0
მენიუ
banner banner

,,ვისწავლე არა მხოლოდ UX წერა, არამედ ჩემს თავში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. თუ UX/ UI ქოფირაითინგის შესწავლას ფიქრობთ, ქეთი დიასამიძის კურსი არ უნდა გამოტოვოთ.’’

,,ვისწავლე არა მხოლოდ UX წერა, არამედ ჩემს თავში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. თუ UX/ UI ქოფირაითინგის შესწავლას ფიქრობთ, ქეთი დიასამიძის კურსი არ უნდა გამოტოვოთ.’’

 ელენე ვადაჭკორიამ სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგი გაიარა და კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ Smart Web-ში, ქოფირაითერის პოზიციაზე, დასაქმდა. ელენე კურსისა და სმარტ აკადემიის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე ისეთ ტექსტებზე მუშაობა, რომლებიც ინტერფეისში, ანუ ვებსაიტსა თუ აპლიკაციაში გვხვდება. მივიღე პრაქტიკული გამოცდილება, დავეუფლე მოკლედ წერის ხელოვნებას და გავეცანი იმ ხელსაწყოებს, რომლებიც ნეირომარკეტინგისა და UX წერის დროს არის მნიშვნელოვანი.

ლექტორის შესახებ

ქეთი არის პროფესიონალი თავის საქმეში. თითოეულ ლექციას თავისი პოზიტიური და მეგობრული დამოკიდებულებით მეტად საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის. მას აქვს უნიკალური უნარი, აღმოაჩინოს ადამიანში ის ფარული უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც სადღაც არის მიჩქმალული. ქეთის დახმარებით ვისწავლე არა მხოლოდ UX წერა, არამედ ჩემს თავში  ახალი შესაძლებლობებიც აღმოვაჩინე. თუ UX/UI ქოფირაითინგის შესწავლას ფიქრობთ, ქეთი დიასამიძის კურსი არ უნდა გამოტოვოთ.

გამორჩეული ლექცია

გამოვყოფდი შუალედურ და ფინალურ დავალებებს. ორივე პროექტის თემა ქეთიმ ჩვენთან შეთანხმებით შეარჩია, შესაბამისად, მასზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, რომ ორივე პროექტზე მუშაობის დროს საკუთარ თავს ვაჯობე და დავრწმუნდი, რომ შრომისმოყვარეობა და მონდომება ყოველთვის მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

კურსის დასრულების შემდეგ 

კურსის დასრულების შემდეგ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობებისკენ გაიხსნა კარი. წლების მანძილზე სხვა სფეროში ვმოღვაწეობდი და პროფესიის შეცვლა დიდ ღელვას იწვევდა ჩემში, თუმცა სმარტ აკადემიაში აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მალევე დავიმკვიდრე თავი ახალ პროფესიაში.

სმარტ აკადემია

სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებისა და ახალი პროფესიების ერაში გვიწევს ცხოვრება, ჩამორჩენა და ფეხის არ აბმა არ გვეპატიება. სმარტ აკადემია კი არის ადგილი, სადაც თანამედროვეობას ყველაზე კარგად უწყობენ ფეხს. კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი შენი წარმატებული პროფესიული გზის გარანტია

დარეგისტრირდი  UX/UI ქოფირაითინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები