კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება კორპორატიული გაყიდვების კურსზე
ანა გოგოშვილმა სმარტ აკადემიაში კორპორატიული გაყიდვების კურსი გაიარა და ახლა კურსის შესახებ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ჩემი მიზანი იყო საინტერესო ადამიანების გაცნობა და საკუთარი თავის, ცოდნის და უნარების გამოცდა. ასევე, რა თქმა უნდა, გაყიდვების სფეროში არსებული სიახლეების, საინტერესო ტექნიკების და მიდგომების გაცნობა.”
რატომ კორპორატიული გაყიდვები?
მეტი ახალი და საინტერესო ინფორმაციის ათვისება მსურდა გაყიდვების სფეროზე, კორპორატიული გაყიდვები კი იმდენად საინტერესო სამუშაო სფეროა, უამრავ წვრილმან დეტალს მოიცავს, რომლის შესწავლაც ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ საქმიანობაში ყველა ჩვენგანს სჭირდება.
კურსის ბოლოს გავაცნობიერე, რომ საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. მეტად თავდაჯერებული გავხდი, მაგალითად მოლაპარაკებების წარმართვის ნაწილში, სხვანაირად შევხედე გაყიდვების პროცესს. პრაქტიკულმა დავალებებმა, ქეისებმა და სიმულაციებმა დამარწმუნა, რომ ბევრი რამ არც თუ ისე მარტივი ყოფილა, როგორც შორიდან ჩანდა. ამ ნაწილის გაცნობიერება კი შესაძლებლობას მაძლევს ვიფიქრო, როგორ დავხვეწო ჩემი უნარები.
ლექტორის შესახებ
ლექტორი მაქსიმალურად ცდილობდა რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება, წინააღმდეგობები შეექმნა სიმულაციების და დავალებების საშუალებით. რაც თითოეული დამსწრისათვის საინტერესო გამოცდილება იყო. ფაქტობრივად, ყველა “ცუდ” სცენარს გავდიოდით სიმულაციის დროს, რაც გვაძლევდა შესაძლებლობას გაგვეანალიზებინა ჩვენი შეცდომები და შემდგომში დაგვეხვეწა თუნდაც მოლაპარაკების წარმართვის ნაწილი.
ვფიქრობ, ლექტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, რომ საინტერესოდ წარმართოს პროცესი, იყოს ჩართული მთლიანად სწავლების პროცესში, ჰქონდეს იმის სურვილი რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად ბევრი რამ ისწავლონ, ეს ყველაფერი კი გიორგის ნამდვილად გააჩნდა.
კურსის გავლის შემდეგ
კურსის გავლის პერიოდშივე დავიწყე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დასრულების შემდეგ კი, უფრო საინტერესოდ დავიწყე სამუშაო პროცესის წარმართვა. მიღებული ცოდნით ბევრად გამიმარტივდა უკეთესი შედეგების მიღწევა.
Პროფესია - გაყიდვების მენეჯერი
ეს პროფესია იმიტომ მომწონს, რომ მიყვარს ადამიანები და მათთან კომუნიკაცია. ამ სფეროში კი ეს თითქმის ყოველდღე მიწევს. ეს პროფესია გაძლევს საშუალებას განავითარო საკუთარი უნარ-ჩვევები, თვისებები და ამავდროულად, სხვა ადამიანების ყოველდღიურობაზეც იქონიო პოზიტიური გავლენა.
Რჩევა კურსდამთავრებულისგან
ჩემი რჩევაა, ვისაც ამ სფეროში მუშაობის და განვითარების ინტერესი აქვს, არ გადადონ და დაიწყონ სწავლა. კურსის დასრულების შემდეგ ზუსტად ეს განცდა მქონდა, რომ ცოტა გვიან გადავწყვიტე კორპორატიული გაყიდვების შესწავლა.
Სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია ჩემი ოჯახია.
დარეგისტრირდი კორპორატიული გაყიდვების კურსზე აქ.