"The Barbie'' და ფილმთან დაკავშირებული მარკეტინგული კოლაბები
,,The Barbie''-ს მარკეტინგული გუნდი, ალბათ, საკუთარ ფილმს იმსახურებს, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენში ნოსტალგიური გრძნობის გაღვივებისთვის საყვარელი ბრენდების კოლაბორაციებით, რომელთაც მთელი თავისი დიდებულებით ვხედავთ.
მთელი ივლისის თვე მსოფლიო ,,ბარბენჰაიმერის'' შესახებ საუბრობს. ეს ორი ფილმი (,,Barbie'' და ,,Oppenheimer'') ჯერ კიდევ გამოშვებამდე პოპ კულტურის უზარმაზად ნაწილად იქცა. ორ ფილმს შორის კონკურენციის ფონზე ,,Barbie’’-ის მარკეტინგის გუნდმა, ფაქტობრივად, ყველა ოცნება გააცოცხლა, რომლებიც ბავშვობაში გვქონია - ყველაფერი, რაც ჩვენი ფანტასტიკური სამყაროს ნაწილი ყოფილა. უმსხვილესმა ბრენდებმა ბარბის მარკეტინგულ გუნდთან თანამშრომლობა წამოიწყეს. Aldo-მ და Crocs-მა საკუთარი ბარბის ფეხსაცმელიც კი შექმნეს - ისეთები, როგორებიც თოჯინებს აცვიათ. Burger King Brazil-მა ვარდისფერი ბურგერისა და შეიქის კომბინაცია შექმნა. Xbox-მა Barbie-ის თემატური კონსოლი წარმოგვიდგინა. მოდის ბრენდებმა კი, როგორებიც არის: Gap, Forever 21 და H&M ბარბის კოლექციები შექმნეს. უკვე გამოვიდა Barbie-ის ვარდისფერი კბილის ჯაგრისი, რომლითაც დილა შეგიძლია დაიწყო, Barbie-ის თემატიკის Uno, რომლითაც მეგობრებთან ერთად დროს არაჩვეულებრივად გაატარებ და თუკი შემთხვევით მალიბუში მოხვდები, Airbnb-ის საშუალებით კენის ოცნების სახლში დარჩენასაც შეძლებ.
იგრძენი ნოსტალგია? ამ ფილმს ასაკობრივი ზღვარი აშკარად არ აქვს, რადგან, ამ კოლაბორაციის შემხედვარე, მცირე ასაკის ბავშვებიცა და ბებია-ბაბუაც კი თავს ბედნიერად და ენერგიამოზღვავებულად გრძნობენ, რადგან წარმოსახვაში ფილმის მთავარი პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრებენ - ისეთით, როგორიც მათ ყოველთვის უნდოდათ, რომ ჰქონოდათ. ფილმი წარმოადგენს განცხადებასაც იმის შესახებ, რომ არ არის აუცილებელი, ვარდისფერი მაინცდამაინც ქალური ფერი იყოს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი მოდიდან არც არასოდეს გამოსულა, ,,The Barbie’’ ფილმის მეშვეობით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ის კვლავ მტკიცედ დაბრუნდა, სიტყვა ,,Barbie’’ კი ვარდისფერის სინონიმი გახდა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაყურებლები არა მხოლოდ მოუთმენლად ელოდებიან 21 ფილმის დიდ ეკრანზე გამოსვლას, არამედ მათ სურვილი უჩნდებათ, მოირგონ ვარდისფერი სამოსი და ამით თავი განსაკუთრებულად იგრძნონ. ბარბის ეპოქას თითოეული ჩვენგანი ვიხსენებთ ისე, როგორც ჩვენი ახალგაზრდობის საკულტო ნაწილს.
მოდით, გადავხედოთ ბარბის გამორჩეულად მკვეთრ ვარდისფერ კოლაბებს, რომლებითაც ამჟამად მთელი მსოფლიოა შეპყრობილი:
Barbie x Aldo

Barbie x Airbnb

Barbie x Burger King Brazil

Barbie x Xbox





Barbie x Casetify 
Barbie x Moon toothbrush






მოამზადა ელენე ყიფშიძემ