,,ქეთი დიასამიძემ მასწავლა, როგორი მნიშვნელოვანია, გიყვარდეს საკუთარი პროფესია, იყო დეტალებზე კონცენტრირებული და არასდროს შევწყვიტო განვითარება’’
ციცი ფოცხვერიამ სმარტ აკადემიაში UI/UX ქოფირაითინგის კურსი გაიარა და ახლა საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს
,,ჩემი მიზანი იყო, საყვარელი საქმე პროფესიად მექცია და სრულყოფილად შემესწავლა UX/UI ქოფირაითინგი.’’
კურსის შესახებ
ველოდებოდი, რომ კურსი ჩემს ცხოვრებაში ბევრ საინტერესო და სასარგებლო სიახლეს შემოიტანდა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი სმარტ აკადემიაში გადავდგიკურსის განმავლობაში ვისწავლე, როგორ შევქმნა საინტერესო, კრეატიული ქოფი და როგორ დავამყარო სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია მარტივად, ლაკონიურად
განვივითარე კრიტიკულად აზროვნების, ლაკონიურად წერისა და ჩემი მიზნის კრეატიულად განხორციელების უნარები - ეს არამარტო ამ პროფესიაში, არამედ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი საფეხურებია წარმატებისკენ
ლექტორის შესახებ
ქეთი დიასამიძემ ჩემს კარიერულ განვითარებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. მან მასწავლა, როგორი მნიშვნელოვანია, გიყვარდეს საკუთარი პროფესია, იყო დეტალებზე კონცენტრირებული და არასდროს შევწყვიტო განვითარება. მისი ღიმილითა და უამრავი სიახლით სავსე ლექციები ძალიან მომენატრებაგამორჩეული ლექცია
ყველა ლექცია განსაკუთრებული და საინტერესო იყო, მაგრამ, ალბათ, იმ ლექციას გამოვარჩევდი, რომელშიც პირველად შესრულებულ პრაქტიკულ დავალებას განვიხილავდით. ღელვა და ემოციები თითქოს ყველას სახეზე გვეწერა, რადგან ეს იყო პირველი ნაბიჯები, როცა ვცდილობდით, ქოფირაითინგში ჩვენი სუსტი, თუ ძლიერი მხარე აღმოგვეჩინაკურსის დასრულების შემდეგ
კურსის გავლის შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ ამ ცოდნით ჩემს სათქმელს ვიტყვი ქოფირაითინგის ისტორიაშიპროფესია - UI/UX ქოფირაითერი
ეს პროფესია მახსენებს ჩემს საყვარელ საქმეს, წერას, რომელიც ბავშვობიდან ჩემს ყოველდღიურობაში ძალიან დიდ ადგილს იკავებდასმარტ აკადემია
სმარტ აკადემიაში არსებული პროფესიონალთა გუნდი ნამდვილად დაგეხმარებათ, პირველი ნაბიჯები გადადგათ წარმატებისკენაკადემიამ შესაძლებლობა მომცა, გამევლო ძალიან საინტერესო კურსი და მიმეღო ცოდნა არაჩვეულებრივი ლექტორისგან
თუკი დაინტერესდი UI/UX ქოფირაითინგის შესწავლით, ეწვიე ბმულს და გაეცანი კურსის დეტალებს