ციფრული პროდუქტების ტესტირების სტუდენტთა წარმატების ისტორიები
ციფრული პროდუქტების ტესტირება სმარტ აკადემიის ყველაზე მოთხოვნადი კურსია, რომლის წყალობითაც, არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი.
გიზიარებთ იმ კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებებს, რომლებიც ხსენებული კურსის გავლის შემდგომ წარმატებით დასაქმდნენ.

ლიკა მამულაშვილი
Flat Rock Technology
ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი სრულიად დაფუძნებული იყო იმ სილაბუსზე, რასაც დასაწყისშივე გავეცანი. კურსის განმავლობაში ყველა თემა იყო დეტალური და გასაგები მაგალითებით ახსნილი, რაც დამეხმარა საკითხის სიღრმისეულად გაგებაში.
კურსის დასრულების შემდეგ, სმარტ აკადემიაში მიღებული ცოდნით, მარტივად გავიარე გასაუბრებები და მქონდა რამდენიმე შეთავაზება, რამაც საშუალება მომცა ამერჩია ჩემთვის სასურველი კომპანია და დავსაქმებულიყავი Flat Rock Technology-ში.

თამარ გაბათაშვილი
Europebet
კურსის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია იყო აბსოლუტურად ამომწურავი. კურსმა მომცა საშუალება განმევითარებინა საკუთარი უნარები, რეალური ქეისებიდან გამომდინარე მიმეღო გამოცდილება და ცოდნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცოდნის მიღებასთან ერთად, მომეცა იმის მოტივაცია, რომ ჩემი საქმის სიყვარულით შესრულება შემიძლია.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ აქტიურად შევუდექი სამსახურის ძიებას. ძალიან მალევე მივიღე შემოთავაზება დამსაქმებლებისგან. ბოლო პერიოდში, ორმა კომპანიამ ამიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთისათვის უარის თქმა მომიწია. დღეს მე Europebet-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

მანო სვანიძე
Georgia Tech Tbilisi
კურსის განმავლობაში გავეცანი ციფრული პროდუქტების ტესტირების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული ნაწილს. ვისწავლე სხვადასხვა ტექნიკები და მეთოდები, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებ.
კურსის დასრულების შემდეგ შევუერთდი Georgia Tech Tbilisi-ის უმაგრეს გუნდს, სადაც მაქვს საშუალება, ვისწავლო კიდევ უფრო მეტი და განვვითარდე.

მარიკა კანკია
BDO
ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის განმავლობაში ვისწავლე, თუ რა თანამედროვე მიდგომები შემიძლია გამოვიყენო ვებსაიტების, მობილური აპლიკაციების და API-ის ტესტირების დროს. განვივითარე ის უნარები, რომლებიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს იმისათვის, რათა ხარისხიანად და ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები.
კურსის გავლის შემდეგ, გადავწყვიტე მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში გამომეყენებინა. საწყის ეტაპზე, სტაჟირების გავლა ვამჯობინე. ასე ვიპოვე და მოვხვდი BDO-ში, რაც ძალიან მახარებს.

გიორგი გიგინეიშვილი
Georgia Tech Tbilisi
საბანკო სისტემაში 6 წელზე მეტი გავატარე და შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დრო იყო. ბევრი ძიების შემდეგ ვიპოვე ის მიმართულება, რაც მართლა მომეწონა და ეს ციფრული პროდუქტების ტესტირებაა.
სმარტ აკადემიაში კურსის გავლის შემდეგ დავსაქმდი შესანიშნავ კომპანიაში Georgia Tech Tbilisi-ში, სადაც არა მარტო ძალიან კარგ ადამიანებთან და პროფესიონალებთან მაქვს ურთიერთობა, არამედ საშუალება მეძლევა კიდევ უფრო განვვითარდე და უფრო მეტი ვისწავლო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა და ბევრს ნიშნავს, რადგან ამაზე ბევრი კომპანია არ ზრუნავს, დღესდღეობით.

დავით ნოდაძე
Webiz
კურსის განმავლობაში ვისწავლე ტესტირების ძირითადი დეტალები, ხერხები და ტექნიკები. ამასთან ერთად, უფრო დეტალურად გავერკვიე ციფრულ სფეროში, მის შემადგენელ ნაწილებში, როგორ ერწყმის ის თანამედროვე გარემოს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დავსაქმდი კომპანია Webiz-ში და მომეცა საოცარ გარემოში მუშაობის საშუალება, სადაც მაქვს შესაძლებლობა, უფრო მეტად გავიღრმაო უკვე არსებული ცოდნა და შევეჭიდო ახალ გამოწვევებს.

ანი ჭოხონელიძე
Exacptro Systems
ვფიქრობ, სმარტ აკადემია თავის სახელს ამართლებს და, მართლაც, Smart-ია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ ყოველთვის მხარს უჭერენ მონდომებულ სტუდენტებს და ეხმარებიან მათ კარიერის დაგეგმვაში. სმარტ აკადემიისგან მივიღე რჩევები და რეკომენდაციები ჩემი კარიერის სწორად დაგეგმვას დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში, წარმატებულად დასაქმებაში გამოიხატა.
კურსის გავლის შემდეგ მქონდა გასაუბრებები სხვადასხვა კომპანიებთან. საბოლოოდ, მივიღე რამდენიმე შემოთავაზება და შევარჩიე ჩემთვის ყველაზე სასურველი.

ჯუბა სუხიაშვილი
Liberty Bank
კურსის განმავლობაში გავიგე რა არის ტესტირება და რას ნიშნავს იყო ტესტერი. შევიძინე საბაზისო ცოდნა ტესტირების მეთოდების და მიდგომების შესახებ.
სწავლის დასრულების შემდეგ, მოვხვდი იმ სფეროში, სადაც ჩემი გამოცდილება მხოლოდ ეს კურსი იყო. გავხდი იმ მნიშვნელოვანი პროცესების ნაწილი, რაც ციფრული პროდუქტების შექმნას და მის განვითარებას სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ 10 წლიანი სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ჩემი თავი და მიმართულება ვიპოვე. ამჟამად ვმუშაობ Liberty Bank-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

ნუცა შავდათუაშვილი
Georgia Tech Tbilisi
კურსის განმავლობაში ვისწავლე ტესტირების პროცესთან დაკავშირებული, ჩემთვის იქამდე უცნობი დეტალები. ამასთან, გავიღრმავე უკვე არსებული ცნობა. კურსის მიმდინარეობისას განვივითარე დეტალებზე ორიენტირების უნარი და გავხდი ორგანიზებული, რაც ყოველდღიურად მეხმარება ჩემი პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევაში.
კურსის დასრულების შემდეგ დავსაქმდი შესანიშნავ კომპანია Georgia Tech-ში. აღნიშნული კომპანია მაძლევს საშუალებას, მქონდეს ურთიერთობა ამ სფეროში უკვე გამოცდილ პროფესიონალებთან, რაც მაძლევს განვითარებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების დიდ სტიმულს.

ელენე დანელია
TBC PAY
კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველა ის თეორიული და პრაქტიკული მასალა, რაც საჭიროა, რომ ამ მიმართულებით შეძლო დასაქმება. მაგალითად: როგორ უნდა განხორციელდეს ტესტირების პროცესი სწორი მიდგომების და ტექნიკების გამოყენებით, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ისე მობილური აპლიკაციების (Android / iOS) შემთხვევაში. ტესტირების პროცესი Agile/Scrum მიდგომით, ასევე კონკრეტულ ქეისებზე დაფუძნებული უამრავი ამოცანის განხილვა, რაც გიადვილებს, რომ უფრო დეტალურად გაერკვე საკითხში. განვივითარე კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება, ვისწავლე დროის მართვა და დეტალების მიმართ გავხდი მეტად დაკვირვებული, რაც დამეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.
კურსის გავლის შემდეგ გავხდი TBC Pay-ს საოცარი გუნდის წევრი, სადაც მაქვს საშუალება მივიღო უდიდესი გამოცდილება, ჩავერთო მრავალფეროვან პროექტებში და რაც ყველაზე პრიორიტეტულია – განვვითარდე.

თამარ დარჩიაშვილი
Exacptro Systems
კურსის განმავლობაში ვისწავლე ტესტირების საფუძვლები ISTQB სილაბუსის შესაბამისად, API ტესტირების საფუძვლები, SQL-ის მარტივი ბრძანებები და ყველაფერი, რაც საჭიროა დამწყები ტესტერისთვის entry level სამსახურის ძიებისას. ასევე, ტესტერისთვის საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ტესტირების დაგეგმვა, ტესტ ქეისების მომზადება, დეტალური ბაგრეპოტების და დოკუმენტაციის შექმნა, რაც მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთან, კურსმა მომცა პროფესიული საფუძველი და მიმართულება, რომ ვიცოდე როგორ განვვითარდე.

გიორგი მუხრანელი
Novelty Today
TBC PAY
კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე, თუ რა არის ციფრული პროდუქტების ტესტირება და რამხელა მნიშვნელობა აქვს ხარისხს, ასევე რამხელა პასუხისმგებლობაა, როდესაც ზრუნავ მაღალი სტანდარტების დაცვაზე. ამასთან, შევისწავლე ტესტირების მრავალი სახეობა, რაც ამ საქმიანობის ფუნდამენტურ აღქმაში კიდევ უფრო დამეხმარა, თითოეული მათგანი ძალიან ღირებული და საჭირო გახლდათ ჩემთვის. მოცემული კურსი დამეხმარა მრავალი უნარის აღმოჩენასა და განვითარებაში. განვავითარე ისეთი უნარები, როგორიც არის ანალიტიკური აზროვნება, ტექნიკური აზროვნება, ტესტირების პროცესის დაგეგმვა და პროგრესზე ორიენტირება. ვისწავლე მიდგომა, რასაც Agile მეთოდოლოგია ითვალისწინებს და კიდევ, რასაც გამოვყოფდი არის ის, რომ გავხდი მეტად დაკვირვებული, ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანესია, როდესაც მაღალ ხარისხს ეხება საქმე.
კურსის დამთავრებიდან ძალიან მალევე დავსაქმდი ორ კომპანიაში: ამერიკული კომპანია Novelty Today-ში და TBC PAY-ში.

ირაკლი ბარბაქაძე
Exacptro Systems
კურსი წარიმართა ჩემთვის ძალიან საინტერესოდ. მივიღე დიდი ინფორმაციული ცოდნა. რთულია, როდესაც რაღაც ახალს იწყებ, მაგრამ ადვილდება, როდესაც კონკრეტული მიზნისკენ ისწრაფვი. ადრე ციფრულ პროდუქტებს სამომხმარებლო დონეზე ვიყენებდი, კურსის გავლის შემდეგ კი სხვაგვარად აღვიქვამ და ვაფასებ. ერთ-ერთი საინტერესო რამ, რაც კურსის განმავლობაში ვისწავლე, არის თუ როგორ მოვამზადოთ სცენარები კონკრეტული ფუნქციონალის ან არაფუნქციონალის გასატესტად და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში როგორ აღვწეროთ ისინი მოკლედ, შინაარსობრივად და სრულყოფილად.

ნანო მამულია
Webiz
კურსის განმავლობაში შევისწავლე, როგორ წარვმართო ტესტირების პროცესი, რა მეთოდები, ტექნიკები და მიდგომები გამოვიყენო, როგორც ვებ საიტების ტესტირების დროს, ისე მობილური აპლიკაციების (Android/iOS) და API-ის შემთხვევაში. გავიგე, როგორც წარვმართო ტესტირების პროცესი სწორად. ვისწავლე ეფექტიანი ტესტ ქეისების შედგენა და მოფიქრება ტესტირების ტექნიკების გამოყენებით. ასევე, ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნა.
სმარტ აკადემია არის სივრცე, სადაც შეგიძლია დაეუფლო საინტერესო და მოთხოვნად პროფესიას ან აიმაღლო კვალიფიკაცია. მისი კურსის დასრულების შემდეგ, მალევე დავიწყე მუშაობა “Webiz Georgia”-ში და ვარ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი.

ნინა გულდამაშვილი
Sharemac
კურსის განმავლობაში შევიძინე ციფრული პროდუქტების ტესტირებისათვის საჭირო ცოდნა, რომლის საშუალებითაც შევძელი დასაქმება. განვივითარე ლოგიკური აზროვნების უნარი, დისციპლინა და ასევე შევისწავლე ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა გარეშეც დღეს უკვე რთულია დასაქმება. მაგალითად, "Agile"-ის პრინციპები, ტესტირებისათვის საჭირო თულები და ა.შ.

გვანცა თავბერიძე
Credo Bank
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერობის სახით ჩემთვის ძალიან საინტერესო პროფესია აღმოვაჩინე, ამ მიმართულებით განვითარება გადავწყვიტე და გავიარე სმარტ აკადემიის კურსი. მისი დასრულების შემდგომ დავსაქმდი “კრედო ბანკის” ბიზნეს ანალიტიკის განყოფილებაში, ხარისხის უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.
ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი, აუცილებლად გამოცადონ თავი აღნიშნულ სფეროში. ციფრული პროდუქტების ტესტირება ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც სამუშაოდაც ძალიან კომფორტულია, ანაზღაურებაც საკმაოდ კონკურენტულია და სამუშაო ადგილებიც მზარდია.
მზად ხარ შეუერთდე ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების სიას?