საახალწლო კამპანიები ქართული ბრენდებისგან
ახალი წელი, ბრენდებისათვის, საუკეთესო პერიოდია ისეთი შთამაგონებელი კამპანიების შემოსათვაზებლად, რაც მთელი წლის განმავლობაში, სასაუბრო და განსახილველი თემა იქნება.. ახალ წელს ყველა მოუთმენლად ელის, ეს ხომ ზღაპრული დღესასწაულია, რომელსაც ყველა ზეიმობს და განსაკუთრებულად აღნიშნავს.
წარმოგიდგენთ ქართული ბრენდების საახალწლო კამპანიებს, რომლებიც უბრალოდ პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვას კი არა, არამედ უფრო მაღალ მიზანებს ემსახურება.
1. Tegeta • თეგეტა
თეგეტას საახალწლო კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებული და მრავალფეროვანი გზებია წარმოჩენილი. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ყველა ადამიანს, საკუთარი ტრადიცია აქვს ახალ წელთან. Საერთო კი, რაც ყველას გვაერთიანებს, უსაფრთხოების წესების დაცვაა, სწორედ უსაფრთხოებას ეხება ეს კამპანია და მოგვიწოდებს, რომ - “აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.”
2. McDonald's Georgia
რეკლამის სიუჟეტი ორ ნაწილადაა დაყოფილი. სიუჟეტის, პირველ ნაწილში, ვხედავთ ადამიანებს შორის განსხვავებებს, მათი ქცევებისა თუ აზრების დაპირისპირებას. Მეორე ნაწილში კი, ყველა ეს განსხვავებული ადამიანი, ერთმანეთთან საერთოს პოულობს, მათ მაკდონალდსი აერთიანებთ.
3. Basisbank - ბაზისბანკი
ყველანი ვყოფილვართ არჩევანის წინაშე, როდესაც საახალწლოდ საჩუქრებს ვარჩევთ. რეკლამაში წარმოდგენილია საჩუქრის შერჩევის სამი ამბავი და ბოლოს გადაწყვეტის- თუ რა შვებაა, როდესაც არჩევანის გაკეთება არ გიწევს და შეგიძლია იყიდო ორივე. Ბაზისბანკი ამ პრობლემის მოგვარებას თავისი მეგო ბარათის დახმარებით გვთავაზობს.
4. zoommer • ზუმერი
ზუმერი ჩვეულებრივი საახალწლო საჩუქრებისგან გვათავისუფლებს სმარტფონთა, ლეპტოპთა, ყურსასმენთა, პლანშეტთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა რაინდის დახმარებით. რაინდი არაჩვეულებრივი საჩუქრების შესაძენად ხალხს ურჩევს, ზუმერს ეწვიონ.
5. Alta • ალტა
ალტა, თავისი სარეკლამო რგოლში გვთავაზობს სპეციალურად საახალწლო ამოცანების გასამკლავებლად შექმნილ გუნდებს, რომლებიც დაგვეხმარებიან: საახალწლო განწყობის შექმნაში, საჩუქრის მშვიდად შერჩევაში, ბედნიერი სახეების მიღებაში, საჩუქრების ბოლო წამამდე მიყვანაში ხელის შეშლაში. ზოგი გუნდი ფასებს აზღვევს, ზოგიც კი მოსაბეზრებელი სიმღერებისგან გვიცავს. ასეთ იდილიას გვთავაზობს ალტა, თავისი საახალწლო კამპანიით.
6. თეთრი კვადრატი • White Square
ახალი წლის მოსვლასთან ერთად ყველაფერი თითქოს ახლიდან იწყება. ვცდილობთ, ყველაფერი უფრო განსხვავებული და განსაკუთრებული გავხადოთ.
“ყველაფერი იცვლება, თავდაყირა დგება და შენც თითქოს ახალი ფურცლიდან იწყებ ცხოვრებას.” ძველ ჩვევებს კი ძველ წელს ვუტოვებთ და ვერთვებით ახალ წელზე. „გადმოეწყვე ახალ წელზე“ – ეს „თეთრი კვადრატის“ საახალწლო გზავნილია, რომელიც უკეთესი ცხოვრებისკენ გვიქმნის განწყობას. Სახლი კი ყველასთვის ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობთ და ცვლილებებს ვგეგმავთ.
7. მინისო • Miniso
მინისიონერები დიდი განსაცდელის თავიდან ასარიდებლად გაერთიანდნენ, რადგან ადამიანები ერთმანეთისთვის ისევ ჩვეულებრივი საჩუქრების ჩუქებას აპირებენ. ამ ახალ წელს მათ დიადი მისია აქვთ - სამყარო ჩვეულებრივი საჩუქრებისგან უნდა გადაარჩინონ.
სახალისო ანიმაციურ ვიდეოში, მინისოს სხვადასხვა კატეგორიის წარმომადგენელი, პერსონაჟებად ქცეული ნივთები კონკრეტულ მისიებს ასრულებენ. ისინი მოსაწყენ საჩუქრებს ყუთებიდან დევნიან და მათ ადგილს თავად იკავებენ.
თქვენ, ყველაზე მეტად, რომელი კამპანია მოგეწონათ?