0
მენიუ
banner banner

შთაბეჭდილება MS EXCEL ექსპრეს კურსზე

შთაბეჭდილება MS EXCEL ექსპრეს კურსზე

 

თამარ მელაძემ სმარტ აკადემიაში MS EXCEL ექსპრეს კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

“ჩემი მიზანი იყო აღმედგინა სტუდენტობის დროს დაწყებული და დამთავრებული ურთიერთობა ექსელთან, რაც შევძელი უკარგესი ლექტორის დახმარებით.”

ყოველთვის შიშით ვუყურებდი ექსელს, წარსულში მისი შესწავლის წარუმატებელი მცდელობის გამო, თუმცა კურსის დახმარებით უფრო მარტივად დავიწყე მისი აღქმა. მომწონს, რომ ექსელი ამარტივებს ყველაფერს, თუ მის სწორად გამოყენებას ისწავლი.

კურსის განმავლობაში ვისწავლე

რომ კითხვის დასმა არ არის სირცხვილი და, რომ ექსელი ნამდვილად არ არის ისეთი საშიში, როგორიც ჩანდა, ამ კურსამდე.

კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარება ყოველდღიურობაში არსებული, თითქოს რთული, ამოცანების უფრო გამარტივებული და სწრაფი ხერხით მოგვარებაში. ახლა მეტად გამიმარტივდება სხვადასხვა ინფორმაციით სავსე დოკუმენტების მომზადება.

ლექტორის შესახებ

პირველ რიგში, ის არის კარგი ადამიანი და შემდეგ კარგი ლექტორი. ყოველთვის ცდილობს მოგერგოს, გაგითვალისწინოს, დაგეხმაროს, აგიხსნას და რაც მთავარია, ამას არ აკეთებს მოვალეობის მოხდის მიზნით, ამას აკეთებს საკუთარი სურვილით და პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც თითოეული სტუდენტის მიმართ აქვს.

სმარტ აკადემია

ყურადღება, ზრუნვა და ჩართულობა, რაც დავინახე აკადემიის მხრიდან უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ რაღაც ახალი ისწავლონ. 

სმარტ აკადემიის გუნდის ორგანიზებულობა ყველაზე მეტად დასაფასებელია. კომფორტულია ხარისხიანი განათლების მიღება ონლაინ, როდესაც დედაქალაქში არ ცხოვრობ.

დარეგისტრირდი MS EXCEL ექსპრეს კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები