0
მენიუ
banner banner

Back-End Development With C# & ASP.NET - დეტალურად ახალი კომპლექსური კურსის შესახებ

Back-End Development With C# & ASP.NET - დეტალურად ახალი კომპლექსური კურსის შესახებ

 ,,დეველოპერს უწევს, მუდმივად სწავლის რეჟიმში იყოს, რათა არ ჩამორჩეს ახალ, თანამედროვე სტანდარტებს და მათ მაქსიმალურად მოერგოს’’, - ამბობს ავთანდილ უშიკიშვილი, რომელიც სმარტ აკადემიაში Back-End Development With C# & Asp.Net ინტეგრირებულ კურსს ასწავლის.

როგორც თავად ავთანდილი გვიყვება, ტექნოლოგიებისადმი ინტერესი მას ბავშვობიდან ჰქონდა. დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისწავლა კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა), მისი სამუშაო გამოცდილება კი 2018 წლიდან დაიწყო.

,,ბავშობის ასაკიდან მიყვარდა ტექნოლოგიები, კომპიუტერი, მათემატიკა, ჭადრაკი. მეშვიდე კლასიდან ზუსტად ვიცოდი, რომ პროგრამისტი გავხდებოდი. უშუალოდ სამუშაო გამოცდილება კი 2018 წელს დაიწყო.’’

ლექტორს კურსის გარშემო რამდენიმე კითხვა დავუსვით. მოდით, გავიგოთ, რას მოიცავს განახლებული სასწავლო პროგრამა და რა თავისებურებებით ხასიათდება დეველოპერის პროფესია.


მოგვიყევით ახალი, ინტეგრირებული კურსის შესახებ: რომელ პროგრამულ ენებს აერთიანებს კურსი და რაზე გაამახვილეთ ყურადღება სასწავლო პროგრამის შედგენისას?

ვიდრე ახალ, ინტეგრირებულ კურსს შევქმნიდით, ASP.NET დეველოპმენტის კურსი გვქონდა, რომელიც C# პროგრამული ენის მხოლოდ გამეორებას მოიცავდა.

Back-End Development With C# & ASP.NET კი უკვე განახლებული, ინტეგრირებული კურსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები C# პროგრამულ ენას იმ შემთხვევაშიც აითვისებენ, თუ მათ არ აქვთ კოდინგის გამოცდილება და სურთ, ბექ-ენდ დეველოპმენტი ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლონ.

C# კურსის ყოველი ლექციის შემდეგ სტუდენტებს დავალების მოსამზადებლად და მასალის ასათვისებლად მხოლოდ 1 დღე ეძლევათ, რაც ნიშნავს იმას, რომ სწავლის პროცესი აუცილებლად ძალიან რთული და მრავალ გამოწვევასთან ასოცირებული იქნება.


არის რაიმე წინაპირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, სანამ კურსის გავლას გადაწყვეტს?

იქამდე, სანამ სტუდენტი სრული კურსის აღებას გადაწყვეტს, შეუძლია, აირჩიოს ორი კურსიდან ერთ-ერთი - ისწავლოს მხოლოდ C#, ან მხოლოდ - ASP.NET.

თუ სტუდენტს გამოცდილება უკვე აქვს და სურს, გაიღრმაოს ყველა დეტალი, რომლებიც C# და ASP.NET ეკოსისტემას ეხება, მაშინ მას შეუძლია აიღოს როგორც სრული კურსი, ისე - ზემოხსენებული ორიდან რომელიმე.

აღსანიშნავია ის, რომ ამ ორიდან საბაზისო კურსია Back-End Development With C#, სწავლას საფუძვლებიდან ვიწყებთ, თუმცა იმ სტუდენტებს, რომელთაც დეველოპმენტის გამოცდილება არ აქვთ, ამ შემთხვევაშიც ბევრი მუშაობა მოუწევთ (სფეროს სირთულიდან გამომდინარე).


რა ძირითადი განსხვავებაა C# და .Net პროგრამულ ენებს შორის? რა გამოარჩევს აღნიშნულ ენებს სხვა პროგრამული ენებისგან?

C# მაიკროსოფტის დაპროგრამების ენაა, .NET კი - მაიკროსოფტის მიერ წარმოებული პლატფორმაა. ASP.NET არის .NET ეკოსისტემის ფრეიმვორკი, რომელიც ვებ აპლიკაციებისა და Web API-ების შესაქმნელად გამოიყენება.

რაც დრო გადის, მაიკროსოფტის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს თავისი პროდუქტის წინა პლანზე წამოწევას, გაზრას, გაფართოებას. ისინი ცდილობენ, გაითვალისწინონ დეველოპერების აზრი ნებისმიერ საკითხზე. Community ერთმანეთში ძალიან მჭიდროდ არის შეკრული და ეს, ალბათ, ASP.NET-ის Open Source მიდგომით არის გამოწვეული.

რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ გახდე Back-End დეველოპერი? რა ძირითადი მოვალეობები/პასუხისმგებლობები აქვს Back-End დეველოპერს ყოველდღიურად?

მონდომება, შრომა, ინტერნეტისა და კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენება,  ინგლისური ენის ცოდნა - ეს ის მოთხოვნებია, რომლებიც დეველოპმენტის პროცესში აუცილებელია.

დეველოპმენტის პროცესის დროს ხალხთან, გუნდთან კომუნიკაციას ყველაზე დიდი როლი ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია ამოცანის გაგება და სრულად შესწავლა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე ნაკლები დრო უშუალოდ კოდის წერას ეთმობა. კოდის წერაში შედის როგორც ახალი ფუნქციონალის, ასევე ხარვეზების გამოსწორება.


როგორია Back-End დეველოპერებზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე და საშუალოდ რა ანაზღაურება აქვთ მათ junior პოზიციაზე?

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - კომპანიაზე, ბიზნესზე, ბაზარზე, ქვეყანაზე და ა.შ. სფეროში მაღალი ანაზღაურება შრომისა და მასში დახარჯული დროის პირდაპირპროპორციულია.

ქართულ რეალობაში გამოცდილების არმქონე დეველოპერის საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია. თუკი ჯუნიორ პოზიციაზე განვიხილავთ ადამიანს, რომელსაც Real life development-ის მცირე სამუშაო გამოცდილება აქვს, მისი ანაზღაურება დაახლოებით 2000 ლარამდე იქნება. ცხადია, ეს ფიქსირებული ხელფასი არ არის და, როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.


რა ცოდნა იძლევა კურსი და რას შეძლებს სტუდენტი სწავლის დასრულების შემდეგ?

ინტეგრირებული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ, შექმნან მცირე ზომის WEB აპლიკაციები C# და ASP.NET ის გამოყენებით.

სურვილისამებრ, ყველა სტუდენტს ჩავუტარებ ინდივიდუალურ, რეალური გასაუბრების იდენტურ გასაუბრებას და მივცემ რჩევებს, რომლებიც დეველოპმენტში თავის დასამკვიდრებლად აუცილებლად გამოადგებათ.


რით არის გამორჩეული Back-End დეველოპერის პროფესია?

დეველოპერს უწევს, მუდმივად სწავლის რეჟიმში იყოს, რათა არ ჩამორჩეს ახალ, თანამედროვე სტანდარტებს და მათ მაქსიმალურად მოერგოს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის Back-End დეველოპმენტის - ისევე, როგორც ამ სფეროში ნებისმიერი საკითხის - მთავარი უპირატესობა.

ბექ-ენდ დეველოპერმა დეტალურად უნდა იცოდეს ბიზნეს ლოგიკა, რათა მონაცემთა სწორად დამუშავება შეძლოს. ასევე Api დეველოპმენტი, უსაფრთხოების პრინციპების დანერგვა და ა.შ

დაინტერესდი Back-End Development With C# & ASP.NET კურსის შესწავლით? რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ

მოამზადა ელენე ყიფშიძემ









სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები