0
მენიუ
banner banner

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულები ფინალურ პროექტებს გვიზიარებენ

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულები ფინალურ პროექტებს გვიზიარებენ

თანამედროვე პროფესიებს შორის, გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი სფეროა. გრაფიკული დიზაინის პროფესია საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითია. რაც მთავარია, ის შესაძლებლობას გაძლევს დასაქმდე როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ ბლოგში, ვისაუბრებთ გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულთა ფინალურ პროექტზე.

კურსის ლექტორი, მარიამ გიგუაშვილი გვიყვება კურსზე და სტუდენტების ფინალურ დავალებაზე, თუ რა იყო ბრიფი და რა ეტაპები გაიარეს სტუდენტებმა ფინალურ პროექტამდე - 

“კურსმა ძალიან საინტერესოდ და ინტენსიურად ჩაიარა. ორმხრივმა მაღალმა ჩართულობამ ძალიან კარგ შედეგებამდე მიგვიყვანა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო პროგრესის დაკვირვება მთლიანად კურსის და განსაკუთრებით ფინალურ პროექტზე მუშაობის დროს.

ფინალური გამოცდისთვის სტუდენტებს უნდა შეექმნათ მუსიკალური ან ფილმების ფესტივალის ვიზუალური იდენტობა. პირველ რიგში, იწყებოდა მუდბორდზე და კონცეფციაზე მუშაობა, შემდეგ უკვე ძირითადი ვიზუალის შექმნა და დახვეწა, ბოლოს უკვე ამ ვიზუალის ჩაშლა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის, როგორებიცაა: საბეჭდი პოსტერი, სოციალური მედიის გვერდების შეფუთვა და პოსტები, ასევე სხვადასხვა საფესტივალო ნივთების დაბრენდვა. საბოლოო პროექტში მაქსიმალურად ყველა უნარის გამოყენება იყო საჭირო, რაც კურსის განმავლობაში შეიძინეს სტუდენტებმა.”


ანი ონიანი

გრაფიკული დიზაინი იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა  ვიდრე ველოდი. კურსის გავლის შემდეგ, მივხვდი, რომ მონდომებისა და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შედეგად, აუცილებლად შევძლებ ჩემი ილუზიები და წარმოსახვები ხელშესახები გავხადო. Ჩემთვის, გრაფიკული დიზაინი საკუთარი თავის გამოხატვის ყველაზე საინტერესო საშუალებაა.


ელენე მუმლაძე


Მარიამ ბულაური

ქუჩაში რომ გავდივარ, ყველაფერს სხვანაირად ვაკვირდები. უკვე ვიცი, რა ვიზუალის უკან რა დგას და ჩემთვის ეს ძალიან სახალისო გახდა. კურსის განმავლობაში განვივითარე ტექნიკური უნარები უმაღლეს დონეზე, რაც ლექტორის და მისი თანაშემწის უდიდესი დამსახურებაა.


Ნინო გოგიაშვილი

ზოგადად, ძალიან მიყვარს ხელოვნება, ხატვა. Ხო შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ნამუშევრები გრაფიკულად შექმნა, ჩემთვის, მეტად საინტერესო და სასიამოვნოა.


დავით გაბედავა

ჩემი მიზანი იყო აღმომეჩინა სფერო, რომელშიც თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნობდი და ვფიქრობ, ეს ამ კურსის წყალობით მოვახერხე.

გრაფიკულ დიზაინში მომწონს თავისუფლება. ეს სფერო გაძლევს საშუალებას გამოხატო საკუთარი თავი, იყო კრეატიული და შემოქმედებითი.


ქეთი ჭავჭავაძე

ფინალურ პროექტზე მუშაობა კურსის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილი იყო. პროცესით ძალიან ვისიამოვნე, რადგან მიღებული ცოდნა მიადვილებდა ყოველ ნაბიჯს მიზნამდე. დასაწყისში ყველაფერი, თითქოს, ქაოტური იყო . სანამ სასურველ - იდეას, სტილს და ხასიათს მივაგენი. თუმცა, ლექტორის ჩართულობა და მითითებები დამეხმარა სრულყოფილად წარმედგინა პროექტი. 


ქეთო ცაციაშვილი


თათა საბაშვილი


ანუკი ხუფენია


ლიკა თეგეთაშვილი


ნიკოლოზ ელიაშვილი

კურსს ასევე აფასებს, ლექტორის ასისტენტი - სალომე ჩუბინიძე

“ძალიან საინტერესო და აქტიური პროცესი იყო სტუდენტებისთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა. თითოეული მათგანი სრულიად ჩართული იყო კურსის განმავლობაში და მაქსიმალურად ცდილობდნენ მოეხმოთ საკუთარი ფანტაზიებისთვის. თავიანთი ხასიათი და ინტერესი გამოხატეს საკუთარ ნამუშევრებში. Ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო მათ მიერ დასმული კითხვები სასწავლო პროგრამის ისრგვლივ. Კითხვებს სვამდნენ არამარტო იმის გასაგებად, ტექნიკურად სწორად მიდიოდნენ თუ არა, არამედ კონცეფცია სწორად ჰქონდათ თუ არა გამოხატული.”

თუ შენც გინდა დაეუფლო ისეთ პროფესიას, რომელიც საინტერესო და მოთხოვნადია მაშინ, დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე და აქციე გონებაში წარმოდგენილი ფანტაზია რეალობად.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები