0
მენიუ
banner banner

კურსმა სწორი მიმართულება მომცა, რაც პროფესიულ წინსვლაში დამეხმარება - ანანო კანდელაკის შთაბეჭდილება

კურსმა სწორი მიმართულება მომცა, რაც პროფესიულ წინსვლაში დამეხმარება - ანანო კანდელაკის შთაბეჭდილება

 

ანანო კანდელაკმა სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

"ჩემი მიზანი გრაფიკული დიზაინის უმაღლეს დონეზე შესწავლა იყო. კურსის მიმართ არსებულმა მოლოდინმა რეალობას გადააჭარბა, გავიგე და ვისწავლე უფრო მეტი, ვიდრე მოველოდი."

კურსის განმავლობაში

საფუძვლიანად ვისწავლე გრაფიკული დიზაინი. კურსმა სწორი მიმართულება მომცა, რაც პროფესიულ წინსვლაში დამეხმარება.

ლექტორის შესახებ

ვფიქრობ, რომ მარიამი ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერია საქართველოში, აქვს ძალიან დახვეწილი და თანამედროვე სტილი, ძალიან უყვარს საკუთარი საქმიანობა და ალბათ, ამის დამსახურებით ეს ენერგია სხვებზეც გადმოაქვს. მაქსიმალურად ერთვება სტუდენტების სამუშაო პროცესში და ამომწურავ პასუხებს გვცემს თითოეულ დეტალზე.

კურსის გავლის შემდეგ

გრაფიკული დიზაინის მიმართულებით გამოცდილების დაგროვებას ვგეგმავ.

Პროფესია - გრაფიკული დიზაინერი

ამ პროფესიაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ საშუალებას გაძლევს გამოხატო საკუთარი თავი, ხასიათი.

Სმარტ აკადემია

მომწონს, რომ თითოეული კურსი დეტალურადაა ჩაშლილი და უდიდეს ცოდნას იძლევა შენთვის საინტერესო და სასურველი სფეროს მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, სმარტ აკადემია დიდ როლს ითამაშებს ჩემს კარიერულ წინსვლაში.

დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები