,,სმარტ აკადემიას მაღალი ხარისხი აქვს, ამას კი ლექტორების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი განაპირობებს'', - გიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილმა სმარტ აკადემიაში ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსი გაიარა, ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
,,ჩემი მიზანი იყო, ტესტირების ავტომატიზაციას დავუფლებოდი’’
კურსის შესახებ
არაჩვეულებრივი კურსი იყო, დიდი და სასარგებლო ინფორმაციით დატვირთული. თაკომ, კურსის ლექტორმა, არაჩვეულებრივად აგვიხსნა ჯავას საფუძვლები და ავტომატური ტესტირების პროცესი. ვფიქრობ, ამ კურსის შემდეგ ძალიან დიდი ცოდნა მივიღე და ბევრ რამეში გავერკვიე. ასევე განვივითარე კოდის წერისა და ხარვეზების აღმოფხვრის უნარებილექტორის შესახებ
თაკო არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ლექტორი. არ არსებობს კითხვა, რომელზეც მას პასუხი არ აქვსგამორჩეული ლექცია
ყველა ლექცია თავისთავად გამორჩეული იყო. არ ვიცი, ასე კარგად ქართულ ენაზე ვინმე თუ ხსნის ჯავას საფუძვლებს. ჯავა ერთ-ერთი რთული პროგრამირების ენაა და მიუხედავად ამისა, ლექტორი ახერხებს, რომ ეს პროგრამა სტუდენტებს შეაყვაროსკურსის გავლის შემდეგ
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ კურსის გავლის შემდეგ გავერკვიე პროგრამირების საფუძვლებში და ვიცი, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობაპროფესია - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი
მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიას დავეუფლე. რა თქმა უნდა, გემოვნება ინდივიდუალურია, თუმცა მე ნამდვილად ვიპოვე ის საქმე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება მსურსსმარტ აკადემია
ვფიქრობ, რომ სმარტ აკადემიას მაღალი ხარისხი აქვს, ამას კი ლექტორების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი განაპირობებს. სმარტ აკადემიის სტუდენტები პირველები საქმდებიან ყველა გასაუბრებაზე-ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ. ფაქტი სახეზეა, რომ მაღალკვალიფიციურ განათლებასთან გვაქვს საქმე