სოციალური მედია მარკეტინგის კურსდამთავრებულები ფინალური პროექტის შესახებ საუბრობენ
სოციალური მედია მარკეტინგი სმარტ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსების სიაში შედის. კურსი, რომელიც თეორიასა და პრაქტიკას ეფუძნება, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სოციალური მედიის არხების დამოუკიდებლად მართვა, კონტენტისა და რეკლამის დაგემგვა, კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა და სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა ისწავლონ.
კურსის წარმატებული სტუდენტები იმ გამოწვევების შესახებ გვიყვებიან, რომლებსაც ფინალურ პროექტზე მუშაობის დროს გადააწყდნენ. წაიკითხე ქვემოთ მოცემული სტატია და გაიგე მეტი სოციალური მედია მენეჯერის პროფესიისა და მისი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.
ნინა ფირცხალავა

ჩემი მოლოდინები ამ კურსთან დაკავშირებით გამართლდა და არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე. განსაკუთრებით მომეწონა რეკლამის დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის ნაწილები. აგრეთვე დამხმარე პლატფორმების გაცნობა, რადგანაც პლატფორმების უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდი.
ფინალური პროექტის მიზანი იყო, დაგვეწერა და შემდეგ წარგვედგინა რომელიმე ბრენდის სოც.მედია სტრატეგია. მასში შედიოდა თითქმის ყველა ის აქტივობა, რომლებიც რეკლამის დაგეგმვის ჩათვლით ვისწავლეთ. ავირჩიე ბრენდი ,,ზარაფხანა’’. მოგეხსენებათ, ეს ქართული საიუველირო ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ 1939 წლიდან ფუნქციონირებს. ის ამზადებს როგორც სამკაულებს, ასევე სუვენირებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრენდთან შეხება არასოდეს მქონია და სამკაულებსაც იშვიათად ვიყენებ, უცხო სფეროს კვლევა მაინტერესებდა. ამასთან, ვეძებდი ბრენდს, რომელიც საქართველოში პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისი კონკურენტებიც ჰყავს.
კურსზე მიღებული ცოდნა სავსებით შეესაბამებოდა იმას, რაც პროექტის შესასრულებლად მჭირდებოდა. გამოვიყენე არამარტო თეორიული და პრაქტიკული მასალა, არამედ დამხმარე პლატფორმებიც და გავაუმჯობესე პრეზენტაციიის წარდგენის ხარისხიც. საინტერესო იყო ჩემთვის უცხო ბრენდზე ინფორმაციის დამუშავება და კონტენტ ლაინების მოფიქრება. გამოწვევად ჩავთვლი უფრო კრეატიულ მხარეს - იმას, თუ რამდენად შევძლებდი საინტერესო მიმართულების ან ქოფის დაწერას. ვფიქრობ, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ როგორც საკუთარი სოცმედია გვერდებისთვის, აგრეთვე ახალი კარიერული ნაბიჯებისთვისაც.
ეს არის თანამედროვე, განვითარებადი პროფესია, მოქნილი და კომფორტული, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ როგორც ოფისში, ასევე - დისტანციურად. რაც ყველაზე მეტად მომწონს, სოციალური მედია მარკეტინგის სფერო გვეხმარება, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ბრენდთან, მივყვეთ სიახლეებს, გვქონდეს მეტი ინფორმაცია არსებულ ტენდენციებსა და ბიზნეს მიმართულებებზე.
ლიკა ლეშკაშელი

კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რისთვისაც სმარტ აკადემიას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. სასწავლო პროგრამის ყველაზე გამორჩეული ნაწილი ჩემთვის Ads manager, Placments & Ad, meta pixel და რეკლამის დაგეგმვა იყო. უამრავი ინფორმაცია მივიღეთ, თუ როგორ უნდა მართო სწორად რეკლამა და რამდენად მრავალფუნქციურია ამ ყველაფრის გამოყენება რეალობაში. ლექციები ძალიან სწორად და კარგად იყო შედგენილი ლექტორის მიერ, რომელმაც მაქსიმალურად იზრუნა, განვლილი მასალა პრაქტიკაში, დავალებებში გამოგვეყენებინა. ამან ცოდნა ბევრად გამიღრმავა.
საბოლო პროექტის მიზანი იყო, აგვერჩია ბრენდი და შეგვექმნა მისი სტრატეგია. პროექტზე მუშაობისას დაგვჭირდა მთლიანად ის ცოდნა, რომელიც კურსის განმავლობაში შევიძინეთ. ავირჩიე ჩემი სტარტაპი, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი - მასზე მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მინდოდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა დაგროვებული ცოდნა, მიმეღო ლექტორის უკუკავშირი, რათა შემდგომ ეს ყველაფერი რეალობაში გადამეტანა.
საინტერესო და გამომწვევებით სავსე იყო ყველა დეტალი პროექტზე მუშაობის დროს - როგორ უნდა გაწერილიყო კონტენტ სტრატეგია, რეკლამის დაგეგმვა და ყველა ის ნიუანსი, რომლებიც კონკრეტული ბრენდის სტრატეგიისთვის არის საჭირო.
ვფიქრობ, დაგროვებულ ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ და მაქსიმალურად ვეცდები, გავიარო მეტი პრაქტიკა ცოდნის განსამტკიცებლად. სოციალური მედია მარკეტინგის სფეროც იმდენად განვითარებადი და განახლებადია, აუცილებლად მოითხოვოს მუდმივ სწავლასა და განვითარებას.
ელენე ყიფშიძე

ჩემთვის, როგორც ქოფირაითერისთვის, კურსის პირველი ნაწილი, რომელიც მთლიანად კონტენტს ეხებოდა, ნაცნობი იყო. მიუხედავად ამისა, კონტენტის ნაწილშიც კი იყო საკითხები, რომლებიც უკეთ გავითავისე და ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან გამომადგა. კურსზე რეკლამის ნაწილს გამოვარჩევდი. ძალიან საინტერესო იყო ლექციები, რომლებზეც ვისწავლეთ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ინტერესების ჩაშლა, კამპანიების დაგეგმვა და რეკლამის გაშვება. გვქონდა თითოეული ლექციის შესაბამისი პრაქტიკული დავალება, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა ლექციის შინაარსს და ხელს მიწყობდა, უკეთ გამეაზრებინა ახსნილი მასალა.
რაც შეეხება საბოლოო პროექტს - უნდა შეგვედგინა სოციალური მედია სტრატეგია ჩვენ მიერ შერჩეული ბრენდისთვის. ეს მოიცავდა როგორც კონტენტის ნაწილს (კონტენტის მიმართულებების განსაზღვრა, ბრენდისთვის tone of voice-ის შერჩევა, ქოფების შექმნა, ბრენდის შესაბამისი ვიზუალის მქონე პოსტების გვერდზე განთავსება და სხვ.), ისე - რეკლამისას (იქნება ეს რეკლამის ფორმატები, სამიზნე აუდიტორიის, მისი ინტერესების განსაზღვრა, თუ რეკლამის მედია გეგმის შედგენა).
ავირჩიე ჩემი დის სტარტაპი, დეკორატიული სანთლების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე ბოლო წლებია, რეალურად აქტიური აღარ არის. რატომ ავირჩიე მაინცდამაიც ეს ბრენდი? პირველ რიგში, იმიტომ, რომ დეკორატიული ნივთების მოყვარული ვარ. ამასთან, მაინტერესებდა, რა შეცდომები დაუშვა ბრენდმა მომხმარებელთან კომუნიკაციის დროს, რატომ ვერ მისწვდა სათანადო აუდიტორიას თავის დროზე. ვფიქრობ, მიზეზი არასწორი კომუნიკაცია და სამიზნე აუდიტორიის მიზნების არასწორად განსაზღვრა იყო, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც საკუთარი მომხმარებელი არ ეყოლება. გადამწყვეტია, რამდენად ლამაზად შევფუთავთ პროდუქტს, რომელსაც ვყიდით.
პროექტზე მუშაობის პროცესში ჩემთვის ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე მომხმარებლის პერსონების (buyer personas) შექმნა, კონტენტ ლაინების მოფიქრება და ამის საფუძველზე პოსტების შექმნა, ასევე რეკლამის სამიზნე აუდიტორიაზე მუშაობა იყო. ფაქტობრივად, 15 ლექციის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება ერთ პროექტში მოვაქციეთ. სამომავლოდ, როცა საკუთარი სტარტაპი მექნება, კურსზე დაგროვებული ცოდნა ძალიან კარგ შედეგზე გამიყვანს.
სოციალური მედია მარკეტინგის სფერო გამოწვევებით სავსეა. ეს სფერო განსაკუთრებულია, რადგან შესაძლებლობა გაქვს, მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობა დაამყარო და მისი ინტერესების შესახებ მეტი გაიგო.
ლელა დანელია

კურსმა მოლოდინს გადააჭარბა. იმაზე მეტი რამ ვისწავლე, ვიდრე მეგონა, რომ ვისწავლიდი. არცერთ ლექციას არ გამოვარჩევდი, რადგან თითოეული მათგანი ძალიან საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. დასამახსოვრებელი იყო მომხმარებლის პერსონების შექმნა, ასევე კონტენტის მიმართულებების ჩამოყალიბება.
საბოლოო პროექტი სოც.მედია სტრატეგიის შექმნა იყო. შევარჩიე საკუთარი გვერდი, ჩემ მიერ შექმნილი, რომლის მიზანიც არის, დაეხმაროს აუტიზმისა და სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვების მშობლებს სხვადასხვა საჭირო ნივთის შეძენაში. მინდოდა, სწორედ ჩემს ბრენდზე მიმეღო ლექტორისგან უკუკავშირი. მაინტერესებდა, რას ვაკეთებდი სწორად/არასწორად. კურსზე დაგროვებული ცოდნა იყო ის, რაც დამეხმარა, საფუძვლიანად შემექმნა საბოლოო პროექტი და მემუშავა ბრენდზე. ძალიან მინდა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და უფრო დავხვეწო ჩემი უნარები.
სოც.მედია მარკეტინგი გამორჩეულია იმით, რომ სწავლობ არამარტო კონტენტის შექმნას და ა.შ., არამედ ძალიან კარგად უნდა იცნობდე, პირველ რიგში, ადამიანებს, ბრენდს და საკუთარი თავი მაქსიმალურად ჩართო იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ.
ნინო ვარაზაშვილი

სასწავლო პროგრამა მთლიანობაში ძალიან გამართული იყო. გამოვყოფდი რეკლამის ნაწილს, რომელმაც კურსის მიმდინარეობისას და პროექტზე მუშაობის დროსაც ძალიან დამაინტერესა. ეს იყო სრული სიახლე, რომლის სწავლაც მჭირდებოდა. კონტენტისა და ქოფირაითინგის ნაწილში მცირე გამოცდილება - ორი კერძო დაკვეთა - უკვე მქონდა. რეკლამაზე მუშაობას ახლა ვიწყებ.
ჩემი საბოლოო პროექტის მიზანი იყო სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა ტურისტული სააგენტოსთვის, რომელიც აწყობს საავტორო ტურებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის გარეთ. თავად მეც არაერთხელ მისარგებლია მათი მომსახურებით. ვფიქრობდი, რომ კომპანიას სოციალური მედია არააქტიური ჰქონდა და გადავწყვიტე, პროექტზე მუშაობის შემდეგ შექმნილი სტრატეგია მათთვის შემეთავაზებინა. საბოლოოდ, ასეც გავაკეთე და კომპანიამ ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
სოცმედია მარკეტინგის სფერო არის მოთხოვნადი, შემოქმედებითი, ანალიტიკური, შრომის შედეგი არის დანახვადი - ხელი საზოგადოების მაჯისცემაზე გაქვს დადებული. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო ეს სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
კრეატიულ, დინამიკურ და გამოწვევებით სავსე პროფესიას ეძებ? შემოგვიერთდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე 14 სექტემბრიდან.
მოამზადა ელენე ყიფშიძემ