,,სმარტ აკადემიაზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი'', - ლიკა ლეშკაშელი
ლიკა ლეშკაშელმა სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა, ახლა კი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
,,ჩემი მიზანი იყო, გამეღრმავებინა ცოდნა, პროფესიულად უფრო მაღალ საფეხურზე ავსულიყავი და უკეთ შემესწავლა სოციალური მედია მარკეტინგის სფერო’’
კურსის შესახებ
მოლოდინი მქონდა, რომ კურსი საინტერესო, სიღრმისეული და ინფორმაციულად მაქსიმალურად დატვირთული იქნებოდა, რაც 100%-ით გამართლდა. კურსის განმავლობაში ვისწავლე და უამრავი ინფორმაცია მივიღე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვიყო კარგი სოცმედია მარკეტერი.განვივითარე ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიც არის: სტრატეგიული კონტენტის შექმნა, სამიზნე აუდიტორია, მონაცემთა ანალიზი, კამპანიის ოპტიმიზაცია და ეფექტური კომუნიკაცია ციფრულ პლატფორმებზე. ეს უნარები საშუალებას მაძლევს, შევქმნა სწორი და ეფექტური ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიები, რაც ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.
ლექტორის შესახებ
ნათია ზარნაძე თანმიმდევრულად გვაჩვენებდა საგნის ძლიერ ცოდნას. ეფექტურად, საინტერესოდ და გასაგებად გადმოსცემდა კომპლექსურ კონცეფციებს. მისმა ამ უნარმა ხელი შემიწყო, მეტად პოზიტიურად და სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო და ჩემში საერთო საგანმანათლებლო გამოცდილებაც გაზარდა. უამრავი ადამიანი არსებობს, ვისაც ეს სფერო აინტერესებს და უკლებლივ ყველას ვურჩევდი, ნათიასთან სწავლის სიამოვნება ხელიდან არ გაუშვან.
გამორჩეული ლექცია
ყველა ლექცია საუკეთესო და გამორჩეული იყო.კურსის გავლის შემდეგ
ნასწავლი და გააზრებული მაქვს უამრავი ინფორმაცია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, კურსის გავლის შემდეგ წარმატებულად გამოვიყენებპროფესია - სოციალური მედია მარკეტერი
სოციალური მედია მარკეტიგნი მუდმივად განვითარებადი, საინტერესო და მრავალფეროვანი სფეროა. დღესდღეობით ყველაფერი სოციალურ მედიაზე გახდა დამოკიდებული. ფაქტობრივად, ხელი მსოფლიოს მაჯისცემაზე გიდევს და მუდმივად ვითარდები.სმარტ აკადემია
სმარტ აკდემიამ მომცა ცოდნა, თავდაჯერებულობა. ვფიქრობ, ჩვენი საქმის წარმატების გასაღები მუდმივად განვითარებაზე ორიენტულობაა.მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო Smart Academy-ის მიმართ იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც მან ჩემი საგანმანათლებლო მოგზაურობის ჩამოყალიბებაში ითამაშა. ურყევი მხარდაჭერა, განსაკუთრებული ხელმძღვანელობა და სწავლის გამდიდრებული გამოცდილება - აი, რა დაგხვდებათ აქ. არაჩვეულებრივმა ლექტორმა, ყოვლისმომცველმა სასწავლო გეგმამ და მზრუნველმა გარემომ საშუალება მომცა, კარიერაში ახალ სიმაღლეებს მივაღწიო. უღრმესი მადლობა სმარტ აკადემიის მთელ გუნდს და ნათიას, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შემაყვარა ეს სფერო.
სმარტ აკადემიაზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი.