შთაბეჭდილება კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსზე
ლუკა კილაძემ სმარტ აკადემიაში კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი გაიარა, ახლა კი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“დღევანდელი თანამედროვე სამყაროს გამოწვევა კომპიუტერულ მონაცემთა დაცვაა, მათი არა ავტორიზებული წვდომისგან დაცვა, ჩემს თავს ამ სფეროში ვხედავ და მიზნადაც სწორედ ამ სფეროს შესწავლა მქონდა.”
კურსის შესახებ
კურსმა სათანადო ცოდნა მომცა არსებული კიბერ დანაშაულების იდენტიფიცირების, მათი შეწყვეტის და თავიდან აცილების მხრივ.
კურსის განმავლობაში ვისწავლე, კომპიუტერული მოწყობილობების და მონაცემების დაცვის სისუსტეების პოვნა და მათი აღმოფხვრის გზები, კიბერდამნაშავეთა ტიპოლოგია და ა. შ.
ვარ ძალიან მონდომებული და საკუთარი საქმეზე ორიენტირებული, არ ვწყვეტ საკუთარი თავის განვითარებას და არ მეშინია კრიტიკულ სიტუაციებში ჩაბმის, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ შემიძლია ამ საქმიანობას შევეჭიდო.
ლექტორის შესახებ
ლექტორი, მაიკო სვანიძე, ძალიან დამეხმარა ყველა იმ დავალების სწორად გაგებაში, რაც ლექციების განმავლობაში გვეძლეოდა; ასევე, რესურსების სწორად მოძიებაში. მაიკო არაჩვეულებრივად და ამომწურავად გადმოგვცემდა სასწავლო მასალას.
კურსის დასრულების შემდეგ
კურსის დასრულების შემდეგ, გავაგრძელებ ამ პროფესიისადმი ცოდნის უფრო გაღრმავებას და პარალელურ რეჟიმში დასაქმებას.
პროფესია - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია მოითხოვს საქმისადმი მაქსიმალურ ორიენტირებასა და დიდ დაკვირვებას/სიფრთხილეს სამომავლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად. რადგანაც გამოწვევების არ მეშინია და არ ვწყვეტ საკუთარი თავის განვითარებას, ვფიქრობ, მაქვს ის ხასიათი და უნარები, რომლებიც ამ პროფესიას სჭირდება, თანაც კონკურენტული პროფესიაა.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია გამოირჩევა ლექტორებისა და თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმით. აკადემიის გუნდის თითოეული წევრი თავისი საქმის პროფესიონალია, ისინი ხარისხიან კონსულტაციას გიწევენ და მაქსიმალურად გიწყობენ ხელს.
სმარტ აკადემია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კარიერულ განვითარებაში ბიძგი მომცა.
დარეგისტრირდი კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსზე აქ.