0
მენიუ
banner banner

"გრაფიკული დიზაინის ცოდნა საშუალებას მაძლევს გადმოვცე ჩემი ხედვები, უფრო ორიგინალურად, ილუსტრაციების და პოსტერების საშუალებით" - დაჩი გორდელაძის შთაბეჭდილება

"გრაფიკული დიზაინის ცოდნა საშუალებას მაძლევს გადმოვცე ჩემი ხედვები, უფრო ორიგინალურად, ილუსტრაციების და პოსტერების საშუალებით" - დაჩი გორდელაძის შთაბეჭდილება

 

დაჩი გორდელაძემ სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

„ჩემი მიზანი იყო შემესწავლა პროგრამები: Illustrator და Photoshop, Რათა  შემექმნა პოსტერები და ილუსტრაციები, რომლებშიც ჩანს ჩემი - ტექნიკა, ხედვა, სტილი და სპონტანურობა.”

კურსის განმავლობაში 

გავიაზრე, რომ მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე მაძლევდა იმ შედეგს, რომელიც მიზნად მქონდა დასახული.

კურსის განმავლობაში დაგროვებული უნარები მეხმარება იმ დონესთან დაახლოებაში, რომელიც 3D ანიმაციურ სამყაროში შეჭრას და მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების შექმნას გულისხმობს. 

ლექტორის შესახებ

ლექტორი - უბრალოდ, დადებითი ემოციების მატარებელი. ზიზი პირველივე ლექციიდან გახდა ჩვენი მეგობარი, ის სრულყოფილად ხსნიდა ლექციებს, რაც გვიმარტივებდა სწავლას. 

გამორჩეული ლექცია

გამორჩეული ლექცია ფინალური იყო, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი, რადგან მსურდა შემეკრა ყველა ის ნამუშევრი და ცონდა, რომელსაც მთელი კურსის განმავლობაში ვაგროვებდი.

კურსის დასრულების შემდეგ

დავეუფლე ყველა იმ ტექნიკას, რომელიც საშუალებას მაძლევს შევქმნა სასურველი ილუსტრაციები.

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინის ცოდნა საშუალებას მაძლევს გადმოვცე ჩემი ხედვები, უფრო ორიგინალურად, ილუსტრაციების და პოსტერების საშუალებით.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ პირველივე ლექციიდან დამარწმუნა, რომ მივაღწევდი იმ დონეს, რომელიც მიზნად მქონდა დასახული. მათზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.

დარეგისტრირდი  გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები