0
მენიუ
banner banner

,,ხშირად ვათვალიერებ ჩემს ნამუშევრებს და მეც ძალიან მიკვირს, ასე გავიზარდე ამ სამ თვეში?’’, - ბარბარე რურუას შთაბეჭდილება

,,ხშირად ვათვალიერებ ჩემს ნამუშევრებს და მეც ძალიან მიკვირს, ასე გავიზარდე ამ სამ თვეში?’’, - ბარბარე რურუას შთაბეჭდილება

ბარბარე რურუა სმარტ აკადემიაში ციფრული ხატვის კურსზე სწავლობს. მართალია, იგი სულ რაღაც 12 წლის არის, თუმცა უკვე შეძლო, ინდივიდუალური ხედვით შეექმნა ნამუშევრები, რომლებიც, ვფიქრობთ, ბევრში აღტაცებას გამოიწვევს.

როგორც თავად ბარბარე გვიყვება, იგი ხატვით ბავშვობიდან არის გატაცებული, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ციფრული ხატვის შესწავლაც. იგი დიზაინის სფეროში განვითარებას აქტიურად აგრძელებს და ციფრული ხატვის პარალელურად ჩვენთან გრაფიკულ დიზაინსაც ეუფლება.

გადავწყვიტეთ, ბარბარესთვის კურსის გარშემო რამდენიმე კითხვა დაგვესვა და მის მომავალ მიზნებზეც მეტი შეგვეტყო.

ბარბარე, რატომ დაინტერესდი ციფრული ხატვის შესწავლით?

ერთია წელია, რაც აკადემიურ ხატვაზე დავდივარ სამხატვრო აკადემიაში. ხატვა არის ის, რასაც პატარაობიდან ყველაზე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. შემიძლია, საათობით დავჯდე და ვხატო.

ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მესწავლა დამატებით, რომ ჩემი შემოსავალი მქონოდა და თავად შემძლებოდა შეძენა სახატავი ტაბლეტის, რომელიც ძალიან მინდა, რომ მქონდეს. ძიების პროცესში ინტერნეტში ძალიან ბევრ საინტერესო ილუსტრაციულ ნამუშევარს გადავაწყდი და მივხვდი, საიდან უნდა დამეწყო.



გვითხარი, რა მოლოდინები გქონდა კურსთან დაკავშირებით და გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილება კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დაწყებას სიხარულით ველოდებოდი, თუმცა ამ სიხარულს შიშიც ახლდა თან. მეშინოდა, როგორ გავიგებდი ქართულად ახსნილს, რადგან 4 წლიდან ესპანეთში ვიზრდები.

მოლოდინი მქონდა, რომ ილუსტრატორში მუშაობას საბაზისო დონეზე შევძლებდი, თუმცა ახლა უკვე რამდენიმე წუთში შემიძლია სასურველი ილუსტრაციის გაკეთება.


,,3 თვის წინ ბარბარეს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, სახალისო და სიხარულით სავსე დღეები დაიწყო. ბარბარე ძალიან შრომისმოყვარეა, საკუთარი შედეგით არასდროს არის კმაყოფილი. შეუძლია, საათობით ხატოს, რაღაც არ მოეწონოს, სრულად წაშალოს და თავიდან გააკეთოს.

პატარა ასაკიდან თუ შევეკითხებოდით, რას ისურვებდა საჩუქრად, აუცილებლად ხატვასთან დაკავშირდებულ რამე ნივთს გვეტყოდა. ზაფხულში მითხრა, რომ ილუსტრატორის სწავლა უნდოდა. მოვიძიეთ ყველაფერი ამის შესახებ, ვიკითხეთ რჩევები მეგობრებთან და, საბედნიეროდ, თქვენ გიპოვეთ'', - ბარბარეს მშობელი


ჩამოგვითვალე, რა ისწავლე კურსის ფარგლებში და როგორ/სად აპირებ მიღებული ცოდნის მომავალში გამოყენებას?

კურსის ფარგლებში სრულად შევისწავლე ილუსტრატორის ინსტრუმენტები. ვიცი, როგორ უნდა შევქმნა საინტერესო და სახალისო პერსონაჟები და შემიძლია, ილუსტრატორით ჩემი საყვარელი ანიმე, ან პერსონაჟი გავაკეთო. ხშირად ვათვალიერებ ჩემს ნამუშევრებს და მეც ძალიან მიკვირს, ასე გავიზარდე ამ სამ თვეში?

ზაფხულისთვის უკვე ვგეგმავ, ჩემი ონლაინ მაღაზია გავაკეთო. მინდა, ჩემი ნახატები სხვადასხვა ნივთზე გადავიტანო. ლექტორმა რამდენიმე საიტიც მირჩია, რომლებზეც ჩემი ნამუშევრების დადება და მათი გაყიდვა შემეძლება.
,,ბარბარე კურსის განმავლობაში ძალიან ყურადღებიანი, დაუზარელი და ხატვის მიმართ უდიდესი ინტერესით გამორჩეული იყო. წინსვლისა და გაუმჯობესების სურვილი, დეტალებზე უდიდესი ყურადღების გამოჩენა მისი ძლიერი მხარეებია.

თითოეული ნამუშევარი ყოველ ლექციაზე წინაზე უკეთესი ხდებოდა. ვფიქრობ, მისი პროგრესი აშკარაა - ეს კარგად ჩანს მის ნამუშევრებშიც - როგორც ტრადიციულში, ასევე ციფრულად დახატულში'', - კურსის ლექტორი

რომელ სალექციო შეხვედრას/პრაქტიკულ დავალებას გამოარჩევდი? რატომ?

ჩემი ყველა ნამუშევარი ძალიან მომწონს, რადგან ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს, თუმცა მაინც გამოვარჩევდი ანიმეს ვარდისფერი თმებით, ოთახს, სადაც კედელზე ჩემი ნახატები დავკიდე და გზას.

როგორ დაახასიათებ კურსის ლექტორს? რას იტყვი სმარტ აკადემიის შესახებ?

სამთვიანი ყველაზე საინტერესო ლექციები, სამწუხაროდ, დასასრულს უახლოვდება. ჩემი ლექტორი ყველაზე მეგობრული და ყურადღებიანია. რაც არ უნდა დამჭირდეს, რა დროც არ უნდა იყოს, ყოველთვის მაქვს მისი იმედი, რომ ყველა კითხვაზე მიპასუხებს და საჭირო რჩევებსაც მომცემს.
,,არ ვიცი, როგორ ახერხებთ, ასეთი ყურადღებიანები იყოთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემი შვილისთვის გააკეთეთ. განსაკუთრებული მადლობა გიორგის დაუღალავი შრომისთვის, მოტივაციისთვის'', - ბარბარეს მშობელი
ყოველთვის სიხარულით ველოდები ლექციების დაწყებას, რადგან ვიცი, შეცდომების მიუხედავად, გიორგი აუცილებლად შემაქებს. იგი ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ მომავალში უკეთესი ნამუშევრები შევქმნა.

სმარტ აკადემიის დახმარებით ახლა უკვე ცოდნას ვიღრმავებ და გრაფიკული დიზაინის შესწავლაც დავიწყე. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გპირდებით, თქვენთან ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებ და ყოველ ჩემს წარმატებას გაგიზიარებთ.

,,აი, რა მინდა, რომ ვუთხრა მშობლებს, რომელთა შვილებიც ხატვით არიან დაინტერესებულნი - თქვენს შვილს სურვილები აუცილებლად აუხდინეთ. პირადად მე მთებს გადავდგამ, ბარბარეს ოცნებებს ფრთებს შევასხამ! ეს მხოლოდ დასაწყისია და გაგრძელება აუცილებლად იქნება სმარტ აკადემიასთან ერთად!'' - ბარბარეს მშობელი
ხატვის მოყვარული ბავშვებისთვის სმარტ აკადემიაში ციფრული ხატვის კურსი რამდენიმე თვის წინ შევქმენით. 9-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებს კურსი დაეხმარება, დამოუკიდებლად დაიწყონ ხატვა, შექმნან მარტივი პერსონაჟები, გამოიმუშაონ ახალი უნარ-ჩვევები და აღმოაჩინონ ინდივიდუალური სტილი.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები