,,კურსის განმავლობაში განვივითარე სოციალური არხების თანმიმდევრულად და კომპლექსურად მართვის უნარები'', - ნინო ვარაზაშვილის შთაბეჭდილება
ნინო ვარაზაშვილი სმარტ აკადემიის ერთგული სტუდენტია, რომელიც ჩვენთან რიგით მესამე კურსს სწავლობს. კრეატიული კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსის გავლის შემდეგ ნინომ სოციალური მედია მარკეტინგი შეისწავლა. ვნახოთ, რას გვიყვება კურსდამთავრებული აღნიშნული პროფესიის შესახებ
,,მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ სმარტ აკადემიაში კრეატიული კონტენტის კურსი გავიარე, მივხვდი, რომ კურსზე მიღებული ცოდნის რეალიზებისთვის დამატებით სოციალური მედია მარკეტინგის კურსის გავლაც მჭირდებოდა. ჩემი მიზანი იყო, შემეძინა ის ცოდნა და უნარები, რომლებითაც სრულყოფილად შევძლებდი სოციალური არხების მართვას როგორც კონტენტის შექმნისა და ქოფირაითინგის საწილში, ასევე - სარეკლამო კამპანიების გაშვებისა და რეპორტინგის დონეზე''
კურსის შესახებ
კურსის შერჩევის პროცესში სმარტ აკადემიის წარმოდგენილ კურსს ყველაზე გამართული სილაბუსი ჰქონდა, რის გამოც, საბოლოოდ, ამ კურსის გავლა გადავწყვიტე. კურსმა ჩემი მოლოდინები გაამართლაკურსის განმავლობაში სილაბუსში წარმოდგენილი საკითხები სრულად შევისწავლე. ჩვენს დასმულ შეკითხვებზე ლექტორის ამომწურავმა პასუხებმა, ინტენსიურმა ქვიზებმა და დროულმა უკუკავშირებმა ცოდნა მრავალმხრივი და სიღრმისეული გახადა
კურსის განმავლობაში განვივითარე სოციალური არხების თანმიმდევრულად და კომპლექსურად მართვის უნარები
ლექტორის შესახებ
ნათია ზარნაძე არის კომპეტენტური, საქმიანი ლექტორი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. იგი მუდმივად შენს საჭიროებებზეა ორიენტირებულიკურსის გავლის შემდეგეს სფერო ჩემთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. თავდაჯერებულობა მომემატა და უფრო თამამად შემიძლია, ჩემი მომსახურება პოტენციურ დამსაქმებელს შევთავაზო. საშუალება მაქვს, მეორე პროფესია შევიძინო, რაც ძალიან მახარებს
უნდა აღვნიშნო, რომ სოციალური მედია სტრატეგია, რომელიც საფინალო ნამუშევრად წარმოვადგინე, თავად იმ კომპანიის წარმომადგენელმა მოიწონა, რომელ კომპანიაზეც იყო შექმნილი ეს სტრატეგია, შესაბამისად, აღნიშნული გვერდის მართვის შემოთავაზებაც მივიღე.
გამორჩეული ლექცია
ერთ კონკრეტულ ლექციას ვერ გამოვარჩევ. ყველა ლექცია ინფორმაციულად სავსე იყოპროფესია - სოციალური მედია მენეჯერი
ამ პროფესიაში მომწონს, რომ არის მოთხოვნადი, მუდმივად განვითარებადი, შემოქმედებითი და გაქვს საშუალება, მალე დაინახო შენი შრომის შედეგისმარტ აკადემია
ამ აკადემიაში ის მომწონს, რომ განვითარებაზე, ხარისხსა და ღირებულებებზეა ორიენტირებული, თან ახლო კომუნიკაცია აქვს თავის სტუდენტებთანსმარტ აკადემიაში გავლილ კურსებზე შეძენილმა ცოდნამ და უნარებმა მოტივაცია მომცა, მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული ვიყო ამ სფეროში