პროდუქტის მარკეტინგი ქართულ ბაზარზე ახალი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, არც მიფიქრია, რომ ეს კურსი არ უნდა გამევლო - თათია კურტანიძის შთაბეჭდილება
თათია კურტანიძემ სმარტ აკადემიაში პროდუქტის მარკეტინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ. ჩემი მიზანია, არ ჩამოვრჩე სიახლეებს და ვისწავლო რაღაც ახალი. ხშირად ვადევნებ თვალყურს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას, თუ რა შემოთავაზებები აქვთ მათ კონკრეტული მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი "დასერჩვის" დროს გადავაწყდი პროდუქტის მარკეტინგის კურსს, გადავხედე მის სილაბუს და დავინტერესდი. პროდუქტის მარკეტინგი ქართულ ბაზარზე ახალი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, არც მიფიქრია, რომ ეს კურსი არ უნდა გამევლო.
კურსი - პროდუქტის მარკეტინგი
როგორც ვიცით, ნანიკოს პროდუქტის მარკეტინგის კურსს საქართველოში ანალოგი არ აქვს. ამიტომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ იქნებოდა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ინფორმაციული კურსი, რომელიც მომცემდა საკმარის ცოდნას და შემახედებდა პროდუქტის მარკეტინგის სამყაროში. კურსმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინები, ძალიან დეტალურად შევისწავლეთ ყველა ის ეტაპი, რომელსაც პროდუქტი იდეიდან მის საბოლოო გაშვებამდე გადის. ფაქტობრივად, პროდუქტის მარკეტინგის გუნდზე, მათ მიერ ანთებულ მწვანე შუქზეა დამოკიდებული პროდუქტის/სერვისის მზაობა; თუ რამდენად არის მზად იმისათვის, რომ ფართო აუდიტორიას გაეცნოს და ბაზარზე სწორად პოზიციონირდეს. ასევე, რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ კურსი მოიცავდა ძალიან ბევრ პრაქტიკულ დავალებას. ვფიქრობ, პრაქტიკას, ახალი მიმართულების შესწავლისას, ოქროს ფასი აქვს.
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში ვისწავლე, რომ ახალ პროდუქტს/სერვისს, რომლის შექმნაშიც შენ ხარ ჩართული შვილივით უნდა მოექცე და მოუფრთხილდე. ძალიან მარტივია, თუ შენ ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ პროდუქტი/სერვისი წარმატებული, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი იყოს, ის აუცილებლად გაგიმართლებს იმედებს და იქნება წარმატებული.
კურსის შემდეგ გავხდი დეტალებზე უფრო მეტად ორიენტირებული, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყურადღებას ვაქცევ ისეთ ასპექტებს, რომლებზეც, აქამდე, შეიძლება არც კი მეფიქრა.
ლექტორის შესახებ
ნანიკო გულისაშვილი საკმაოდ გამოცდილი და მეგობრული ადამიანია. ამიტომ კურსიც იყო ძალიან პოზიტიური, მეგობრული და მრავლისმომცველი. პირადად მე, ვსვამდი ძალიან ბევრ კითხვას და პასუხებიც არასდროს აყოვნებდა.
გამორჩეული ლექცია
რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ყველა ლექცია საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. გამორჩეული ლექცია, ალბათ, იყო პირველი შუალედურის დღე, როდესაც ჩემ მიერ შექმნილი სერვისი/პროდუქტი დამაჯერებლად უნდა წარმედგინა აუდიტორიისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ
გავიაზრე თუ რა მნიშვნელობა აქვს პროდუქტის მარკეტინგს. ახლა, ზუსტად ვიცი, რა როლი აქვს პროდუქტის მარკეტინგის გუნდსა და უშუალოდ პროდუქტის მარკეტერს თითოეულ კომპანიაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული ყველა ის სიახლე, ვგულისხმობ ახალ პროდუქტს/სერვისს, რომელსაც კომპანია გვთავაზობს.
პროფესია - პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერი
ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ თავად ხარ ჩართული პროდუქტის/სერვისის შექმნაში. პირველ რიგში, შენ უნდა შეიყვარო ეს სიახლე, რომ მერე ფართო საზოგადოებას შეაყვარო. ძალიან მომწონს ის, რომ ინტენსიურ ურთიერთობაში ხარ პროდუქტის მენეჯმენტთან, უშუალოდ მარკეტინგთან და გაყიდვებთან. რაც მთავარია, პროდუქტის მარკეტინგის კამპანია, ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, დროშია შეზღუდული. პროდუქტის მარკეტერს აქვს კონკრეტული დრო, რომელიც უნდა გამოიყენოს პროდუქტის მაქსიმალურად გაპიარებისათვის. მან ახალი პროდუქტის მახასიათებლებისგან ღირებულებები უნდა გამოყოს და მასზე გააკეთოს აქცენტი. ეს ერთგვარი ადრენალინიცაა, კონკრეტულ დროში, კონკრეტული შედეგის მიღება საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიის გუნდი ყველაფერს აკეთეს იმისათვის, რომ ლექციებმა ხარვეზის გარეშე ჩაიაროს. ნებისმიერი სახის დახმარებისათვის არიან მზად. ძალიან მომწონს, რომ ადამიანებს, რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ კურსებზე დასწრება, მათთვის Online შეთავაზებები აქვთ.
რომ არა სმარტ აკადემია და ნანიკოს საავტორო კურსი, პროდუქტის მარკეტინგის შესახებ ძალიან ცოტა რამ მეცოდინებოდა.
დარეგისტრირდი პროდუქტის მარკეტინგის კურსზე აქ.