კურსდამთავრებულის შთაბეჭდილება MS EXCEL ექსპრეს კურსზე
ლიკა ფაიქიძემ სმარტ აკადემიაში MS EXCEL ექსპრეს კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
“ჩემი მიზანი ექსელის საფუძვლიანად შესწავლა იყო. კურსმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან სრულყოფილი ცოდნას მომცა.”
კურსის განმავლობაში ვისწავლე
ექსელის ძირითადი ფუნქციები - სხვადასხვა ანგარიშებთან დაკავშირებული ქეისების ამოხსნა და ანალიზი, სწორი პასუხების შემოწმება და სხვა მრავალი რამ.
კურსის განმავლობაში განმივითარდა ლოგიკური აზროვნების უნარი და გავხდი დეტალებზე უფრო მეტად ორიენტირებული. გავიაზრე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გულდასმით და მოთმინებით მუშაობას.
ლექტორის შესახებ
ლექტორი - გაწონასწორებული, პოზიტიური, სამართლიანი, მეგობრული, საინტერესო და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალია. სიტყვა პროფესიონალიც კი არაა საკმარისი მის აღსაწერად.
კურსის დასრულების შემდეგ
აუცილებლად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას სამუშაო პროცესში.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ საშუალება მომცა აღმომეჩინა ახალი და საინტერესო პროფესიები, მეპოვა და განმევითარებინა საკუთარი თავი.
მთელი გუნდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. დარწმუნებული ვარ, სმარტ აკადემია კიდევ ბევრ ადამიანს დაეხმარება მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაში. Ძალიან დიდ მადლობას ვუხდი აკადემიას და ლექტორს, წარმატებებს გისურვებთ!
დარეგისტრირდი MS EXCEL ექსპრეს კურსზე აქ.