0
მენიუ
banner banner

,,სმარტ აკადემია ჩემთვის წარმატებისა და უშრეტი ენერგიით სავსე ადამიანების ადგილია, სადაც ცოდნასა და მრავლისმომცემ გამოცდილებას იძენ’’.

,,სმარტ აკადემია ჩემთვის წარმატებისა და უშრეტი ენერგიით სავსე ადამიანების ადგილია, სადაც ცოდნასა და მრავლისმომცემ გამოცდილებას იძენ’’.

მარი ხარატიშვილმა სმარტ აკადემიაში თავდაპირველად HR მენეჯმენტის კურსი გაიარა, კურსის დასრულების შემდეგ კი სმარტ აკადემიაში, კარიერული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდა.

ახლახანს მარიმ IT და TECH რეკრუტინგის კურსი დაასრულა, ახლა კი შთაბეჭდილებას გვიზიარებს: 

,,ჩემი მიზანი იყო,  IT რეკრუტინგის შესწავლით HR მენეჯმენტის სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა, ერთმანეთისაგან გამემიჯნა IT როლები და შემესწავლა ტექნოლოგიები, რომლებზეც, ფაქტობრივად, ციფრული სამყარო დგას’’.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე ისეთი პროცესები, როგორებიც არის: სორსინგი, სქრინინგი, რელევანტური ტალანტების მოძიების, ბულეან სერჩის პრინციპი. გარდა ამისა, უკვე მაქვს Talent Pool-ის შექმნისა და მასში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. კურსის მსვლელობისას ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაზეც მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა

ლექტორის შესახებ

ლერი არის უნიჭიერესი, ყურადღებიანი და ძალიან კარგი ადამიანი და, რა თქმა უნდა, თავისი საქმის პროფესიონალი. მათ, ვისაც ეს სფერო აინტერესებთ და სწავლა გადაწყვეტილი აქვთ, მინდა იცოდნენ, რომ ლერი მდინარაძე უკონკურენტოა

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექცია გამორჩეული იყო, თუმცა ერთს მაინც გამოვყოფდი - როდესაც გვყავდა რეალური კანდიდატები, რომლებსაც გასაუბრებას ვუტარებდით

კურსის დასრულების შემდეგ

კურსის დასრულების შემდეგ სულ ცოტა ხანში საერთაშორისო სერთიფიკატი მივიღე, რაც მანამდე შეუძლებლად მეჩვენებოდა. ჩემი თავდაჯერებულობა უფრო გაიზარდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტს შევძლებ ამ მიმართულებაში

პროფესია - IT და Tech რეკრუტერი

თუკი გიყვარს ადამიანები, მათთან კომუნიკაცია და მოგწონს, როცა მათ კარიერულ განვითარებასა და შიდა ორგანიზაციულ საკითხებში ეხმარები, გაგაჩნია მოლაპარაკების კარგი უნარი, ეს სფერო შენთვისაა

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ჩემთვის წარმატებისა და უშრეტი ენერგიით სავსე ადამიანების ადგილია, სადაც ცოდნასა და მრავლისმომცემ გამოცდილებას იძენ

სმარტ აკადემიამ ჩემს კარიერულ წინსვლაში უდიდესი როლი ითამაშა და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი გუნდის თითოეულ წევრს

დარეგისტრირდი IT და TECH რეკრუტინგის  კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები