0
მენიუ
banner banner

კრეატიული კონტენტის და ქოფირაითინგის კურსდამთავრებულები

კრეატიული კონტენტის და ქოფირაითინგის კურსდამთავრებულები

კრეატიული კონტენტი და ქოფირაითინგი სმარტ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსია, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს, გარდა სერტიფიკატისა და ლექტორის წერილობითი რეკომენდაციისა, 1 თვიან პრაქტიკას სთავაზობს პარტნიორ კომპანიებში. გიზიარებთ კრეატიული კონტენტის და ქოფირაითინგის წარმატებულ კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებებს.


ნანუკა ალადაშვილი

ლექციები ინფორმაციული და ინტერაქციული აღმოჩნდა. თითოეული ლექციიდან ემოციებით დატვირთული გამოვდიოდი, ყოველ ჯერზე ახალ-ახალ, საინტერესო ცოდნას ვიღებდი. მივხვდი, რომ ჩემთვის სრულიად ახალი პროფესია აღმოვაჩინე, რომლის არსებობის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. დავრწმუნდი იმაშიც, რომ იდეების სწორად გენერირებასა და სოციალური ქსელებისთვის  კრეატიული კონტენტის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს. გამომიმუშავდა ყველა ის უნარი, რაც კონტენტ მენეჯერს სჭირდება - ვისწავლე ბრენდებისთვის კონტენტის ტიპის მორგება, ბრიფის სწორად წერა და გავერკვიე სოციალურ ქსელების ქოფირაითინგის მექანიზმში.

კურსის დასრულების შემდეგ ცხადია, მინდოდა, ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეცადა. სმარტ აკადემიამ ამაზეც იზრუნა და მათი რეკომენდაციით სარეკლამო სააგენტო FCB Artgroup Tbilisi- ში გავიარე სტაჟირება.


ელენე გოგოლაძე

კურსის განმავლობაში გავაცნობიერე, თუ როგორ მოვიყვანო ჩემი აზრები, ფანტაზიები და შთაგონებები მწყობრში. ვისწავლე პატარ-პატარა ნაბიჯებით, ლექციებზე ათვისებული ტექნიკებითა და გონებრივი სავარჯიშოებით, დიდ იდეამდე მისვლა. განვივითარე უნარები, რომელიც დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა მთავარი სათქმელის მარტივად გადმოცემის ხელოვნება, სრულიად უმნიშვნელო მოვლენებიდან და ყოველდღიურობიდან განსაკუთრებული ნიუანსების დაჭერა, რაც არა მარტო კრეატიული კონტენტის წერაში, არამედ ცხოვრებაში, ურთიერთობებში და ნებისმიერი რუტინული საქმის ექსტრავაგანტურად დანახვაში მეხმარება.

კურსის გავლის შემდეგ ჩემ მიერ დასახულ მიზანთან ძალიან ახლოს მივედი. დავრწმუნდი საკუთარ შესაძლებლობებში. მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ქოფირაითერს სჭირდება - წერის ტექნიკები, მარტივი ხერხები თუ როგორ მივუჩინო იდეებს თავისი ადგილი და დავიწყე ქოფირაითინგის საკუთარ საქმიანობად გადაქცევა.


მარიამ გამზარდია

ხშირად ვუბრუნდები „კონტენტ ლაინებისა“ და უშუალოდ „ქოფიზე“ მუშაობის ლექციებსაც, სადაც თათიამ ინსპირაციისთვის უამრავი საინტერესო ხრიკი გაგვიზიარა. განსაკუთრებით ველოდი პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რამაც რეალური სამუშაო გარემოსთვის მომამზადა. სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ ლექციების ჩანაწერები გვაქვს და ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო. ყოველ ჯერზე კიდევ უფრო სხვა კუთხით ვიღებ და ვამუშავებ ამ ინფორმაციას. ეს მართლა უნიკალური შესაძლებლობაა.

ალბათ, გსმენია ფრაზა – Every product has a unique personality and it is your job to find it (ყველა პროდუქტს აქვს უნიკალური თავისებურება და შენი საქმეა იპოვო ის). კურსის მსვლელობისას და მას შემდეგ, მსგავსი აზრები გონებაში ხშირად მიტრიალებს. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ რაღაცაზე დაკვირვება, რაღაცის გამოცნობა და ისტორიის შექმნა შემიძლია. ეს ნიშნავს, ერთ სფეროში ვიყო და ყველაფერს მოიცავდეს ჩემი გონება. მომწონს, რომ ადამიანებისთვის რაღაცის გამარტივება და ინფორმაციის გადაცემა შემიძლია. მთავარი კი, ალბათ, მაინც იდეის რეალობად ქცევის შესაძლებლობაა. სინამდვილეში ხომ, ყველაფერი იდეიდან იწყება...


დიანა გელაშვილი


ინტერაქციული და საინტერესო ლექციების დამსახურებით, კურსის განმავლობაში ვისწავლე ინსპირაციის ძიების გზები, კრეატიული იდეების გენერირება და შევიძინე ამ იდეების განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის მიმდინარეობისას განვითარებული უნარებიდან გამოვარჩევდი დეტალებზე ორიენტირებას. ლექტორი დაგვეხმარა, მანამდე ხშირად შეუმჩნეველი თუ ყოველდღიური მოვლენაც კი ინსპირაციის წყარო და ეფექტური იდეის გენერირების საშუალება გამხდარიყო.

თათია დოლიძე არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ის არა მხოლოდ თავდაუზოგავად გიზიარების მის ცოდნას, ასევე გიქმნის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს აზრების თავისუფლად გამოხატვისთვის. კურსის განმავლობაში თათია არაერთხელ დამეხმარა მემოგზაურა საკუთარ თავში, აღმომეჩინა ახალი ცოდნა და უნარები, რომლებიც არც კი ვიცოდი, თუ მანამდე ჩემში იყო.


Მარიამ ხარაიშვილი

თათია დოლიძე ყველაზე კომფორტული ადამიანია და ამას ლექციის პირველი დღიდანვე გაგრძნობინებს. არანაირი უხერხულობა ან შიში. აქვს არაჩვეულებრივი იუმორი, გემოვნება და რა თქმა უნდა, კვალიფიკაცია საკუთარ სფეროში. ცდილობს ყველასთან იყოს უშუალო, მეგობრული და სამართლიანი. 

სმარტ აკადემია არის საოცრად პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი და პოზიტიური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, სადაც ცდილობენ, თითოეულ სტუდენტს დაეხმარონ გზის გაკვალვაში. ორთვიანი კურსის გავლის შემდეგ, აკადემია აქტიურად მაწვდის შესაბამისი სფეროს ირგვლივ არსებულ ინფორმაციებს. გარდა ამისა, ერთ-ერთ ყველაზე კარგ კომპანიაში დავიწყე სტაჟირება, რაც დამერწმუნეთ, მისწრებაა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება სურს.

თუ თვლი, რომ წერა კარგად გამოგდის და გსურს ჰობი პროფესიად აქციო, შემოგვიერთდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე და შეისწავლე სფერო სიღრმისეულად სპეციალისტისგან.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები