0
მენიუ
banner banner

მონაცემებზე დაფუძნებული დამსაქმებლის ბრენდინგის ძალა: მონაცემთა მიღების გზები “ტალანტების ომის” პირობებში

#HR

მონაცემებზე დაფუძნებული დამსაქმებლის ბრენდინგის ძალა: მონაცემთა მიღების გზები “ტალანტების ომის” პირობებში

“ტალანტების ომის” პირობებში, ორგანიზაციებისთვის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მოზიდვა და შენარჩუნება საკმაოდ რთული, ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი გახდა. გლობალური კონკურენციის პირობებში, ორგანიზაციები  მიმართავენ მონაცემებზე ორიენტირებულ მიდგომებს დამსაქმებლის ბრენდინგის შენებისთვის. მონაცემებისა და ანალიზის  გამოყენებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან ღირებული პოლიტიკები დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიების  შექმნისა და გაუმჯობესებისთვის, რაც საბოლოოდ  შესაძლებელს ხდის  მოიზიდონ, დაიქირავონ  და შეინარჩუნონ საუკეთესო ტალანტები.

ამ სტატიაში, ჩვენ განვიხილავთ დამსაქმებლის ბრენდინგის მონაცემებზე ორიენტირებულ კონცეფციას და წარმოგიდგენთ მაგალითებს, თუ როგორ იყენებენ კომპანიები ამ მიდგომას წარმატების მისაღწევად.

მონაცემებზე ორიენტირებული დამსაქმებლის ბრენდინგი

მონაცემებზე ორიენტირებული დამსაქმებლის ბრენდინგი გულისხმობს მონაცემების გამოყენებას გადაწყვეტილებების მისაღებად და ორგანიზაციის რეპუტაციის შექმნას, როგორც კარგი და პრესტიჟული დამსაქმებელი.  ეს საშუალებას აძლევს კომპანიებს მიიღონ ინფორმაცია სამუშაოს მაძიებლებისა და თანამშრომლების პრეფერენციების, მოტივაციისა და მოლოდინების შესახებ. მონაცემების ანალიზით კომპანიებს შეუძლიათ შექმნან მიზნობრივი და პერსონალიზებული დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიები, რომლებიც ეხმაურება მათ სამიზნე აუდიტორიას და მარტივს და პოზტიური გამოცდილებებით სავსეს ხდის შერჩევისა თუ თანამშრომლობის პერიოდებს.

ორგანიზაციები სხვადასხვა მიდგომებს იყენებენ მონაცემების მოსაპოვებლად, ეს შეიძლება იყოს: 

პროფესიული და სოციალური მედიების ანალიტიკა დამსაქმებლის ბრენდინგში

კომპანიები იყენებენ სოციალური მედიის ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა მომხმარებლის პერსპექტივიდან შეაფასონ ბრენდის აღქმა. ეს მონაცემები ორგანიზაციებს ეხმარება თავიანთი სუსტი მხარეების იდენტიფიცირებაში და შესაძლებლობას იძლევა სტრატეგიული და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში.

კანდიდადატთა გამოცდილების კვლევები 

დამსაქმებლები გამოკითხვების და უკუკავშირის მეშვეობით აგროვებენ ღირებულ მონაცემებს უშუალოდ კანდიდატებისგან. ეს გამოკითხვები მოიცავს კანდიდატის გამოცდილებას, მოლოდინებს და ორგანიზაციის აღქმას. ამ მონაცემების გაანალიზებით, კომპანიებს შეუძლიათ დაადგინონ თავიანთი დამსაქმებლის ბრენდის ძლიერი და სუსტი მხარეები, გააუმჯობესონ და შექმნან კანდიდატზე ორიენტირებული მიდგომა.

მაინინგის თანამშრომლის მონაცემები

კომპანიები ამუშავებენ თანამშრომლების მონაცემებს, რათა უკეთ გაიცნონ ისინი და დააკავშირონ დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიები თანამშრომლების საჭიროებებთან. გამოკითხვებისა და ინტერვიუების მეშვეობით, ორგანიზაციები აგროვებენ შეხედულებებს თანამშრომლების კმაყოფილების, ჩართულობისა და დამსაქმებლის ბრენდის აღქმის შესახებ. ეს მონაცემები საშუალებას აძლევს კომპანიებს დახვეწონ თავიანთი მიდგომები, შეინარჩუნონ და მოიზიდონ ტალანტები.

რეკრუტინგის სრული ციკლის ანალიტიკა 

მონაცემებზე ორიენტირებული დამსაქმებლის ბრენდინგი მოიცავს რეკრუტინგის მეტრიკის თვალყურის დევნებას და ანალიზს სხვადასხვა არხების, კამპანიების და სტრატეგიების ეფექტურობის შესაფასებლად. ისეთი მეტრიკის გაზომვით, როგორიცაა დაქირავების დრო, დაქირავების ღირებულება და დაქირავების წყარო, ორგანიზაციებს შეუძლიათ დაადგინონ, თუ რომელი დაქირავების ინიციატივა იძლევა საუკეთესო შედეგს. მონაცემებზე ორიენტირებული ეს მიდგომა კომპანიებს საშუალებას აძლევს გაანაწილონ რესურსები ეფექტურად, გააუმჯობესონ დაქირავების პროცესი, კანდიდატის გამოცდილება და დამსაქმებლის ბრენდის შენებასთან ერთად დაზოგონ ადამიანური და მატერიალური რესურსები.

კონკურენტების ანალიზი

მონაცემებზე ორიენტირებული დამსაქმებლის ბრენდინგი ასევე მოიცავს კონკურენტების ანალიზს. ბაზრის მონაცემებისა და ტენდენციების კვლევის შედეგების  გამოყენებით, კომპანიებს შეუძლიათ დაადგინონ ინდუსტრიის სხვადასხვა მახასიათებელი, კონკურენტების სტრატეგიები, ერთმანეთთან არსებული მსგავსება და განსხვავება. ეს ინფორმაცია ორგანიზაციებს სამუშაო ბაზარზე ეფექტურ პოზიციონირებაში ეხმარება, ამ მონაცემებით ხვეწენ დამსაქმებლის ბრენდის შეტყობინებებს და ხაზს უსვამენ თავიანთ უნიკალურობას, ტალანტების მოსაზიდად.

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, მონაცემებზე ორიენტირებული დამსაქმებლის ბრენდინგი მძლავრი ინსტრუმენტია ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. მონაცემებისა და ანალიტიკის გამოყენებით, კომპანიები იძენენ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც, უკვე შემდგომში, აყალიბებს მათი დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიებს, აუმჯობესებს კანდიდატის გამოცდილებას, თანამშრომლების ჩართულობას და საერთო ორგანიზაციულ წარმატებას. 

დამსაქმებლის ბრენდინგის გასაუმჯობესებლად, მონაცემებს და ანალიტიკას ინტენსიურად იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Google, Microsoft, IBM, Airbnb, Netflix და სხვა. ქართულ რეალობაშიც ძალიან ბევრმა კომპანიამ დაიწყო აღნიშნული მიმართულების პრიორიტეტად ქცევა. 

როგორც ვხედავთ, მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენება მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ შექმნან დამსაქმებლის საუკეთესო, სანდო ბრენდი, კონკურენტულ გარემოში.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, “სხმარტ აკადემია” ექსკლუზიურ კურსს გთავაზობთ მონაცემებზე ორიენტირებული დამსაქმებლის ბრენდინგის შესახებ - ნახე კურსი.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები