0
მენიუ
banner banner

კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე

კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე

 

სოფო ბაქრაძემ სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა. ახლა კი კურსის შესახებ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო შემექმნა ზოგადი წარმოდგენა მანუალ ტესტირებისა და იმ ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც ციფრული პროდუქტების დასატესტად გამოიყენება.”

კურსის განმავლობაში

ვისწავლე თუ რას გულისხმობს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პროფესია, რა მოვალეობები აქვს, რა საკომუნიკაციო არხებს იყენებს, რა ხელსაწყოებით მუშაობს და როგორ წარმართავს სამუშაო პროცესს.

კურსის განმავლობაში გავხდი დეტალებზე უფრო ორიენტირებული და გავიაზრე ანალიტიკური უნარების მნიშვნელობა.

ლექტორის შესახებ 

საუკეთესო ლექტორები არიან, დაუღალავად და დაუზარებლად ხსნიან მასალას. ლექციის შემდეგაც, ნებისმიერ დროს, შეუძლიათ კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე, გვაწვდიან სხვა დამატებით მასალებს, ცოდნის გასაღრმავებლად.

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის გავლის შემდეგ, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით შემეძლება დასაქმება, თუნდაც ფრილანსერად.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

საინტერესოა როგორ ვითარდება პროდუქტი და მიდის საბოლოო მომხმარებლამდე, როგორ მოდიფიცირდება და შედის ცვლილებები, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს. საინტერესოა უკუკავშირის მოსმენა და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ შესაძლებლობა მომცა გამევლო ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი და ჩამეხედა სიღრმეებში, ასევე, საშუალება მომცა დავუფლებოდი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პროფესიას. რაც შეეხება გუნდს, ძალიან ორგანიზებულები ხართ, ნებისმიერ დროს გვპასუხობთ და გვეხმარებით.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები