0
მენიუ
banner banner

? ვაკანსია - მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი

? ვაკანსია - მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი

 

სმარტ აკადემია 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება 5 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პიროვნული განვითარება.

 ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას ცნობადობის ამაღლებაში ეფექტური მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგიით. ეს არის როლი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ანგარიშვალდებულებით და მისი წარმატების საზომია: უფრო მეტი ახალი მომხმარებელი, ძლიერი კომუნიკაცია პოტენციურ სტუდენტთან (დამყარება და შენარჩუნება), მარკეტინგული აქტივობები



? რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 

  • აკადემიის მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობა;

  • ბაზრის ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების ინიცირება და აღსრულება;

  • სარეკლამო, საკომუნიკაციო, სტუდენტთა მოზიდვისა  და მხარდაჭერის კამპანიებისა და პროექტების მენეჯმენტი;

  • პროდუქტის განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;

  • ფოტო-ვიდეო გადაღებების მენეჯმენტი; 

  • დიზაინ გუნდთან თანამშრომლობა; 

  • კონტეტნტ კრეატორების გუნდის მენეჯმენტი;

  • მარკეტინგული აქტივობების კალენდრის მენეჯმენტი; 

  • ციფრულ მარკეტინგის გუნდთან კოლაბორაცია;

? მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის ახალ წევრს: 

  • ექნება ბაკალავრის ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაციების ან მომიჯნავე დარგში; 

  • ექნება მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით

  • შეეძლება ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია; 

  • ეცოდინება ციფრული მარკეტინგის მუშაობის პრინციპები; 

? რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მეგობრულ  სამუშაო გარემოს;

  • განვითარების შესაძლებლობას;

  • საბონუსე სისტემას ინდივიდუალური და კორპორატიული მიზნებიდან გამომდინარე;

  • ჯანმრთელობის  კორპორატიულ დაზღვევას;

  • უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს 50%-100%-მდე დაფინანსებას  “სმარტ აკადემიის”  ნებისმიერ კურსზე; 


? სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00, კვირაში 35 საათი 

? სამუშაო ადგილი  - თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2. ?

? რეზიუმე გამოგვიგზავნე აქ: talents@smartacademy.ge

სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება.  ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობიან  ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  შპს “სმარტ გრუფის” მიერ, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და  შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები