0
მენიუ
banner banner

კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება კორპორატიული გაყიდვების კურსზე

კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება კორპორატიული გაყიდვების კურსზე

ნია კუპატაძემ სმარტ აკადემიაში კორპორატიული გაყიდვების კურსი გაიარა და ახლა კურსის შესახებ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

Რატომ კორპორატიული გაყიდვები?

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ. ყოველთვის მინდოდა, რომ პროფესიული ცოდნა მიმეღო ამ კუთხით და განვვითარებულიყავი. ძალიან დიდხანს ვეძებე კორპორატიული გაყიდვების კურსი და მხოლოდ სმარტ აკადემიაში აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა, მოვიძიე ინფორმაცია ლექტორის შესახებ, ზოგადად სმარტ აკადემიის შესახებ და ძალიან მომეწონა, გადავწყვიტე, რომ გამევლო ეს კურსი. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ამ კურსის გავლა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ცოდნა მომცა, როგორც თეორიული, ისე - პრაქტიკული. ჩემი მიზანი იყო, რომ ამ კუთხით მიმეღო ცოდნა, განმევითარებინა ის უნარები, რაც მჭირდებოდა ჩემს საქმეში, ეს ამ კურსმა მართლაც მოახერხა.

კურსის განმავლობაში

განვივითარე მოლაპარაკების უნარი.  გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული, რადგან ეს კურსი სრულიად დაფუძნებული არის პრაქტიკულ სავარჯიშოებზე. ზოგადად, გაყიდვები ისეთი თემაა, რომ თეორიული ცოდნით ვერ ისწავლი, წიგნში ვერ წაიკითხავ გაყიდვებს, სჭირდება რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა და  რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ კურსში, სწორედ ეს იყო, რომ კურსი სრულიად აგებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, სიმულაციებზე. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკების სიმულაცია, ზარის სიმულაცია და ეს,  ფაქტობრივად, იყო რეპეტიცია და მომზადება იმისთვის, რომ მართლა, როდესაც უკვე შეხვედრები გვექნება, მომავალში, უკვე თავისუფლად ვიყოთ.

ლექტორის შესახებ

გიორგი ნამდვილად არაჩვეულებრივი ლექტორია, პირველ რიგში, ძალიან გულისხმიერი და არაჩვეულებრივი ადამიანია. თავისი საქმის პროფესიონალია და ზუსტად იცის რა გჭირდება, როგორ მოგიდგეს და ისე მოაქვს ინფორმაცია შენამდე, რომ ზუსტად გაჩვენებს და ძალიან კარგად იმახსოვრებ ამ ყველაფერს. და რაც მნიშვნელოვანია, პრაქტიკულ რჩევებს გაძლევს და არა მხოლოდ რჩევებს, პრაქტიკას გატარებს და ფაქტობრივად გამეცადინებს, გამზადებს, იმისთვის, რაც რეალურად გჭირდება შენს საქმეში. კურსის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები და ყოველთვის ცდილობდა, რომ ინდივიდუალურად მოგდგომოდა. ზუსტად იმ თემებს განვიხილავდით, რაც რეალურად, მე ყოველდღიურად მჭირდებოდა ჩემს პროფესიაში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არა მხოლოდ შენს პროდუქტზე გესაუბრებოდა, რეალურად, ანუ, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვა შეგიძლია უკვე. გიორგი, ზოგადად, ისეთი ადამიანია, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება გარდა გაყიდვებისა. თუნდაც ის, რომ ძალიან პუნქტუალურია და დეტალებზე ორიენტირებული.

კურსის დასრულების შემდეგ

კორპორატიულ გაყიდვებს სჭირდება ძალიან სპეციფიკური უნარები: კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების უნარი. რა თქმა უნდა, ვინაიდან ამ პოზიციაზე ვმუშაობდი, ეს უნარები მეტ-ნაკლებად მქონდა, თუმცა, რაც ეს კურსი გავიარე, სულ სხვანაირად დავინახე ეს სფერო და ხედვა უფრო მეტად გამიფართოვდა, სხვადასხვა კუთხიდან დავიწყე კონკრეტული მოვლენების ყურება.

Პროფესია - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, ზოგადად, ამ პროფესიაში, კორპორატიულ გაყიდვებში არის ის, რომ დეტალებზე ორიენტირებული იყო, ყურადღებიანი, გულისხმიერი და რაც ყველაზე მთავარია, მეგობრული. იმიტომ, რომ რეალურად, როდესაც კომპანიასთან ამყარებ ურთიერთობას, ის შემდეგ შენი პარტნიორი უნდა იყოს და ეს მეგობრული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრებაში, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ინსპირაციასა და მოტივაციას გვაძლევენ, რომ რაღაცები უკეთესად გავაკეთოთ, მეტი შევძლოთ და გიორგი ზუსტად ასეთი ადამიანია. ამ კურსის გავლის შემდეგ, ნამდვილად უფრო მოტივირებული გავხდი, რომ ჩემი საქმე ძალიან, ძალიან მაგრად ვაკეთო და ეს გიორგის დამსახურებაა, მადლობა მას. 

კომპანია და კორპორატიული გაყიდვები 

კორპორატიული გაყიდვები ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, იმიტომ, რომ თუ უნდა კომპანიას გაიზარდოს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კორპორატიული გაყიდვები და შესაბამისად, მეტი შემოსავალი. რადგანაც შესაძლებელია, ერთმა შეკვეთამ ძალიან დიდი შემოსავალი მოუტანოს კომპანიას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერები იყვნენ ძალიან თავდაჯერებულები და უყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებენ. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გაიცნო ძალიან საინტერესო ხალხი, წახვიდე კომპანიებში შეხვედრებზე და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ დაამყარო კონტაქტები და ცხოვრების სხვა ეტაპზე, არ იცი რა შესაძლებლობები გელოდება წინ. ამიტომ, ვისაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაბელურია, დეტალებზე ორიენტირებულია, გირჩევთ, რომ გაიაროთ კორპორატიული გაყიდვების კურსი აუცილებლად, იმიტომ, რომ ბევრ რამეს კიდევ სხვანაირად შეხედავთ და აღმოაჩენთ, რომ თურმე შეგძლებიათ.

Სმარტ აკადემია

არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო სმარტ აკადემიას, იმიტომ, რომ რეალურად, მართლა ერთადერთია, ვისაც ასეთი სპეციფიკური კურსი აქვს კორპორატიული გაყიდვების, თანაც არაჩვეულებრივი კურსია. სმარტ აკადემიის თანამშრომლები, ძალიან მეგობრულები, საყვარლები და კარგები არიან. როდესაც აქ მოდიხარ, გრძნობ, რომ შენიანები არიან.

დარეგისტრირდი კორპორატიული გაყიდვების კურსზე აქ.

 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები