,,ჩემთვის ქოფირაითინგი არა სამსახური, არამედ ხელოვნება და შემოქმედებაა, რომლის საბოლოო შედეგიც ფასეული და საამაყოა'', - ლევან აფციაური
ლევან აფციაურმა სმარტ აკადემიაში UI/UX ქოფირაითინგის კურსი გაიარა და ახლა საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
,,ჩემი მიზანი ახალი, მოთხოვნადი და კრეატიული პროფესიის დაუფლება, საკუთარ შესაძლებლობებში საბოლოოდ გარკვევა და, უბრალოდ, პროცესით სიამოვნების მიღება იყო. შედეგად, გაუაზრებლად წერა კომუნიკაციის საშუალებად მექცა.’’
კურსის შესახებ
ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად დიდ როლს ითამაშებდა ეს კურსი ჩემს დღევანდელ ინტერესებსა და პროფესიის აღქმაზე. კურსმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. თურმე შესაძლებელია, გქონდეს იდეალური სამსახური, რომელიც განიჭებს სიამოვნებას, არ გსტრესავს და კარგი შემოსავლის წყაროც არის.ქოფირაითინგის სამყაროში სრულიად სხვა სფეროდან გადმოვინაცვლე. ყველაფერი ნულიდან დავიწყე და დროთა განმავლობაში ქოფირაითინგისა და UX/UI ქოფირაითინგისთვის დამახასიათებელ საბაზისო პრინციპებსა და მიდგომებშიც გავერკვიე. შევასრულე პრაქტიკული სავარჯიშოები და მივიღე შეუფასებელი გამოცდილება.
მივხვდი, რომ კრეტიული წერა შემიძლია. ამავე დროს გავიუმჯობესე ანალიზისა და მიდგომების შერჩევის, ძიებისა და ინფორმაციის დამუშავების, ასევე გამარტივებულად ძებნის უნარები. მივხვდი, რომ კრეატიული წერა და ტექნოლოგიების თანაარსებობა მარტივადაა შესაძლებელი და შემიძლია, ამას თავი გავართვა. კურსმა მარტივი, გასაგები წერის სტილი და შინაარსის აუდიტორიამდე სწორად გადმოცემის ტექნიკები მასწავლა.
ლექტორის შესახებ
ქეთის, სამწუხაროდ, აქამდე არ ვიცნობდი, არც მის მიღწევებზე მქონდა წარმოდგენა. მახსოვს, კურსის არჩევამდე მის მასტერკლასს მოვუსმინე და გადავწყვიტე ამ პროფესიის დაუფლება. ყველაზე კომფორტული ტრენერია, რომელიც შემხვედრია. ამასთანავე პროფესიონალი, უპოზიტიურესი და უბრალოდ ნათელი ადამიანი. ქოფირაითინგში ოსკარი რომ გაიცემოდეს, უბადლოდ პირველივეს ქეთი მიიღებდა და შემდგომ ტრადიციად ექცეოდა. მადლობა მას კურსისთვის, ჩემთვის ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ 13-შეხვედრიანი კურსი.გამორჩეული ლექცია
ყველა ლექცია გამორჩეული იყო ჩემთვის. მახსოვს, როგორ ვემზადებოდი დავალებისთვის და როგორ ვივსებოდი ბედნიერებით განხილვებითა, თუ ახალი თემის გავლით. გამორჩეული მაინც კურსის ბოლოსკენ შესრულებული დავალებები მგონია, მათ შორის, შუალედური და ფინალური დავალება, რა დროსაც სრულყოფილი საიტის აწყობამ, თემატიკის დამუშავებამ და სრულიად გამართული საიტისთვის ღილაკების, ტექსტისა და სლოგანების შემუშავებამ მომიწია.კურსის გავლის შემდეგ
ვარ მოტივირებული, განახლებული და რადიკალურად პროფესიაშეცვლილი. კრეტივისა და ტექნოლოგიების სამყაროში შევაბიჯე და შესაბამისი სამსახურის ძიებაში ვარ.პროფესია - UI/UX ქოფირაითერი
მომწონს თავისუფლება, კრეატიულობა, დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის ქონა და თავად პროცესი. ჩემთვის ქოფირაითინგი არ არის სამსახური, უფრო მეტად ხელოვნება და შემოქმედებაა, რომლის საბოლოო შედეგიც ფასეული და საამაყოა, რა თქმა უნდა, შემდგომში დამსაქმებლის მიერ დაფასებული და ანაზღაურებული.სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ ახალ პროფესიამდე მიმიყვანა! მომწონს უსაზღვროდ თბილი და კომფორტული გარემო, მონაწილეების საჭიროებებზე მორგებული გრაფიკი და პოზიტიური მუხტი, რომელიც მთელ პროცესს თან სდევს. მომწონს მათი ჩართულობა და მონაწილეების წახალისების სისტემა, რაც სტუდენტის მოტივაციასა და სამომავლო განვითარებაზე დადებითად აისახება. ვფიქრობ, ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა და განსხვავებული მიდგომებებითა და გეზით გამოირჩევა.სმარტ აკადემია ჩემს ცხოვრებაში სწორ დროს გამოჩნდა. როდესაც პროფესიაზე ყველაზე მეტი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა, გამოჩნდა ქოფის კურსიც. დღეს თამამად ვცდილობ გავაკეთო მაქსიმუმი, ფეხი მოვიკიდო ამ სფეროში და რაღაც ფასეული შევქმნა. ეს თავდარეჯებულობაც ამ კურსის შედეგია!