0
მენიუ
banner banner

“ჩემს კარიერულ წინსვლაში სმარტ აკადემიის როლი განუზომელია” - ნინო ხეთაგაშვილის შთაბეჭდილება

“ჩემს კარიერულ წინსვლაში სმარტ აკადემიის როლი განუზომელია” - ნინო ხეთაგაშვილის შთაბეჭდილება

 

ნინო ხეთაგაშვილმა სმარტ აკადემიაში ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი გაიარა, ჩაერთო პრაქტიკებში და დასაქმდა კომპანია “Betsolutions” -ში,  პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერად. ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს

“ჩემი მიზანი იყო ახალ პროფესიას დავუფლებოდი და მიმეღო ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც კარიერულ ზრდაში დამეხმარებოდა.”

კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები მქონდა. ზუსტად ვიცოდი, რომ სმარტ აკადემია მაქსიმალურად შემიწყობდა ხელს და კურსს წარმატებით დავასრულებდი, რაც ასეც მოხდა კიდეც.

კურსის განმავლობაში

კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს შეიძლება დასჭირდეს პროფესიულ საქმიანობაში. სილაბუსი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და დატვირთული. პროგრამა სრულად შეესაბამებოდა ISTQB -ის გამოცდის სტანდარტებს და მაქსიმალურად იყო მორგებული სტუდენტის საჭიროებას. 

კურსის განმავლობაში განვითარებული მნიშვნელოვანი და საჭირო უნარ-ჩვევები პროფესიულ ზრდაში დამეხმარა.

ლექტორის შესახებ

ჩვენი  ლექტორი იყო ძალიან ყურადღებიანი და მეგობრული. მაქსიმალურად იხარჯებოდა სწავლების პროცესში, თითოეულ საკითხს გასაგებად ხსნიდა და პასუხგაუცემელ კითხვებს არ ტოვებდა. ცდილობდა სწავლების პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო სამუშაო გარემოსთან.

კურსის დასრულების შემდეგ

წარმატებით გავიარე სტაჟირება კომპანია “a1qa” -ში. ასევე, ჩავაბარე ISTQB-ის გამოცდა და გავხდი სერტიფიცირებული ტესტერი. შემდეგ კი დავსაქმდი კომპანია “Betsolutions” -ში.

პროფესია - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

მომწონს შესაძლებლობა, რომ შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი და ხვალ დღევანდლის უკეთესი ვერსია იყო.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა შანსი და გამბედაობა გადამედგა პირველი ნაბიჯები ჩემთვის სრულიად უცხო პროფესიაში. დამარწმუნა, რომ გვიანი არასდროსაა, თუ გული ოცნებებითაა სავსე.

ჩემს კარიერულ წინსვლაში სმარტ აკადემიის როლი განუზომელია.

დარეგისტრირდი ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები