რეალისტური მიზნები და გახსოვდეს, რომ არავინ არის სრულყოფილი.

  • გაიაზრე, რომ ყოველი ახალი გამოწვევა სწავლისა და ზრდის შესაძლებლობაა


მოამზადა ელენე ყიფშიძემ

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები