,,კურსზე შეძენილი კომპიუტერული უნარ-ჩვევები დამეხმარება, გავაგრძელო განვითარება ავტომატიზაციის მიმართულებით’’, - კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება
თიკო იობიშვილმა სმარტ აკადემიაში ტესტირების ავტომატიზაციის კურსი გაიარა, ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს:
,,ჩემი მიზანი იყო, შემესწავლა ჩემთვის სრულიად ახალი სფერო და ახალი პროფესია’’
კურსის შესახებ
თავიდან ცოტას ვნერვიულობდი. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შევძლებდი, გზა გამეკვალა და ბოლომდე, სრულყოფილად მივყოლოდი კურსს, რადგან ეს სფერო ჩემთვის სრულიად უცხო იყო. თან რადგანაც კურსი ონლაინ იყო, ვფიქრობდი, რომ უფრო რთული იქნებოდა, თუმცა ლექტორმა შეძლო, სწავლის პროცესში ჯგუფის ყველა მონაწილე ვყოფილიყავით ჩართული ისე, რომ არ დაგვრჩენოდა კითხვები. საბოლოო შედეგითაც კმაყოფილი ვარ და საკუთარი თავითაცვისწავლე ტესტირების ავტომატიზაციისთვის საჭირო ყველა საბაზისო პროგრამა, Java საფუძვლები, intelij idea, selenide, maven, testNG, git, github, Allure. კურსზე შეძენილი კომპიუტერული უნარ-ჩვევები დამეხმარება, გავაგრძელო განვითარება ავტომატიზაციის მიმართულებით. ასევე სამომავლოდ პროგრამირების ენების უფრო მეტად შესწავლას ვფიქრობ
ლექტორის შესახებ
ჩვენი ლექტორი, თაკო დოკვაძე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თითოეულ ლექციას, დავალებას, ითხოვდა უკუკავშირს სტუდენტებისგან, პასუხგაუცემელს არ ტოვებდა არცერთ დასმულ შეკითხვას და მთელი მონდომებით ცდილობდა, საგანი ესწავლებინა ჩვენთვის. თაკო მუდმივად ზრუნავს სტუდენტის განვითარებაზე სასარგებლო რესურსების მიწოდებითგამორჩეული ლექცია
ჩემთვის გამორჩული Page Object Model-ის ლექცია ოყოკურსის დასრულების შემდეგ
ვეცდები დავიწყო მუშაობა აღნიშნული პროფესიით, გავიღრმაო ცოდნაც და შეძენილი უნარ-ჩვევებიცპროფესია - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი
ბოლო პერიოდში პროგრამირების სფეროსთან მიახლოებას ვცდილობდი და ვფიქრობ, რომ ეს პროფესია მომცემს საშუალებას, უფრო მეტი ვისწავლო და განვვითარდე ამ სფეროშისმარტ აკადემია
მქონია შეხება სხვა აკადემიებთანაც, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველაზე პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები სმარტ აკადემიის კურსმა მომცაყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ჩემი მომავალი პროფესია და საქმიანობა სმარტ აკადემიაში გავლილ ამ კურსთანიქნება დაკავშირებული