0
მენიუ
banner banner

12 თანამედროვე HR პროფესია, რომლებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება

12 თანამედროვე  HR პროფესია, რომლებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება

HR მენეჯერის, როგორც ორგანიზაციის საყრდენის, მთავარი პასუხისმგებლობა კომპანიის ადამიანური რესურსების ფუნქციის ყველა ასპექტის მართვა და ზედამხელდველობაა. წარმოგიდგენთ 12 თანამედროვე HR პროფესიას, რომლებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

Chief Employee Experience Officer
თანამშრომელთა გამოცდილების ხელმძღვანელი 

თანამშრომლის გამოცდილება (EX) ბიზნესის მნიშვნელოვანი  მამოძრავებელია. თანამშრომელთა გამოცდილების ხელმძღვანელი ადგენს, როგორ უნდა შექმნას დასაქმებულთა საუკეთესო გამოცდილება და გაზარდოს შრომით ბაზარზე ადამიანთა მაღალი მიკუთვნებულობა ბრენდის, როგორც დამსაქმებლის, მიმართ.

ის სხვადასხვა გუნდთან ერთად მუშაობს, იყენებს მონაცემებს გადაწყვეტილების მიღებისთვის და პოზიტიური გამოცდილების შექმნით თითოეულ თანამშრომელს ბრენდის ამბასადორად ქმნის. ის შეპყრობილია, შექმნას საუკეთესო ორგანიზაციული გარემო. 

საჭირო უნარები:

● მახვილგონიერება
● დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და მენეჯმენტი
● კრეატიული  აზროვნება 
● ჰოლისტიკური სტრატეგია
● ანალიტიკა და მონაცემებზე მუშაობა

HR Solution Designer
HR გადაწყვეტილებების დიზაინერი

უსასრულო სისტემური კონფიგურაციებისა და მომხმარებლის უზარმაზარი მოლოდინების სამყაროში როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული HR ინსტრუმენტები/სტრატეგიები წარმატებული იქნება?

Საკითხებზე HR  გადაწყვეტილებების დიზაინერის დახმარება პირველი გონივრული ნაბიჯია. ეს პროფესიონალი ციფრულ უნარებსა და გამოცდილებას ადამიანური კაპიტალის  მართვაში აერთიანებს, რათა შექმნას ეფექტური, თანამშრომელთა  საჭირო ორგანიზაციული  დიზაინი.

HR გადაწყვეტილებების დიზაინერი ქმნის და ავითარებს ადამიანური კაპიტალის სისტემებს ორგანიზაციაში.

საჭირო უნარები:

● ვიზუალური აზროვნება
● ციფრული ტრანსფორმაციის უნარი 
● მომხმარებელთა გამოცდილების გზამკვლევი
● პერსონების შექმნა
● პროტოტიპის დიზაინი

HR Data Analyst
HR მონაცემთა ანალიტიკოსი

HR მონაცემთა ანალიტიკოსი იყენებს მონაცემებსა და პროგრამებს, როგორებიც არის: Excel, Tableau და PowerBI, რათა HR მონაცემები ღირებულ ხედვებად და პრაქტიკულ პანელებად გარდაქმნას. მას ნათელი და დამაჯერებელი ენით შეუძლია განმარტოს, რას ნიშნავს სინამდვილეში მონაცემები.

HR მონაცემთა ანალიტიკოსის გარეშე ადამიანური კაპიტალის მართვა წარმოუდგენელია, ვინაიდან მის გარეშე ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება, მიკერძოებულად ჩაითვალოს.

საჭირო უნარები:

● მონაცემთა ანალიზი
● სტატისტიკა
● მონაცემთა ვიზუალიზაცია
● პრეზენტაცია და თხრობა (სთორითელინგი)
● ანგარიშებისა  და ბორდების შექმნა
● შესაბამისი პროგრამების ცოდნა  (მაგ.Excel, Tableau, PowerBI და სხვა)

E-recruitment Manager
E-Რეკრუტინგის მენეჯერი

E-Რეკრუტინგის მენეჯერის მთავარი პასუხისმგებლობა საუკეთესო ადამიანის იდენტიფიცირება, მოზიდვა და დაქირავებაა; მან იცის სოციალური მედიის სტრატეგიულად გამოყენება, SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია), Boolean Search, Google X-Ray და სხვა. ამ რგოლის მეშვეობით შეუძლებელი ხდება, ორგანიზაცია ვერ მისწვდეს შესაბამის კანდიდატს.

საჭირო უნარები:

● სოციალური მედიის მარკეტინგი
● გადაწყვეტის დიზაინი
● საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
● საძიებო სისტემების მარკეტინგი
● კრეატიული აზროვნება

Head of HR Data Integrity
HR მონაცემების ხელმძღვანელი

რაც უფრო იზრდება HR ანალიტიკის მიმღებლობა, უფრო მეტი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ მონაცემთა რაოდენობას, არამედ ხარისხს. HR მონაცემების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს, რომ ყველა HR მეტრიკა და ანგარიში ზუსტი და საიმედო იყოს. ისინი უზრუნველყოფენ მონაცემთა მთლიანობის საკითხების მოგვარებას, მონაცემთა მთლიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და მუდმივი გაუმჯობესების გეგმის შემუშავებას.

საჭირო უნარები:

● მონაცემთა შეფასება
● მონაცემთა კონფიგურაცია
● მმართველობითი პროგრამების ჩამოყალიბება
● გლობალური მონაცემთა ტერმინების მართვა
● მონაცემთა კონფიდენციალურობისა და კიბერუსაფრთხოების კანონების გაცნობიერება

HR Process Automation Specialist
HR პროცესის ავტომატიზაციის სპეციალისტი

HR პროცესის ავტომატიზაციის სპეციალისტს აქვს HR და IT სიღრმისეული ცოდნა და მას მთელი HR დეპარტამენტის მუშაობის გასაადვილებლად იყენებს.

სპეციალისტი რუტინული და მანუალური HR პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს, რითაც ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე შეცდომების დაშვების ალბათობა მინიმუმამდე მცირდება.

Საჭირო უნარები:

● HRIS-ის ცოდნა 
● ანალიტიკა
● პრობლემის გადაჭრა
● პროგრამირება ( SQL და სკრიპტის დაწერა)
● ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა

People Analytics Leader
ადამიანთა ანალიტიკის ლიდერი

ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტიც  კი ვერაფერს შეცვლის სწორი ხედვის გარეშე. ადამიანთა ანალიტიკის ლიდერი ორგანიზაციაში HR-ს, ადამიანთა ანალიტიკის პროექტებსა და ინიციატივებს ხელმძღვანელობს. მას მონაცემთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პროექტების წარმართვის უნარი აქვს;

გარდა ამისა, მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებზე და უზრუნველყოფს, სწორი ინფორმაცია მივიდეს ბიზნესის ხელმძღვანელებთან, რათა მათ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ.

ადამიანთა ანალიტიკის ლიდერის წყალობით, HR-ს შეუძლია, სტრატეგიული გავლენა მოახდინოს ბიზნესზე.

საჭირო უნარები:

● მახვილგონიერება
● HR ანალიტიკა
● მეტრიკა და ანგარიშგება
● დაინტერესებული მხარეების მართვა
● ანალიტიკოსთა გუნდის განვითარება და ხელმძღვანელობა 

Employee Experience  Designer
თანამშრომელთა გამოცდილების დიზაინერი

თუ აღმასრულებელი დირექტორი ფართო გამოცდილების სტრატეგიაზეა პასუხისმგებელი, თანამშრომლის გამოცდილების დიზაინერი პასუხისმგებელია, სტრატეგია ხელშესახები გახადოს.

HR უნარების კომბინაციით და  ვიზუალური აზროვნებით თანამშრომელთა გამოცდილების დიზაინერი ცდილობს, შეიტანოს ცვლილება ბიზნესის პრაქტიკულად ყველა ასპექტში.

საჭირო უნარები:

● ვიზუალური აზროვნება
● თანამშრომლების გზამკვლევი
● მონაცემის ცოდნა / მონაცემებში გათვითცნობიერება
● კომუნიკაცია
● გადაწყვეტის დიზაინიᲞოსტერი

Digital HR Consultant
ციფრული HR კონსულტანტი

ციფრულად ყველაზე გამოცდილ ორგანიზაციებსაც კი ჯერ კიდევ აქვთ ისეთი გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც მათ სწორი გზით, ახალი სისტემის შემუშავებით შეუძლიათ.

თუმცა როდესაც საქმე მგრძნობიარე პერსონალურ მონაცემებთან და საერთაშორისო მონაცემთა კონფიდენციალურობასთან გვაქვს, შესაბამისი სპეციალისტი არის  საჭირო.

ციფრული HR კონსულტანტი აერთიანებს HR სიღრმისეულ ცოდნას მოწინავე ციფრულ უნარებთან  და ახორციელებს სიღრმისეულ ცვლილებებს ორგანიზაციაში.


საჭირო უნარები:

● ციფრული HR სტრატეგია
● IT გადაწყვეტის დანერგვა
● პროექტის მენეჯმენტი
● მონაცემთა ცოდნა
● მახვილგონიერება


Digital HR Transformation Leader
HR ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერი

ციფრული შეფერხებისგან არცერთი კომპანია არ არის დაზღვეული. ციფრული HR ტრანსფორმაციის ლიდერი აცნობიერებს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია მუდმივი პროცესია. ბიზნესის ცოდნითა და ციფრული უნარებით  HR სპეციალისტები მუდმივად ეძებენ ახალ გზებს, რათა ხელი შეუწყონ ორგანიზაციის განვითარებას.

ისინი მხარს უჭერენ ინიციატივებს და აწარმოებენ გავლენიან ციფრულ პროექტებს, რომლებიც მათ ბიზნესს შრომის ბაზარზე განვითარებაში ეხმარება.

Საჭირო უნარები:

● ციფრული HR სტრატეგია
● დაინტერესებულ მხარეთა მენეჯმენტი
● იდეების ხელმძღვანელობა
● ადამიანთა  ანალიტიკა
● მონაცემთა ვიზუალიზაცია

Employer Branding Specialist
დამსაქმებლის ბრენდინგის სპეციალისტი

თუ ადამიანებს კონკრეტულ კომპანიაში დასაქმება სურთ, მიუხედავად იმისა, დასაქმებულები არიან თუ არა, და თუ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობა მათ პიროვნულად და  პროფესიულად ზრდის, ამაში დამსაქმებლის ბრენდინგის სპეციალისტს დიდი წვლილი მიუძღვის.

დამსაქმებლის ბრენდინგის სპეციალისტი ფლობს კომპანიის კულტურისა და ღირებულებების ღრმა ცოდნას, არის კრეატიული და აქვს კომერციული უნარი, რომლის წყალობით ბრენდს, როგორც დამსაქმებელს, საზოგადოებისთვის მიმზიდველს ხდის.

საბოლოოდ, ეს სპეციალისტი უზრუნველყოფს, რომ HR პროცესი ნებისმიერი მიმართულებით გამარტივებული იყოს. ხშირ შემთხვევაში ვაკანსიის გამოცხადებაც კი არ არის საჭირო, რადგან ვაკანსიის არქონის შემთხვევაშიც  კი  ადამიანები თავიანთ რეზიუმეს ისეთ კომპანიებს უტოვებენ, რომლებიც კარგად ამუშავებს დამსაქმებლის ბრენდირებას.

საჭირო უნარები:

● სოციალური მედიის მარკეტინგი
● მარკეტინგის ანალიტიკა 
● კრეატიული  ბრიფების შედგენა
●  ორგანიზაციული კულტურის განსაზღვრა
● ციფრული კომუნიკაცია

Agile HR Coach
ეჯაილ HR ქოუჩი

ეჯაილ ორგანიზაციებში თვითმმართველ გუნდებს შეუძლიათ შეასრულონ მრავალი დავალება, რომლებიც ტრადიციულად HR-ის მოვალეობაა, როგორებიც არის: რეკრუტინგი, ერფორმანსის მიმოხილვა და სხვა.

ეჯაილ HR ქოუჩი იყენებს HR უნარებს და ეჯაილ მეთოდოლოგიას, რომლითაც მხარს უჭერს ცვლილებებს ორგანიზაციაში და თანამშრომლების ქოუჩინგს, განვითარებას უზრუნველყოფს.

საჭირო უნარები:

● სისწრაფე/მოხერხებულობა
● ქოუჩინგი/წვრთნა
● ცვლილებების მართვა
● ადამიანების ანალიტიკა
● ციფრული სტრატეგია
● ეჯაილ ფილოსოფიის გაგება 
● ეჯაილ პრპოექტების მართვის ხელსაწყოების გამოყენება

თუ გინდა, სწრაფად შეძლო ცვლილებებთან ადაპტაცია და მზად იყო თანამედროვე HR მენეჯმენტისთვის, შემოუერთდი “სმარტ აკადემიის” HR მენეჯმენტის 3-თვიან კურსს.

HR მენეჯმენტის კურსზე, რომელიც 21 ფიზიკურ შეხვედრას მოიცავს, ისწავლი:

◾️ ადამიანური რესურსების მართვის ძირითად პრინციპებს
◾️ ორგანიზაციაში შეფასების, სწავლებისა და განვითარების სტრატეგიების შემუშავებას
◾️ ორგანიზაციული პროცესების/პროცედურების შეფასებასა და გაზომვას

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები