0
მენიუ
banner banner

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის - ფიქრია ყულჯანიშვილის - შექმნილი წიგნის ყდის ილუსტრაცია

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის - ფიქრია ყულჯანიშვილის - შექმნილი წიგნის ყდის ილუსტრაცია

ფიქრია ყულჯანიშვილმა სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი პრაქტიკებში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც წიგნის ყდის ილუსტრაცია შექმნა.

რა იყო ფიქრიას შთაგონების წყარო დიზაინის შექმნის პროცესში? - ამის შესახებ კურსდამთავრებული გვესაუბრება.

მოგვიყევი, რა იყო დავალების შინაარსი?

დავალების შინაარსი ბავშვთა დაცვის დღეს უკავშირდებოდა, პირობა კი იყო შემდეგი: უნდა შეგვექმნა პოსტერი ან წიგნის ყდის ილუსტრაცია საბავშვო თემატიკით. ახალ გამოწვევებთან შეჭიდებისა და საინტერესო ფიდბექის გამო წიგნის ილუსტრაციაზე მუშაობა ვარჩიე. კონკრეტულად წიგნის თემატიკაზე ბევრი არ მიფიქრია - თავიდანვე ჩემი საყვარელი ანიმაციის ილუსტრირება გადავწყვიტე.

როგორ მოგეცა შესაძლებლობა,  ჩართულიყავი პრაქტიკებში?

სმარტ აკადემიის გუნდმა საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ პრაქტიკებში ჩართვის შესაძლებლობა მომცა. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება განსავითარებლად და რეალურ პროექტებზე შთაბეჭდილების შესაქმნელად.

რა იყო შენი შთაგონების წყარო მუშაობის პროცესში?

შთაგონების წყარო იყო ჩემი ბავშვობის სათამაშო, ვინი პუჰი, რომელიც ჩემს ოთახში დღესაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.



რომელი ხელსაწყოები გამოიყენე ილუსტრაციის შესაქმნელად?

ილუსტრაციის შესაქმნელად ილუსტრატორი და ფოტოშოპი გამოვიყენე. არაერთ ხელსაწყოს მივმართე, თუმცა უშუალოდ ილუსტრაციები ძირითადად ბრაშითა და ფენთულით მაქვს შესრულებული.

დიზაინის შექმნის პროცესში რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული და ამავე დროს საინტერესო?

დიზაინის შექმნის პროცესში ყველაზე რთული და ამავდროულად საინტერესო შეიძლება ითქვას, სუბიექტური აზრით, ფონტისა და ფერების პალიტრის სწორი შერჩევაა.

როგორი განცდა გეუფლება, როდესაც შენს საბოლოო ნამუშევარს უყურებ?

ჩემთვის ყოველთვის რთულია, დავსვა საბოლოო წერტილი და ვთქვა, რომ კონკრეტული ნამუშევარი დავასრულე, რადგან თითოეული ნამუშევარი თითქოს სულ იმ “მარილს“ იკლებს, რომელიც, ჩემი აზრით, შემოქმედის თვალს მუდამ უნდა აკლდეს, საკუთარი პროექტის პირველი კრიტიკოსები კი მუდამ ჩვენ უნდა ვიყოთ. ამის მიუხედავად, საბოლოო ნამუშევარი სიამაყისა და უზომო ბედნიერების განცდას მგვრის.


რით არის გამორჩეული გრაფიკული დიზაინის სფერო?

გრაფიკული დიზაინის სფერო, ალბათ, გამორჩეულია თავისუფალი, კრეატიული და მრავალფეროვანი აზროვნების კუთხით. შენ შეგიძლია იმუშაო და ფრთები შეასხა შენს იდეებს ნებისმიერი ადგილიდან, რაც ამ პროფესიას უფრო კომფორტულს ხდის.

რამდენად გამოგადგა გრაფიკული დიზაინის კურსზე მიღებული გამოცდილება მუშაობის პროცესში და როგორ გამოიყენებ დაგროვებულ ცოდნას მომავალში?

რა თქმა უნდა, კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა იყო მთავარი და უმნიშვნელოვანესი ბაზისები, რომლის დახმარებითაც პროექტი დასრულებულ კონდიციამდე მივიყვანე.



პრაქტიკები გრძელდება, სტუდენტების ინდივიდუალურ ნამუშევრებს კი დროთა განმავლობაში გაგიზიარებთ

დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.


მოამზადა ელენე ყიფშიძემ 











სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები