სმარტ აკადემიის სტუდენტებმა ზაფხულის თემატიკის სტიკერები შექმნეს
სმარტ აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ შემოქმედებითი სფეროს შესწავლა 2 თვეში შესაძლებელია, მითუმეტეს მაშინ თუ კურსს პრაქტიკა ახლავს თან.
როგორც უკვე იცით, სმარტ აკადემია, წარმატებული კურსდამთავრებულებს (ვინც 90+ ქულას დააგროვებს) პრაქტიკებში ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მომავალში სტუდენტების დასაქმებას უწყობს ხელს.
პრაქტიკების პერიოდშიც, ისევე როგორც კურსის მსვლელობისას, სფეროს პროფესიონალები არიან ჩართულები მუშაობის პროცესში და სტუდენტებს აძლევენ რჩევებსა და შენიშვნებს შესრულებულ დავალებებთან დაკავშირებით.
პრაქტიკების მსვლელობისას, კურსდამთავრებულებს ერთ-ერთ დავალებად ჰქონდათ შექმნათ/აეწყოთ სტიკერების კოლექცია. ნამუშევრებისთვის შერჩეული თემატიკა იყო ზაფხული და ზაფხულისთვის დამახასიათებელი თემატიკა.
“დავალების სირთულე იყო იდეების შეგროვება, ამ იდეების ილუსტრაციებად გადაკეთება და ყველაფრის ერთ სტილზე მორგება, რაც სტუდენტებს ძალიან კარგად გამოუვიდათ. საბოლოო შედეგებამდე მისვლა არ იყო მარტივი, მაგრამ ბევრი მცდელობით და სტუდენტების დაუზარებელი ჩართულობით მათ შეძლეს თავიანთი ნამუშევრების შეკრულ კოლექციებამდე მიყვანა. სტუდენტებთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, ყველაზე მეტად გამახარა იმ პროგრესის დანახვამ, რაც შესწორებიდან შესწორებამდე გამოჩნდა მათ ნამუშევრებში.” - ამბობს გიორგი ვართუმაშვილი, პრაქტიკების მენტორი.
ახლა კი, გაგიზიარებთ გრაფიკული დიზაინის, პრაქტიკაში ჩართული კურსდამთავრებულების ნამუშევრებს:
სალომე ქველიაშვილი
დეა სტეფანაშვილი
ფიქრია ყულჯანიშვილი
გვანცა მელანაშვილი
თუ შენც გსურს, რომ გახდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მოთხოვნადი და მრავალფეროვანი სფეროს სპეციალისტი და აღმოაჩინო შენს თავში ახალი შესაძლებლობები, მაშინ არ გადადო და მოასწარი ახლა გრაფიკული დიზაინის კურსზე დარეგისტრირება, ზაფხული ხომ საუკეთესო დროა ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.